კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავშესაფარში

საინვესტიციოდ დამაშვრალნი

ბოლო 8-წლიანი საჩინოვნიკო პრაქტიკით ისე მოხდა, რომ ენერგეტიკის მინისტრის სავარძელი ფინანსთაზე გადის, ვიდრე პრემიერ-მინისტრისას მიაღწევს. ამ პოსტრევოლუციურ პრაქტიკას საფუძველი ბ-ნმა გილაურმა ჩაუყარა, რომელიც ახლა უკვე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. უგზო-უკვლოდ-მეთქი, ვინაიდან, ის საპარტნიორო ფონდის თავკაცად დაინიშნა, ფონდმა პარლამენტის შენობაში დაივანა, ხოლო, რაკი პარლამენტის შენობა სხვა პატრონს ჩაჰბარდა, ბ-ნი გილაურისა და საპარტნიოროების ადგილსამყოფელი უცნობია (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე). მეორე მხრივ, ბ-ნი გვინდაძე, მართალია, ფინანსთა მინისტრის სავარძელში ენერგეტიკის მინისტრის სკამიდან არ გადაბრძანებულა, მაგრამ, მისი ბოლო ჩინოვნიკური გაჩერებაც (ამ ეტაპზე მაინც) საპარტნიორო ფონდი აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, ჩამო თუ ამოალაბორანტეს, ადგილი, ასევე ამო თუ ჩამოლაბორანტებულ გილაურთან ერთად, საპარტნიორო ფონდში მიუჩინეს (ნაპრემიერმინისტრალის მოადგილედ), იმას გარდა, რომ საინვესტიციო სააგენტოც ჩააბარეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა აღნიშნა, ბ-ნი გვინდაძეც ინვესტიციების მოსაზიდად დაშვრება.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყოფილები საპარტნიორო ფონდში შეიყარნენ (და, რაკი არჩევნებამდე არცთუ მცირე დროა, შესაძლოა, შეყრილთა რაოდენობა გაიზარდოს), პარტნიორობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აშკარაა, რომ ეს ჩვენი საპარტნიორო ფონდი ყოფილ და ერთ დროს მაღალჩინოსან ჩინოვნიკთა ერთგვარ თავშესაფრად ქცეულა.

скачать dle 11.3