კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაწყო გერმანიაში საკუთარი სახლის მეორე სართულზე ოფისი ლაშა ონიანმა და როდის აქვს მას მეუღლესთან რომანტიკული ურთიერთობა

ლაშა ონიანს როდესაც არ უნდა შეხვდე, მუდმივად ახალ-ახალი გეგმებით, იდეებითა და რაც მთავარია‚ სამუშაოთია დატვირთული. მისთვის დასვენებაც საქმის კეთებასთან ასოცირდება. ამიტომ‚ საკუთარ თავს დიდხანს უსაქმოდ გაჩერების უფლებას არ აძლევს. რაც მთავარია‚ მასთან საუბარი ყოველთვის  ძალიან საინტერესოა.

ლაშა ონიანი: თვის დასაწყისში მომივიდა წერილი, რომ მონაწილეობა მივიღო „ჩემპიონთა ლიგის“ გახსნის ტენდერში. უნდა გავაგზავნო იდეა, სცენარი, დასრულებული‚ მულტიპლიკაციაში გაკეთებული ქორეოგრაფია, შემდეგ განიხილავენ და შემატყობინებენ პასუხს. თავად „უეფა“ გიყენებს მოთხოვნებს – რის გამოყენება შეიძლება და რის – არა. ამაში იგულისხმება დეკორაციები, ბანერები, დანარჩენი უკვე რეჟისორზეა დამოკიდებული. სულ 12 ადამიანი ვართ, რომლებიც ამაზე ვმუშაობთ. პირადად მე, უკვე სამჯერ მომიწია მუშაობა, ზოგს ერთხელაც კი – არა. ამ ყველაფერს ტენდერის სახე აქვს და ამიტომაც ხდება ასე. ვნახოთ‚ წელს რა იქნება, თუ მოეწოებათ – მოეწონებათ. თუმცა, „უეფასთან“ თანამშრომლობა ისედაც გიწევს, რადგან იქ, ამის გარდა, სხვაც ბევრია სამუშაო. 12 კაცს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის გახსნაზე ვმუშაობთ, არიან დასავლეთ გერმანელები, სამხრეთ ევროპელები, ჩრდილოეთ ევროპელები, ასევე, ჩვენ. „უეფა“ თანმიმდევრულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ ყველა წარმოდგენა, გახსნის ვიზუალური მხარე, შინაარსობრივი დატვირთვა ერთმანეთს არ ჰგავდეს როგორც მიზნობრივად‚ ასევე სანახაობრივად. ბოლოს 2009 წელს გავხსენი „ჩემპიონთა ლიგა“, ძირითადად‚ სამ-სამი წლის გამოტოვებით მიწევდა. არ ვიცი‚ ეს ემთხვეოდა თუ რაა, მაგრამ ასე გამოდიოდა. ვნახოთ‚ ახლა რა იქნება. თემაც უკვე გამზადებული მაქვს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.
– კიდევ ვერ მოიცალე თეატრისთვის?
– უკვე დაწერილი მაქვს სცენარი, მსახიობებიც შერჩეული მყავს. მინდა, სცენობრივ-თეატრალური შოუები გავაკეთო, რომელიც ევროპაში იმოგზაურებს და მირჩევნია‚ შემსრულებლები ქართველები იყვნენ. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც თავის სახელით ივლის. ანუ, ამ კუთხით ორი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობ უკვე გამზადებული მაქვს. ასევე‚ მინდა, ვითანამშრომლო ისეთ დიდი ჯგუფებთან, როგორიცაა აჭარის სახელმწიფო ანსამბლი. თემატურად მაინტერესებს ლაზების სამყარო. ნოემბერში გერმანიაში ვაპირებ დიდ ქართული ღონისძიების ჩატარებას, რომელშიც დაახლოებით 80-120 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება და საათ-ნახევრის განმავლობაში სცენიდან მაყურებელი მიიღებს ემოციას, რომ საქართველოში იმყოფება. რაც შეეხება მონაწილეებს, საქართველოდან დაახლოებით 70 კაცი იქნება, დანარჩენი კი ის ხელოვანი ქართველობა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს.
– გარდა იმისა, რომ ბევრს მუშაობ, მთელი წელი აქეთ-იქით დაფრინავ.
