კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გარეშე ვერ ძლებს მარი ასათიანი და რისგან იღებს ის დიდ სიამოვნებას


მშვენიერი და ძალიან საყვარელი მარი ასათიანი, ბავშვობაში, თურმე, დამჯერი ბავშვი ყოფილა და მშობლებს არასდროს აბრაზებდა. მას თავის ახალგაზრდა მშობლებთან დღესაც მეგობრული ურთიერთობა აქვს. მარი საკმაოდ ენერგიული გოგონაა და დასვენებაც უფრო აქტიუ-რი, მხიარული უყვარს, ოღონდ, მეგობრებთან ერთად.

მარი ასათიანი: ძალიან წყნარი და დამჯერი ბავშვი ვიყავი, არ მიყვარდა სხვაგან დარჩენა, დედაჩემისა და მამაჩემის გარეშე არ მიყვარდა ყოფნა. ახლა მთლად ასე არ ვარ, თუმცა, მაინც მირჩევნია, ჩემს მშობლებთან ერთად ვიყო.

– არ თამაშობდი ეზოში?

– ეზოში თამაში ძალიან მიყვარდა და ხშირად ჩავდიოდი, მაგრამ გარკვეული დრო მქონდა გამოყოფილი, შუადღეს არ მიშვებდნენ. „წრეში ბურთი“ იყო ჩემს ბავშვობაში ძალიან აქტუალური და რეზინობანა. ყოველთვის კარგი მოთამაშე ვიყავი და ბავშვები ცდილობდნენ, პირველი მე ავერჩიე. როგორც მახსოვს, სულ ვიგებდით.

– დასთან ხომ არ ჩხუბობდი?

– ჩემი და ჩემზე ერთი წლით უფროსია, ხასიათებით ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. ის შავგვრემანია და, შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მგავდეს, მაგრამ ყველა გვამსგავსებს, ალბათ, იერით. ძალიან ვჩხუბობდით და მიზეზი, შეიძლება, უბრალო რაღაც ყოფილიყო, მაგალითად, ტანსაცმელი. ის იყო ყველაფერში დამნაშავე, ჩემგან განსხვავებით, ის ნაკლებად დამჯერი იყო, მჩაგრავდა ხოლმე. მტირალა არ ვიყავი, მაგრამ მშობლებისთვის მიმიტანია ენა, ანიმ გამაბრაზა-მეთქი.

– როგორც ვიცი, მშობლები ძალიან განებივრებენ.

– იმდენად ახალგაზრდა მშობლები მყავს, რომ მათთან ვმეგობრობ, არაფერს ვუმალავ, ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს. ყველაფერში მიგებენ და ჩემი ყოველთვის ესმით. თაყვანისმცემლების შესახებ ძირითადად დედაჩემს ვუყვები, ის რჩევებს მაძლევს და მეც ვითვალისწინებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რას ფიქრობენ ჩემი მშობლები ამა თუ იმ ადამიანზე.

– სკოლაში, ალბათ, ძალიან პოპულარული ხარ.

– ცეკვაზე დავდიოდი, ვმღეროდი და მე და ჩემი და, ყოველთვის გამოვყავდით ზეიმებზე, ბევრი როლი გვქონდა – ასათიანები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ჩემი სკოლა აქვთ დამთავრებული მამაჩემს, დედაჩემს, ბიძაჩემს და ყველას ვიცნობ. შესაბამისად, ამ სკოლაში ყველასთვის ნაცნობი ადამიანი ვარ. ერთხელ, მახსოვს, ზეიმზე ფერია ვიყავი, ჯადოსნური ჯოხი მქონდა, ნაძვის ხეს მივადე და აინთო. სულ მიკვირდა, რატომ ინთება-მეთქი, მართლა ფერია მეგონა საკუთარი თავი. ჩემი „რიჟა“ თმით მელიაც ვიყავი ერთხელ. ისეთი კარგი იყო! ისე, სკოლას არასდროს ვაცდენდი, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და მაღალი ნიშნები მქონდა. ეს ბოლო ორი წელია, რაც შედარებით არ მცალია, ხშირად ვაცდენ გაკვეთილებს, მასწავლებლებმა იციან, რომ ტყუილად არ ვაცდენ და მთელი სკოლა ხელს მიწყობს.

– ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს ფერიობაზე, ჯადოსნურ ჯოხზე და ასე შემდეგ. შენ რაზე ოცნებობდი?

– პატარაობიდან ძალიან მიყვარდა „ჟელიბონი” და მინდოდა „ჟელიბონის” სახლში მეცხოვრა, ყველაფერი „ჟელიბონის” უნდა ყოფილიყო და, თუ მომინდებოდა, კედელს მოვკბეჩდი ან კარს. მგონი, ამაზე არავის უოცნებია. ახლაც მიყვარს „ჟელიბონი“, მაგრამ ასეთ სახლზე აღარ ვოცნებობ, გამოვედი ამ ასაკიდან.

– ისე, ხარ მეოცნებე ადამიანი?

– არ ვარ მეოცნებე, პირიქით, ძალიან რეალისტი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ.

