კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ანებივრებს აჭარის პლაჟებზე ეგვიპტელი მილიარდერი ბიზნესმენის ქალიშვილს კახა კუხიანიძე და რისი ხვნა-თესვა დაიწყო მან საკუთარ თავზე

 მომღერალი კახა კუხიანიძე ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა: კონცერტებიც ჩაატარა, დასვენებაც მოასწრო, დათო ილურიძის ბენდშიც მიიწვიეს და, როგორც თავად ამბობს, პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეები აქვს. მართალია, კახას ცხოვრება სკანდალებით არ არის დატვირთული, მაგრამ, მისი ბოლო სასიყვარულო  გატაცება, ვფიქრობ, ნამდვილად გააოგნებს მის თაყვანისმცემლებს.
კახა კუხიანიძე: ზაფხულს ძალიან აქტიურად ვატარებ. ძირითადად, აჭარაში ვარ და ამჟამად ვისვენებ. ძალიან დატვირთული ვიყავი, მქონდა ბევრი კონცერტი ბენდთან ერთად თბილისში, ასევე, გასვლითი კონცერტებიც. გარდა ამისა, ჩემი საბავშვო სტუდიის ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მზიანი საქართველო“ –  მოკლედ, ცხელ ზაფხულს კარგად დავუმეგობრდი მზიან აჭარაში.
– გავიგე, შენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია – თან ხშირად ჩნდები უცხოელ გოგონასთან ერთად საზოგადოებაში...
– მეგონა, ეს ამბავი, ჩემ გარდა არავინ იცოდა. ახლა მივხვდი, რა პატარაა საქართველო (იცინის). არ მინდოდა ამ ამბის გახმაურება, მაგრამ, რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. შეძლებისდაგვარად ვასაიდუმლოებდი,  თუმცა, დასამალი არც არაფერია. მე და სატიმ საქართველოში, აეროპორტში, შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. მე მეგობარს ვხვდებოდი, ის კი აქ ჩამოვიდა საქმეზე და, ალბათ, ბედი იყო, რომ იმ მომენტში ორივე იქ აღმოვჩნდით. სატიმ აეროპორტში ბარგი დაკარგა, მეც, ადამიანურად, დავეხმარე, დავაწყნარე, გამოველაპარაკე და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, მერე მეგობრობა და, საბოლოო ჯამში, სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა. მან მთლიანად შეცვალა ჩემი ადრინდელი რომანტიკული ურთიერთობები და დამავიწყა კიდეც. უფრო სწორად, არც კი ვიცი, სიყვარულია თუ არა ეს, მაგრამ, თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ მის გვერდით. სატი ეგვიპტეში ცხოვრობს, 25 წლისაა, მამამისი კი, როგორც ვიცი, იქ ცნობილი ბიზნესმენია.
– ამბობენ, მილიარდერიაო.
– ამ საკითხით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, თუმცა, არც არის გასაკვირი. სატის მამის საქმიანობასა და ბიზნესებზე არ ვესაუბრები, სხვაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო თემა (იცინის).
– თუ ანებივრებ შენს რჩეულს?
– მე ვერ გავაკვირვებ სატის ჩემი საჩუქრებით, მაგრამ, ნამდვილად ვახალისებ და ვანებივრებ ღამის პლაჟზე გამართული კონცერტებით,  რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
– არადა, ბევრი ლაპარაკობდა შენსა და მომღერალ სალომე ქათამაძეს შორის დაწყებულ სიყვარულზე. წინა ურთიერთობებში ამას ხომ არ გულისხმობდი?
– არა, სალომე და მე მართლა მეგობრები ვართ, უბრალოდ, დუეტი ჩავწერეთ ერთად – „ციცინათელა”, რომლის არანჟირებაც ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. ამ სიმღერის მერე მეც გავიგე ეს ჭორი, თითქოს ერთმანეთი გვიყვარდა. სალომემაც დამირეკა და მითხრა, ბევრი მირეკავს და შენთან დაკავშირებით მეკითხება, ხომ არ გიყვართ ერთმანეთიო. დამიჯერეთ, წინა სასიყვარულო ურთიერთობებზე რომ ვსაუბრობდი, სალომე არაფერ შუაშია.
– არ აპირებ სატის ოჯახის გაცნობას?
–  რამდენიმე თვეში ვაპირებ ეგვიპტეში წასვლას დასასვენებლად და, ალბათ, ბუნებრივია, ასეც მოხდება.  არ დაგიმალავთ და, ხანდახან ჩემი თავი სერიალის გმირი მგონია, იმდენად არარეალურად მეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ, ფაქტია, ეს ამბავი ჩემს თავს ხდება. თუმცა, როგორ გაგრძელდება სამომავლოდ, ნამდვილად არ ვიცი.
– ესე იგი, გამოდის, რომ პირად ცხოვრებაში ბედი გწყალობს, არა?
– რა ვიცი, ეგრე გამოდის. თუმცა, ადრე ასე არ ვფიქრობდი. შარშან გავიცანი ერთი ლამაზი გოგო, რომელიც წლოვანებით პატარა აღმოჩნდა, მისმა ვიზუალმა კი მომატყუა. ვერ გადავდგი მასთან ურთიერთობაში წინ ნაბიჯი, რადგან, დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო. მაშინ თავს ვძლიე და უკან დავიხიე. ამჟამად არანაირი ბარიერი არ არსებობს და  თავს კარგად ვგრძნობ.
– თმის გადანერგვა იმიტომ ხომ არ გადაწყვიტე, რომ სატისთვის თავი მოგეწონებინა?
– არა, ვფიქრობ მომღერალი თავს უნდა უვლიდეს, თან, თმა შემითხელდა და ამიტომ  „ჰეალაინში” გადავინერგე. ბევრი ადამიანი ვნახე, ვისაც ეს პროცედურა აქვს ჩატარებული და კმაყოფილია შედეგით. ამიტომაც დავიწყე „ხვნა-თესვა“ საკუთარ თავზე და ახლა თმის „ამოჯეჯილებას” და „მოსავალს” ველოდები (იცინის).
– როგორც გავიგე, პირად ცხოვრებაში მშვიდად ხარ, შემოქმედებითი კუთხით თუ აპირებ რაიმეს შეცვლას?
– შემოქმედებითად ის არის სიახლე, რომ დათო ილურიძემ ამიყვანა თავის ბენდში. სამომავლოდ იგეგმება ახალი პროექტები, ბევრი კონცერტი. ბენდთან ერთად  სხვა ემოცია მოდის, თავს კომფორტულად გრძნობ, ახდენ შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზებას და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებაა მომღერლისთვის. პირადი კონცერტების გარდა, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ახალ თაობას ვზრდი. თან, სექტემბრიდან გრანდიოზული სიახლეები ელის „სტუდიო 1.2.3-ს,“  რითაც მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

скачать dle 11.3