კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოახვედრა გრიშა ონიანმა სვანური ტრადიციებით შექმნილ „წყევლის წიგნში” და როგორ იძია მან შური სტალინის მტრებზე

საბჭოთა პროლეტარიატის ბელადებს სვანური სამართლისა და მკაცრი  წყევლის შესახებ რამე რომ სცოდნოდათ, ალბათ, სტალინზე ერთ აუგსაც არ იტყოდნენ. არ იცოდნენ და ამიტომაც წაუვიდათ ასე საქმე – არც მეტი, არც ნაკლები, გრიშა ონიანის „წყევლის წიგნში” მოხვდნენ, რომელიც ქართველ სტალინელთა ლიდერმა 30-40 წლის წინ შექმნა. ამ წიგნში, რომელიც სვანური რიტუალების დაცვით  გაკეთდა, ყველა ის ადამიანი მოხვდა, რომელიც სტალინის მტრების სიაში  ისტორიამ  და გრიშა ონიანმა შეიყვანეს. თუმცა, ამაზე უფრო დაწვრილებით თავად ბატონი გრიშა გიამბობთ.
გრიშა ონიანი: წყევლის წიგნს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, მისი გაკეთება სტალინის გარდაცვალებიდან მალევე დავიწყე, მაშინ სტუდენტი ვიყავი.   ვიფიქრე,  სტალინზე ყველა ავისმქმნელსა და ავისმთქმელს  „შევკრებდი” ამ წიგნში. ამ  30-40 წელიწადში იმდენი ადამიანი და მასალა „მოვაგროვე”, რომ გადარჩევა დავიწყე. ზოგჯერ, ისეთი ადამიანები იტყვიან ხოლმე სტალინზე აუგს და დამამცირებელ რამეს, რომ გული დაგწყდება კაცს, მით უმეტეს მაშინ, როცა მის შესახებ არაფერი იცის. ერთხელ ბულგარეთში ვიყავი, შეხვედრების დროს ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ამომიჩემა, სულ ცდილობდა, გამსაუბრებოდა. მკითხა: ბატონო გრიშა, თქვენ ასეთი ადამიანი ხართ, ბევრი რამ იცით და როგორ შეიძლება, სტალინი გიყვარდეთო? გამაოცა ამ ბიჭის შეკითხვამ. რატომ არ უნდა მიყვარდეს-მეთქი, ვკითხე.  როგორ შეიძლება, იმ კაცის სიყვარული ათასობით ადამიანს შახტაში რომ ჩაიყვანს და საკუთარი ხელით, ავტომატით ხოცავს, იმისთვის რომ სისხლი ბევრი ნახოსო. მაშინ დავრწმუნდი, როგორ სიბნელეში აცხოვრებენ ადამიანებს.  შემზარა ამ ფაქტმა. იმ ბიჭისთვის რა უნდა მეთქვა, მაგრამ ამ ბოროტებისთვის რამეთი ხომ უნდა გამეცა პასუხი? ის ახალგაზრდა ბიჭი ამ წიგნში, რა თქმა უნდა, არ მოხვედრილა, თავისი უმეცრების გამო, მაგრამ ამ წიგნში ისეთი ადამიანები შევიყვანე, ვის სიტყვასაც ძალა აქვს და შეიძლება, საზოგადოებრივი აზრი შექმნას,  ეს ძველ დროსაც ეხება და ახალსაც, ამ წიგნშია ყველა,  ვინც აქ აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. მაგალითად, ტროცკი, რომელმაც ასე საშინლად გალანძღა სტალინი,  ცხადია,  ხრუშჩოვიც დაიკავებდა „საპატიო ადგილს”. მან შური იძია სტალინზე შვილის დახვრეტისთვის.  ქართველებიდან ამ წიგნში მოხვდნენ  გრიგოლ რობაქიძე, რეზო ჭეიშვილი.  ისინიც  დაუმსახურებლად მოექცნენ სტალინს. თითოეულ ადამიანზე მითითებულია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც შევიყვანე ის წყევლის წიგნში.  იქვეა, ჩაკრული მისი ფოტოც. მაგალითად, რობაქიძეს ეს ადგილი ერგო სტალინის ჰოროსკოპის შექმნისთვის, რაც მას  არ ეკადრებოდა.