– აბეზარი თაყვანისმცემლები გყავს?

– არა, არ მყავს და, იმედია, არ მეყოლება, არ მინდა. თუმცა, მათგან თავის დაცვა ნამდვილად შემიძლია. პირდაპირი ვარ, მაგრამ არ მიყვარს უხეშობა და ზევიდან ყურება. ყველას თბილად და მეგობრულად ვაგებინებ, რა მინდა, ანუ, შენთან მეგობრობის გარდა არაფერი მაკავშირებს და არც არაფერი იქნება-მეთქი და ესმით.

– საკმაოდ მეგობრული და თბილი ადამიანი ჩანხარ.

– როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ახალგაცნობილ ადამიანთანაც ძალიან მალე შევდივარ ურთიერთობაში. თბილიც ვარ და ჩემ მიმართაც ძირითადად თბილები არიან, რასაც გავცემ, იმას ყოველთვის ვიღებ, ანუ, ვისთანაც თბილი ვარ, ისიც თბილია ჩემ მიმართ. უცხო ადამიანებთან ცივი არ ვარ, მაგრამ, არც თბილი ვარ, ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ხოლმე.

– როგორ გარემოში გრძნობ თავს კომფორტულად?

– ისეთი გარემო უნდა მქონდეს, როგორ გარემოში და ვისთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. თუ არაფერი მაწუხებს, ჯანმრთელი ვარ და ვიმყოფები საყვარელ ადამიანთან ერთად – ეს უკვე ჩემთვის დიდი კომფორტია.

– რა გიქმნის დისკომფორტს?

– ვერ ვიტყვი, რომ ხმაური მიქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ თავად ძალიან ხმაურიანი ვარ, მიყვარს ხალხმრავლობა, წყნარი არ ვარ. ცუდ ხასიათზე ვერასდროს მნახავთ, როდესაც სახლში არ ვიმყოფები, მირეკავენ, მალე მოდიო, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდიან უჩემოდ. როგორც მეუბნებიან, დადებითი ენერგია შემაქვს სახლში და ოჯახის წევრებს ძალიან ვამხიარულებ: ხან ვმღერი, ხან ვცეკვავ, ვხუმრობ – წყნარად ვერ ვჩერდები. ძალიან მინდა მეგობრებთან ერთად კარვებით ექსპედიციაში წასვლა, არც გველების და ასეთი რაღაცეები მეშინია, ეს არ შემიქმნის დისკომფორტს, ექსტრემალური სიტუაციებიც მიყვარს. რაც უფრო საშიშია ატრაქციონები, მით უფრო მსიამოვნებს – ადრენალინს ვგრძნობ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– კიდევ რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას?

– სიმღერა. ამ დროს ძალიან ვმშვიდდები. კიდევ, მსიამოვნებს, როდესაც ვინმეს რამეს გავანდობ, მაგალითად, დედაჩემს. ასევე მიყვარს მაღაზიებში სიარული და, თუ სასურველ რამეს შევიძენ, მით უფრო გახარებული ვარ. საერთოდ, დილიდან საღამომდე შემიძლია, მაღაზიებში ვიარო, არც შიმშილი შემაწუხებს და არც წყურვილი.

– საწყალი შენი ქმარი!..

– ჩემს ქმარსაც ავიყოლიებ და ერთად ვივლით საყიდლებზე. თუ არ ეყვარება, შევაყვარებ, რა პრობლემაა. საერთოდ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ყველაფერში უნდა აჰყვნენ, ერთმანეთს უნდა გაუგონ. შეიძლება, ერთს ან მეორეს რაღაც არ აწყობდეს, მაგრამ ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ ამის გარეშე ურთიერთობა არ შედგება.

– როგორ ფიქრობ, ის მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით იქნება, არ უნდა იყოს წარმატებული, რეალიზებული?

– მინდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე საკუთარ საქმეში იყოს წარმატებული და გვქონდეს ერთმანეთის ნდობა, სიყვარული და ვიქნებით ბედნიერები. ბავშვობაში დიდ ყურადღებას ვაქცევდი ბიჭის გარეგნობას, მაგრამ ახლა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხასიათს. ყველაფერი ზომიერად უნდა ჰქონდეს: მამაკაცურიც უნდა იყოს, მხიარულიც, როცა საჭიროა – სერიოზულიც და თანაც, კარგი გარეგნობის. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან წყნარი ვერ იქნება, ჩემსავით მხიარული, ენერგიული უნდა იყოს და ხუმრობაშიც უნდა ამყვეს. ჯერჯერობით ამ მხრივ სერიოზული არაფერია. როცა იქნება, არ დავმალავ, სიყვარულს მალვა არ უნდა. მე თუ ვინმე მეყვარება, ამას არც იმას დავუმალავ, ვინც მიყვარს და არც ჩემი ოჯახის წევრებს.

– წარმოგიდგენია, როგორი იქნება შეყვარებული მარი?

– ისევ ისეთი, ოღონდ, ძალიან თბილი შეყვარებული ვიქნები. არ მგონია, სიყვარულმა შემცვალოს.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3