– ვფიქრობ, რომელიმე აეროპორტში ხომ არ დავფუძნდე, ავიღო რაღაც ადგილი მოსასვენებლად და დავრჩე. ესე იგი‚ ჰაერში თვითმფრინავის მოქმედება დაზეპირებული მაქვს, რომელ ადგილს გადაიფრენს, სად შეიძლება, პრობლემები იყოს. ყველას დამწყნარებელი მე ვარ. ახლა ძალიან ცუდად ვიფრინე, თან ცოლი, შვილი და მეგობრებიც მახლდნენ. ფრანკფურტიდან თბილისამდე პირდაპირი რეისი აღარ არის, ამიტომ რომის გავლით ჩამოვფრინდით. რომში ნამდვილი იტალიური თვითმფრინავით გავფრინდით, „პიკოლო“ მოცულობის, თუ ფრთები არ მოძვრებოდა‚ არ მეგონა. მე ისტერიკული სიცილი ამიტყდა – უკვე მივეჩვიე, აღარ ვნერვიულობ. რას უშველი, მაგრამ ირგვლივ სპექტაკლია – ვისაც თმა არ აქვს – ამოსდის, ვისაც აქვს – სცვივა.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი, რეჟიმი გერმანიაში?
– გერმანიაში‚ თუ ბავშვია ოჯახში, მთელი სისტემა მასზეა აწყობილი, რადგან ბავშვი დილის 8 საათზე სკოლაში უნდა იყოს. ანუ‚ ძალაუნებურად‚ ოჯახის წევრები შვიდის ნახევარზე ვიწყებთ გაღვიძებას, ადგომას, მოწესრიგებას და ბავშვი სკოლაში მიგვყავს. გერმანელებისგან განსხვავებით‚ ჩვენ მაინც იმიტომ გვიწევს ქართულად ცხოვრება, რომ ოფისი სახლში მეორე სართულზე გვაქვს, ჩვენივე შენობაში. ანუ, უფროსი არ გვყავს, აქეთ ვასაქმებთ სხვებს – 5 უცხოელი მუშაობს ჩემთან. მეუღლე მენეჯერია. ერთი კვირა ერთ ადგილზე რომ გავჩერდე, ასე მგონია‚ ათი წელია‚ იმ ადგილას ვდგავარ. მაქსიმუმ, შეიძლება‚ 10 დღე გავჩერდე სადმე, მერე რაღაცას ვიმიზეზებ და მივდივარ. ზაფხულში მიწევს წასვლა ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში ან ოკეანეზე გადასვლა, სადაც ჩემი მიმართულების ადამიანები იყრიან თავს. იქ ხდება სხვადასხვა თემის განხილვა. საღამოები ეწყობა, მეგობრები მყავს, რომლებსაც საკუთარი რესტორნები, ბარები, დისკოთეკები აქვთ. იქ მივდივარ. 130 წლისაც რომ გავხდე‚ ცეკვას და მოძრაობას თავს ვერ დავანებებ. მუსიკა რომ იწყება‚ ფეხი, ტერფი ან თითი თავისით იწყებს მოძრაობას.
– ოჯახთან ერთად ახერხებ სადმე წასვლას?
– ვახერხებ. ჩემი და მეუღლის რომანტიკა მაინც მუშაობის პროცესია. მე ვმუშაობ და ის ჩემს ნამუშევარს ყიდის. როდესაც მობილური რეკავს, დავხედავ, ჩემი მეუღლეა‚ კარგად ხარ – კარგად ვარ, მოხვალ – მოვალ. აი, მისვლა არის რომანტიკის პროცესი. როცა ერთად ვართ, რა თქმა უნდა‚ სულ რომანტიკაა, მუშაობის პროცესიც და ისეც, მაგრამ მაინც ბავშვზე ვართ აწყობილები. სკოლის გაცდენა არ შეიძლება, დიდი საყვედურებით მთავრდება, რომელიც გაფრთხილებაში გადადის. ლუკას ჯერ არ ჰქონია გაფრთხილება, ფრიადოსანია და ერთადერთია, რომელსაც სკოლამ გიმნაზიაში გაუკეთა წარდგენა. ყველაფერში პირველია, თან‚ მარცხენა ხელით წერს, ცეკვავს, მღერის, თუმცა არასდროს გვიტარებია არსად. ბრუნო მასის სიმღერები უყვარს, მთელი რეპერტუარი იცის. კარგად მღერის, ცეკვის ნიჭიც ეტყობა მოსდგამს – ელასტიკური ტიპია. მაგრამ ისეთია, ვფიქრობ უფრო განათლებას გაჰყვება. ჩვენც ვუწყობთ ამაში ხელს.
– ლაშას მშობლებს იბარებდნენ სკოლაში?
