კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მოეწონა გურამ ბაბლიშვილს ახალდაბადებული შვილი და ვისთვის შექმნა მან „კომბლესა“ და „ნაცარქექიას“ თანამედროვე ვარიანტი

გურამ ბაბლიშვილსა და რუს სექს-სიმბოლოს, ანფისა ჩეხოვას ორი თვის წინ ვაჟი – სოლომონი შეეძინათ. გურამმა, როგორც თვითონ ამბობს, მეუღლის მშობიარობაზე დასწრება ვერ მოასწრო – პოლონეთში გაფრინდა და იქ ნაყიდი ქართული „ხვანჭკარითა“ და ჭაჭით აღნიშნა ვაჟის დაბადება. გურამს მოსკოვში დავუკავშირდით.

გურამ ბაბლიშვილი: პატარა სოლომონი  ძალიან სწრაფად იზრდება, წონაშიც და სიგრძეშიც. უკვე კარგად ჩამრგვალდა, „აღუსაც“ კი ამბობს. მადლობა ღმერთს, ივლისი თავისუფალი მქონდა და დრო გამოვნახე ბავშვისთვის. აგვისტოში მაქვს ერთი-ორი პროექტი, „ხანუმას“ დგამენ ცოტა შეცვლილი სახით, რაღაცეები გადააკეთეს და მეც ვთამაშობ. სხვა დასი თამაშობს, სხვა რეჟისორია და პრემიერა შედგება ნოემბერში. ვერ ვიტყვი, რომ ქართველ ავტორებს რუსეთში კარგად დგამენ და თამაშობენ. ახალ ვერსიას დგამს ინა ჩეხოვა. ჩვენ სხვა ქართველი ავტორი არ დაგვიდგამს. მაიაკოვსკის თეატრში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უკვე დიდი ხანია, წარმატებით იდგმება. რუსებს, საერთოდ, ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვთ ჩვენზე – „ლეზგინკა“, ხაჭაპური, ხანჯალი, „ვახ და ვაიმე“... სომხურს, აზერბაიჯანულს, ქართულს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ძალიან ვბრაზდები ამაზე. ქართველებს უფრო გვიადვილდება ჩეხოვის დადგმა, ვიდრე რუსებს – ქართულის, მიუხედავად იმისა, რომ „ხანუმა“ ვოდევილია და არ არის რთული დრამატურგიულად. აი, ვაჟა-ფშაველას რომ მოჰკიდონ ხელი, თავს მოვიკლავ (იცინის).
– თურქი ჯაშუშის როლს რომელ ფილმში ასრულებ?
– ახლახან გადაიღეს საკმაოდ დიდი სერიალი, ჰქვია „კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი“. გაუშვეს და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. მე ვარ თურქი ჯაშუში რუსეთ-თურქეთის ომის დროს. კოსტიუმები, გრიმი – ყველაფერი მაშინდელია. საკმაოდ ბევრი „ექშენია“ ფილმში. ბევრი ჩხუბი მაქვს, სროლა, მოტაცება, ამბავი... ზამთარში მქონდა კიდევ ერთი პროექტი, სადაც მთავარი როლი მაქვს და უკრაინაში უკვე გაუშვეს. როცა ერთმანეთს ემთხვევა, მირჩევნია, ჯერ სპექტაკლში ვითამაშო და მერე – კინოში.
– რაიმეს სწავლა თუ მოგიხდა ამ სერიალისთვის?
– თურქულის სწავლა მომიხდა, თუმცა, ახლა ნამდვილად აღარ მახსოვს თურქული სიტყვები. თურქულის მცოდნე ერთი რუსი გოგონა მასწავლიდა. დანის, ხმლის, ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება ავითვისე გადასარევად (იცინის). იმდენი ბოევიკი და ბანდიტი ვითამაშე, მე და პისტოლეტს ერთად გვძინავს. ძალიან მინდა იაპონური ხმლის ყიდვა, ერთი ქართული ხანჯალიც მაქვს, ოღონდ, საქართველოში.