   – როგორც ვიცი, ამ წიგნში მოხვედრილი ხალხი, მთის ადათ-წესებისა და  რიტუალების დაცვით დააწყევლინეთ. როგორ  დაგთანხმდათ ის უხუცესი სვანი, ვინც  ეს რიტუალი ჩაატარა? 
– სვანური სამართალი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. ერთი ადათის შესახებ მოგიყვებით, რომელიც სვანეთში დღემდე ხდება. წვრილმანი ქურდობის დროს  დაზარალებული ჩამოივლის სოფელს და ყველას სთხოვს რკინის ნაჭერს – ზოგს მაშას, ზოგს ასტამს, ზოგს კოვზს. მნიშვნელობა არ აქვს,  ვინ რას მისცემს გაქურდულ თანასოფლელს, მთავარია, რკინის ნაჭერი იყოს. დაზარალებული მოაგროვებს ამ ნივთებს, მიდის ეკლესიაში და იქ ტარდება წყევლის რიტუალი. ის ადამიანი იღებს თითოეულ ნაჭერს, რომელიც ოჯახებიდან წამოიღო და ამბობს: ვინც ჩემი ქათამი მოიპარა, ასე გახმეს მისი ოჯახიო. ეს  ხდება ხატის წინ. დაწყევლის ეს რიტუალი  იმდენად შემაძრწუნებელია, ადამიანები, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ მასში არ მოჰყვნენ.  დაზარალებული სოფელს როდის შემოივლის, არავინ იცის. რომ იცოდნენ, ქურდის ოჯახი  სოფლიდან გაიპარება,  ერთი კვირა არ მივა, ოღონდ მისი სახლიდან  რკინის ნაჭერი არ გაიტანონ.  თუ მოულოდნელად მიადგა დაზარალებული ქალი ოჯახს,  ბავშვი არ მისცემს რკინას, უფროსი კი აუცილებლად დაიმალება, ოღონდ წყევლის რიტუალს აარიდოს თავი. ვინც მართალია, იმას არც რკინის ნაჭრის მიცემის ეშინია. როდესაც ამ წიგნის გაკეთება გადავწყვიტე და მასში ეს მისტიკა ჩავდე, მე ავუხსენი იმ ადამიანს, ვინც ეს რიტუალი  ჩაატარა. თუ ერთი ადამიანი მაინც არასწორად მოხვდა ამ წიგნში და ის მართალია, მასზე წყევლა არ იმოქმედებს, თუ მტყუანია, ეკუთვნის მას წყევლა –  იმ გვარზე უნდა წავიდეს ის ცოდვა, რაც ამ ადამიანებს მიუძღვით სტალინის წინაშე.
– წყევლის წიგნის რიტუალი სად და როგორ შედგა?   
– რიტუალი ჩატარდა ეკლესიაში, ხატის წინ. სვანური დროშის ტარზე გაკეთდა ნაჭდევები,  თითოეული  ნაჭდევის  გაკეთების დროს  დამაწყევარი ამბობდა: სანამ ეს ნაჭდევი არ შეივსოს, ამის  და ამის მთქმელმა და გამკეთებელმა არ გაიხაროსო.  წყევლის მეორე ვარიანტი უკავშირდება ხეს. ხე ხომ ისე ამოდის,  რომ ფესვები დაბლა აქვს. წყევლის რიტუალის დროს ხის წვრილი ნაჭერი, დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიგრძის,  მიწაში უკუღმა ჩავრგეთ.  ხის ზედა თავი ქვედაზე ისე უნდა იყოს,  რომ ფესვთა სისტემის აგებულებიდან გამომდინარე, იმ ხემ ვერ გაიხაროს. ასე, უკუღმა დარგულ ხეზე ჩატარდა ამ წიგნში მოსახვედრი ხალხის წყევლის რიტუალი ეკლესიის „ტამბურში“, სადაც უამრავი  მიწაში ჩასობილი ხეა.  
–  რელიგიურად წყევლა  დიდი ცოდვაა, რატომ იმეტებთ ადამიანებს  და საკუთარ თავს ამისთვის? 