– ლაშას მშობლებს ხშირ შემთხვევაში იბარებდნენ სკოლაში, ოღონდ მადლობის სათქმელად, რადგან ძალიან კარგად ვსწავლობდი. ერთხელ დაიბარეს მხოლოდ ცუდ საქციელზე, მაგრამ დედაჩემი რომ მოვიდა, სიტუაცია უკვე გამოსწორებული დავახვედრე – ბოდიში მოვიხადე. სულ დაკავებული ვიყავი, დავდიოდი ცეკვაზე, კრივზე, ვჭიდაობდი და ახლაც ვერთობი. არ ვჩხუბობ, რინგზე არ შევდივარ, თუმცა მოყვარულთა არენაზე შესვლა ახლაც „მოსულა“, უბრალოდ‚ ტრავმა არ უნდა მივიღო. ფეხბურთი მიყვარს ძალიან, კარგად ვთამაშობდი. ფრენბურთში თანრიგოსანი ვარ... კალათბურთზე, ცურვაზე, მოკლედ‚ ყველაფერზე დავდიოდი. ფიზიკურად ძალიან პატარა ვიყავი, დედა ნერვიულობდა – ეს არ გაიზრდებაო. რუსულ არმიაში მომიწია სამსახური და იქ გავიზარდე. მანამდე ძალიან პატარა ვიყავი და ყველა ფიქრობდა: იმიტომ იცის ამდენი რამე, პატარები ნიჭიერები არიან და შეიძლება‚ არც გაიზარდოს მეტიო.
– როდის დაგჭირდა ბოლოს შენი ძალის გამოყენება?
– ბოლოს‚ რუსულ არმიაში ვიჩხუბე, სადაც „დედოვშინა“ ცნობილი მიმართულებაა. იქ არავინ გეკითხებოდა – გინდოდა თუ არა ჩხუბი. საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი. ბევრის მტკიცება არც დამჭირვებია, დავიმკვიდრეთ ქართული ადგილი. სამხედრო აეროდრომზე ვმსახურობდი, ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს მოვალეობაში შედიოდა: აეროდრომის კონტროლი, როდესაც ოფიცრებისთვის რეაქტიულ თვითმფრინავზე, ვერტმფრენებზე ფრენის სწავლება მიმდინარეობდა. დაახლოებით, 30 კაცი მექვემდებარებოდა. მყავდა „ურალი“. ყოველი სწავლების წინ მთელი აეროდრომი უნდა დამეთვალიერებინა, სულიერი არ უნდა ყოფილიყო. მქონდა დიდი „რაკეტნიცა“, აეროდრომს, რომ ჩავიბარებდი, ყველა ობიექტი მზად იყო. უნდა მესროლა, რომ გენერალურ შტაბს დაეწყო სწავლება. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ფრენები არ ჩავარდნილა, არც ზაფხულში და არც ზამთარში. ამ პოზიციაზე შემთხვევით მოვხვდი და ესეც ჩემი ბრალი იყო. წაღებული მქონდა საქმიანობის დიდი „პაპკა“. ეს დამეხმარებოდა, რომ კლუბში, სამხედრო კულტურის სახლში მემუშავა. თან, ხატვაც ვიცი, კარგად ვწერ. ერთ ღამეს, სანამ ფიცს მივიღებდი, ოფიცერთან კონფლიქტი მომივიდა და მაშინ გადაწყდა ჩემი ბედი – მომკიდეს ხელი და წამიყვანეს აეროდრომზე. იქაც დამხვდა „დედოვშინა“, 120-კაციან დივიზიონში „დედოვშინა“ ერთ თვეში აღარ არსებობდა. არავინ არავის სცემდა და ამის გამო ჩაგვაბარეს მთელი აეროდრომი მე და ერთ ქართველ ბიჭს – რობერტს. უამრავი რაღაც გადამხდა 2 წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ეს 2 წელი ჩემთვის დაკარგული იყო. თუმცა‚ ვისწავლე, აეროდრომში რომ მოვხვდე ასეთ სიტუაციაში‚ როგორ მოვიქცე. სხვა რა – ცუდი რაღაცეები ვისწავლე – დალევა, გაქცევა, ჩხუბები, რაც საბჭოური ჯარის ცხოვრების წესია. უამრავი ცუდი რაღაც გადამხდენია, მაგრამ ამას ჩემს საქმესთან შეხება არ აქვს, უბრალოდ‚ შეიძლება‚ იდეებში დამეხმაროს.

 

скачать dle 11.3