გინდა, გაცინო? თურქულად ერთი-ორი სიტყვაც რომ მეთქვა ქართული ტემპერამენტით, თუნდაც დამახინჯებულად, რუსები გიჟდებოდნენ „î, íჭñòîÿùèé òóðîê“-ო, – გაიძახოდნენ. კავკასიურ ენებს საერთოდ ვერ არჩევენ. შემიძლია, მოვატყუო, სპარსულად ვლაპარაკობ-მეთქი, სინამდვილეში, ქართულად ვილაპარაკო და ეს კინოში გადაიღონ! მქონდა რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა, ქართულად ვიგინებოდი – „შენი დედა...-მეთქი“ და უხაროდათ (იცინის).
– ცხენზე ჯდომა არ ისწავლე?
– ერთი-ორჯერ გადმომაგდო ცხენმა, თუმცა, სუფთად დავეცი, წამოვდექი და გამოვაცხადე: ჩვენ, თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისში, სუფთად დაცემას გვასწავლიდნენ-მეთქი. უფრო მოტოზე ჯდომას ვსწავლობდით, ავიღე  „A“ კატეგორია და, მინდა, ჩოპერი ან მოპედი ვიყიდო.
– მოდი, ანფისასა და ბავშვზე გკითხავ. როგორც ვიცი, საქართველოში აპირებდა მშობიარობას, რატომ გადაიფიქრეთ?
– კი, გვინდოდა, სულ სამი ვარიანტი გვქონდა, ისიც გვინდოდა, ამერიკაში რომ დაბადებულიყო – ავტომატურად  მიიღებდა შტატების მოქალაქეობას. საქართველოს რაც შეეხება, ორივე დაკავებული ვიყავით და არ მოხერხდებოდა. უნდა გადმოგვეტანა ბავშვის ამდენი ნივთი და ბარგი, დედამისი უნდა ჩამოსულიყო, თან, მაგ დროს პოლონეთში ვიყავი გადაღებაზე, კოლუმბიელის როლს დილით ვთამაშობდი. ამიტომ დიდი ხათაბალა იყო და ვერც საქართველოში ჩამოვდივართ აგვისტოში. ამერიკაში წასვლაც არ გამოვიდა და რუსეთში ვიპოვეთ ნორმალური სამშობიარო. მაგრამ, მინდა, ჩემს შვილს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს და ეს ანფისამაც იცის. ბავშვი ნამეტანი ჰგავს ქართველს (იცინის).
– მამიკოს ჰგავს პატარა სოლომონი?
– ნაწილობრივ. დედაჩემი ამბობს, შენს ბავშვობას ძალიან ჰგავსო, თუმცა, მე უფრო დიდი თვალები მქონდა. პაპას ჰგავს – თვალები, თავის ფორმა უგავს ძალიან. ანფისას კი სწყინს ხოლმე, რომ ამბობენ – ვაიმე, სუფთა გურამიაო (იცინის). ვამშვიდებ, ბავშვია, ათასჯერ შეიცვლება-მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემმა გენებმა აჯობა, სად არის რუსული გენის გასამარჯვებელი (იცინის)! საბუთები მაქვს შეტანილი, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მინდა.
– ნერვიულობდი, ანფისა რომ მშობიარობდა?
