კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაფრთხილებული

გილაურის ნათურიდან – ენერგოუსაფრთხოებამდე

თუკი ჩვენს პოსტრევოლუციურ რეალობას კვლავაც გილაურის ნათურა გვინათებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა ბრძანა ენერგეტიკის აწ უკვე ნამინისტრალ ბ-ნი ხეთაგურის გაცილებისას, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს თავისი წილი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველუყვია (კაცმა რომ თქვას, რაღა დარჩა ბალავაძეს?!). დარჩა თუ გამონახავს, აწ უკვე პირველ ენერგეტიკოსს, სახელდობრ, სოსო ცისკარიშვილი აფრთხილებს („შტეფსელში თითი არ შეყოს, დენი დაარტყამსო“). იმის გარკვევაში, იმსახურებს თუ არა ამგვარ გაფრთხილებას ახლად გამომცხვარი ენერგეტიკოსი, ყველაზე უკეთ ბ-ნი ბალავაძის შრომითი ბიოგრაფია დაგვეხმარება, თან, თუ ზედაც განათლების ცენზსაც შევუმოწმებთ. ნარჩეულარის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (პროფესიით: ინჟინერ-ეკონომისტი), გამინისტრებამდე კი რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს (ცხადია, მის ოფიციალურ შრომით ბიოგრაფიაზე დაყრდნობით), რომ  ბ-ნ ბალავაძეს პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები არ გააჩნია. ან კი როგორ გააჩნდებოდა, როდესაც ცხოვრებისეულ ასპარეზს პირდაპირ პარტიული ღვწით შეეჭიდა? 2002-2003 წლებში „ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო; 2003-2004 წლებში – პარლამენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-დან დაუღალავ კანონშემოქმედებაშია (მაშინ სულ რაღაც 26 წლისა იყო).  ოღონდ, დავძენ, რომ მის კანონშემოქმედებას ენერგეტიკასთან შეხება არ ჰქონია. არ ჰქონია, მაგრამ, ექნება.
პრემიერ-მინისტრს აწ უკვე ენერგეტიკასთან ჩამჭიდროებული ბ-ნი ბალავაძის წარდგენისას არც იმის თქმა დავიწყებია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი,  უსაფრთხო დენი და სტაბილური გაზი აქვთ და, რაც მთავარია, ის გაცილებით იაფია, მომყავს ციტატა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში 400, 500 და ხშირად 600 დოლარზეც კი ადის გაზის ღირებულება (იგულისხმება 1 000 კუბმეტრი გაზის ღირებულება)“. მართალია, ჩვენ არ ვიცით, რა ფასად შეისყიდის საქართველო აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს (ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პენსია სწორედაც რომ 1 000 კუბმეტრი გაზის ღირებულების ტოლია, ჩვენებური პენსია  კი მხოლოდ 60 დოლარს უკაკუნებს. გამოდის, რომ ჩვენთან გაზი უფრო ძვირი ღირებულა?!

скачать dle 11.3