 – სტალინი ადამიანი არ იყო? მე არ ვარ მორწმუნე და არაფრის მეშინია. არ  ვიცი, ვის რა დაემართება ამ წყევლით, მაგრამ ასე დატოვება არ შეიძლებოდა.  ეს წიგნი ჩემგანაც არის შურისძიება სტალინის ავადმახსენებლებზე. მე სხვაგვარად როგორ ვიძიებდი შურს? ქვეყანას ხომ არ დავხოცავდი?  ერთ ისტორიას მოგიყვებით: ერთხელ მე, თენგიზ გაზდელიანი, ბორის სალარიძე, კახი კვიციანი და ჩვენი მეგობრები ივერი ჭელიძესთან წავედით სტუმრად.  ბორის სალარიძე მესტიის რაიკომის მდივანი იყო, მესტიაში ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, გზაზე მოარულ ღმერთს ეძახდნენ. მთელი სვანეთი შეკრებილი დაგვხვდა, კვირიკობის დღესასწაული იყო.  დიდი სუფრა გაიშალა. ეკლესია საკმაოდ მაღალზეა. მე არ ავედი ეკლესიაში, მინდორზე გაშლილ სუფრასთან დავრჩი.  იქ არის ასეთი წესი – რომ გადღეგრძელონ, ეკლესიაში ფული უნდა შესწირო. ესეც საოცარი რიტუალია – ეკლესიაში შეკრებილი ხალხი როგორ გუგუნებს შენს სახელს – შეუწირეო. ზოგმა ათი ლარი მისცა მლოცველებს, ზოგმა – ოცი. ისეთი ხმაა, გაგაზანზარებს კაცს. სხვის მაგივრად ფულის გადახდა არ შეიძლება, თვითონ უნდა გადაიხადო შენი დალოცვის საფასური. მეგობრები „ამიჯანყდნენ”, მიეცი ფული დამლოცველებს, რომ დაგლოცონო (იცინის). არ მინდა დალოცვა, აქ გრიშა ონიანს ვერ ვაყვირებინებ-მეთქი, – ვუთხარი ჩემს მეგობრებს. ძალიან გადამეკიდნენ და  მეც  ამიყვანეს  ეკლესიაში. ფულს მაინც არ ვაძლევდი დამლოცველებს, ბორიამ მითხრა: შენ ფულის მიცემა გენანება და ასე იმიტომ იქცევიო. დავუძახე ერთ კაცს, მივეცი ასი მანეთი და ვუთხრი:  აი, ეს 100 მანეთი, მე თქვენი დალოცვა არ მინდა,  გორბაჩოვი დამიწყევლეთ და ეს ფული ღმერთმა შეგარგოთ-მეთქი. ჯერ იუარა,  მე ვუთხარი: ეს   ანტისტალინელი, ხალხის მტერია, უნდა დასწყევლოთ-მეთქი. მოკლედ, აყვირა და აყვირა მთელი სოფელი გორბაჩოვსა და მის ცოლ-შვილზე – ასე და ასეო. მეორე დღეს, დილით,  კვიციანის სახლში ვართ შეკრებილები  სუფრასთან, უცებ მოვარდა მესტიის მუზეუმის დირექტორი,  ციალა ჩართოლანი – ბატონო გრიშა, ბატონო გრიშა, ცუდი ამბავი მოხდაო, – ყვირის. რა მოხდა- მეთქი, – ვკითხე შეშინებულმა. ტელევიზიით გამოაცხადეს ამ დილას  გორბაჩოვის ცოლი, რაისა გარდაცვლილაო.  წამოვხტი,  გაჭრა ჩემმა წყევლამ-მეთქი. დიდი ამბავი ატყდა იქ. ასე ჭრის ეს წიგნი. გორბაჩოვი ვინაა დღეს, არც არავინ. ხრუშჩოვს რა დაემართა? დადებილდა და ისე მოკვდა. შვილი გაუბოზდა, ცოლი ისე მოუკვდა როგორც მათხოვარი. მთელი ოჯახი დაიქცა და დაიღუპა.      
– წყევლის წიგნის  ეგზემპლარი თქვენთანაა, ერთს კი  საიდუმლოდ ინახავთ, რატომ?
– ხომ შეიძლება, დაინტერესებულმა  პირმა ამ წიგნის ხელში ჩაგდება და განადგურება მოინდომოს?  ეს წიგნი  თაობებს უნდა გადაეცეს, ამიტომაც აქვს სპილენძის   გარეკანი, რომ დიდხანს  შეინახოს. წყევლის წიგნი  კარგადაა დაცული საცავში, საიდუმლო ადგილას,  სადაც ხელი არავის მიუწვდება.

скачать dle 11.3