– ვნერვიულობდი, რადგან, პირველი შვილია, მაგრამ, პანიკიორი არ ვარ. ანფისაც ნერვიულობდა, ოღონდ, ბავშვზე და არა საკუთარ თავზე, მერე ცოტა დამშვიდდა. საერთოდ, ემოციურია, მშობიარობაზე დასწრება ვერც მოვასწარი. ისე უცებ გააჩინა – გამოაღეს კარი და დამანახვეს. ლურჯი, ჭუჭყიანი და დაჭმუჭნული იყო, თან, რატომღაც, ხმას არ იღებდა. რომ დავინახე, ვიფიქრე: ვაიმე, ვინ არის ეს უცხოპლანეტელი-მეთქი. საერთოდ არ მიგრძნია, რომ მამა ვიყავი. გავარკვიე მდგომარეობა და სპექტაკლის სათამაშოდ გავიქეცი, მერე ჩავალაგე ბარგი და  გავფრინდი პოლონეთში. პოლონეთში ქართულ „ხვანჭკარას,“ „მუკუზანს“, „ბორჯომს“ წავაწყდი, ვისკი ვიყიდე, არაყი და იქ სასტუმროში აღვნიშნეთ. იქიდან ვრეკავდი – ბაღანა როგორ მყავს-მეთქი. 8 დღის იყო, რომ ვნახე. ჭირვეული საერთოდ არ არის, ჩუმია, უყვარს ლაპარაკის მოსმენა, უკვე მესამე თვეშია. ტირის მარტო მაშინ, როცა შია და ძალიან ბევრს ჭამს. კახელია და ბევრს როგორ არ შეჭამს (იცინის)! სულ ვცდილობთ, ქართულად ველაპარაკოთ. ქართულ ზღაპრებს ვუყვები  – „კომბლეს“ და „ნაცარქექიას“, ოღონდ, ჩემი ინტერპრეტაციით – როგორ წავიდნენ ნაცარქექია და კომბლე ვიეტნამში, აფრიკაში, კოსმოსში გაფრინდნენ და მიყურებს ხოლმე თვალებდაჭყეტილი.
– იქნებ დაგეწყო მეზღაპრეობაც?
– არა, რას ამბობ (იცინის) მარტო ჩემი შვილისთვის, ერი არ მაპატიებს!
– ანფისა მომატებული იყო მშობიარობის მერე?
– არა, ცოტას ჭამდა და ძალიან იყო გამხდარი. მშობიარობის მერეც საგრძნობლად დაიკლო. ახლა ცოტა მოვიდა ჯანზე. გამხდარი იყო და პატარა მუცელი ჰქონდა. ორსულობის დროსაც არ ყოფილა მომთხოვნი. ვფიქრობდი, აუ, ახლა დამიწყებს, ტროპიკული ხილი მინდაო და რა ვქნა-მეთქი. ერთადერთი, საზამთრო მოინდომა. აქტიური ორსული იყო, ბევრს დადიოდა, ერთი-ორჯერ ბადმინტონიც ვითამაშეთ, თუმცა, ანფისა არასპორტული ადამიანია. კუნძულ ბალიზე ვიყავით დასასვენებლად და კარგი დრო ვატარეთ. ბავშვის ნივთებზეც თვითონ დარბოდა გაგიჟებული. ეტლები გვაჩუქეს ახლობლებმა, ბებიამ დაწნული აკვანი აჩუქა.
– ქართული ვერ ისწავლა უკეთესად?
– არა, თვითონ ამბობს, ენების ნიჭი არ მაქვსო.
– ძიძის აყვანას აპირებთ?
– ალბათ, არა. ახლობლები რომ დაესევიან, რაღად უნდა ძიძა? მონათვლითაც ცოტა მოგვიანებით მოვნათლავთ. მე, მაგალითად, 14 წლის მოვინათლე.
– ვიღაც ქალბატონი ამბობდა, რომ შენგან შვილი ჰყავს და ყურადღებას არ აქცევ.
– ვიცი, ვისზეც ამბობ. რა სისულელეა, ეგ ჩემი შვილი არ არის და მის ნახვას საერთოდ არ ვაპირებ. ხან ვინ მაბრალებს თავისი შვილის მამობას, ხან – ვინ. თუმცა, ანფისა თვითონ ჟურნალისტია პროფესიით და ეგ ხრიკები კარგად იცის. ამიტომ, არ ნერვიულობს.

скачать dle 11.3