კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქვიდან დოლარების გამომდენები

გზავნილები – ჩამოშლილი ევროპიდან

როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედია-პოლიტიკოსების ცნობით, მთელ მსოფლიოში კვლავ ეკონომიკური კრიზისია, თუმცა, ამის მიუხედავადაც, საქართველოში უცხო-უცხო ქვეყნებში სამუშაოდ წასულთა მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილების ოდენობა არათუ იკლებს, იმატებს (ეგ როგორო, არ მკითხოთ).
კერძოდ,  ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის ივლისში ქვეყანაში 117 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა (4,5 მილიონით მეტი, ვიდრე 2011 წლის ივლისში). მეტიც, ჩვენი თანამემამულეების მიერ თავიანთი ოჯახის წევრებისთვის გადმორიცხული თანხის 92 პროცენტს 13 ქვეყნიდან რიცხავენ. მათ შორის პირველ ადგილზეა რუსეთი (63 მილიონით), მეორეზე – საბერძნეთი (13 მილიონამდე აშშ დოლარით), მესამეა იტალია – 8 მილიონით (როგორც ჩანს, იტალიაში საფუძვლიანად გავმაგრებულვართ), არც ამერიკაში ვართ ურიგოდ წარმოდგენილი: წლევანდელ ივლისს ოკეანისგაღმელი პარტნიორისგან 6,4 მილიონი ლარი გადმოურიცხავთ ჩვენსავე თანამემამულეებს, უკრაინიდან – 4 მილიონი, შორეული ინდოეთიდან კი – 3 მილიონზე ოდნავ ნაკლები. ამ ფონზე მოკრძალებულად გამოიყურება  თურქეთი –2,4 მილიონი და ესპანეთი – 2 მილიონზე ცოტა მეტი. ყველაზე მწირი თანხა გერმანიიდან გვერგო – სულ რაღაც 1 მილიონი, მის ზემოთ კი თითო-ოროლა მილიონებს ინაწილებენ: ბრიტანეთი, ისრაელი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
თუ გავიხსენებთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩაშლილ-მიშლილია (ცხადია, ეკონომიკური კრიზისის გამო), გაზრდილია უმუშევრობა და სამუშაო ადგილების დიდი დეფიციტია, იბადება რიტორიკული კითხვა: აბა, როგორ ახერხებენ ჩვენი თანამემამულეები ფულის შოვნას?!
სავარაუდო პასუხი: ვითომ, ევროპულ ქვებს არათუ წვენს, მწვანე-მწვანეებსაც ადენენ?!

скачать dle 11.3