კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** – თქვენი ფეხები პარიზს მაგონებს... – ეიფელის კოშკს‚ არა? – არა‚ ტრიუმფალურ არკას.

– ბატონო‚ გაწიეთ ხელები! მე სულაც არ ვარ ისეთი‚ რასაც ჩემზე ფიქრობთ!
– სულაც არ ვფიქრობ თქვენზე იმას‚ რასაც თქვენ გულისხმობთ.
– მე კი მეგონა‚ კაცი იყავი...
***
ცირკში ძაღლების მომთვინიერებელი აცხადებს:
– ჩვენი ჩაპა მათემატიკოსია‚ ნახეთ‚ როგორ იანგარიშოს. აბა‚ ჩაპა‚ რამდენია ორჯერ ორი?
– ჰამ‚ ჰამ‚ ჰამ‚ ჰამ!
– ყოჩაღ‚ ჭკვიანი ხარ. მაყურებელს შეუძლია, ჩაპას თავისი მაგალითი შესთავაზოს.
წამოხტა ერთი:
– ცხრაჯერ ცხრა!
ძაღლი დაფიქრდა.
– ჰამ‚ წადი შენი! თუ კარგია‚ ამდენი შენ იყეფე!
***
– გოგონა‚ შეიძლება‚ ჩემთან წამოხვიდე? ყავა დავლიოთ‚ შამპანური‚ მუსიკა‚ სექსი... მარტო ვარ...
– ეს რამ მოგაფიქრა?! არა‚ მართლა‚ ეს აზრი თავში როგორ მოგივიდა?! ან‚ საერთოდ‚ როგორ მიხვდი?!
***
მიდიოდა პრჟევალსკი‚ გადაიარა ურალი... ტაიგა‚ შემოხვდა ცხენი... ცხრა თვის შემდეგ მან მოგზაურის გვარი მიიღო.

***
დადგინდა: ოჯახი რომ მყარი იყოს‚ აუცილებელია‚ საქმრომ ერთხელ მაინც ნახოს თავისი საცოლე მაკიაჟის გარეშე.
***
ვაქირავებ მეზობლის ბინას... სანამ ის მივლინებაშია.
***
– მოდი‚ ძმებო‚ შევეშვათ სმას!
– ო‚ ერთხმად‚ ერთხმად ავიტაცოთ‚ მშვენიერი სადღეგრძელოა!
***
ფსიქოლოგის რჩევა: როდესაც შინ გაგვიანდებათ‚ შესვლისას უთხარით ცოლს: „დღეს შესანიშნავად გამოიყურები‚ საყვარელო“; თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ‚ რომ თავის აწევის ძალა არ შეგწევთ‚ შეგიძლიათ, შეუქოთ პედიკიური და, თუ‚ საერთოდ‚ ლაპარაკის თავიც არ გაქვთ‚ თქვით: „შეიძლება?“
***
რესტორანში ცოლი ეუბნება ქმარს:
– დავინახე‚ სანამ ტუალეტიდან მაგიდამდე მოხვედი‚ ოფიციანტი არ გამოგიტოვებია‚ ყველას უკანალზე წაავლე ხელი...
– სველი ხელები შევიმშრალე‚ საყვარელო...
***
– მამი‚ ფული მინდა‚ პრეზერვატივისთვის...
– ვერ მიიღებ‚ მე შვილიშვილები მინდა...
***
– აი‚ იმ გოგოს ხედავ? ცოლად უნდა მოვიყვანო‚ რას ფიქრობ‚ გამომადგება?
– როგორ გითხრა... რქებს ნამდვილად ვერ დაგადგამს.
***
– დაკვირვებიხართ? ყველა ნათელმხილველი‚ შემლოცველი თუ მკითხავი აცხადებს‚ „დაგიბრუნებთ ქმარს“... ცოლს რატომ არაო?
– მოთხოვნილება არ არის – რაც მკითხავს უნდა გადაუხადონ‚ იმ ფულით კაცები ახალ ცოლს შოულობენ...
***
– სანდრო‚ ჩადი მაღაზიაში‚ ორი პური წამოიღე‚ თუ კვერცხი იქნება – ათი ცალი...
სანდრო მალე დაბრუნდა ათი ცალი პურით.
– კი მაგრამ, ამდენი პური რატომ მოიტანე?
– კვერცხი იყო და?!.
***
თუ თქვენ წინიდან მშვენიერი‚ ქერათმიანი ქალი გეხუტებათ‚ უკნიდან – შავთმიანი‚ თავი კი მაღალი, წაბლისფერთმიანი ქალის დიდ მკერდში გაქვთ ჩაყოფილი‚ სულაც არ ნიშნავს‚ რომ თქვენ სამოთხეში ხართ ან სიზმარში‚ უბრალოდ‚ პიკის საათია‚ ყვითელ ავტობუსში დგახართ და მაგრად გაგიმართლათ...
***
კომპანიის დირექტორი თავის მდივანს ეუბნება:
– შეგვიძლია, ერთი კვირით  ზღვაზე წავიდეთ...
მდივანი ქმარს ურეკავს‚ ერთი კვირით მივლინებაში მივდივარო... ქმარი ურეკავს თავის საყვარელს‚ მათემატიკის მასწავლებელს – ერთი კვირა თავისუფლება! ჩემი ცოლი მივლინებაში მიდისო... მათემატიკის მასწავლებელი ურეკავს თავის მოსწავლეს – ერთი კვირა გაკვეთილები არ გექნება‚ აუცილებელი საქმე გამომიჩნდაო... მოსწავლე ურეკავს ბაბუას‚ სწორედ იმ კომპანიის დირექტორს – ერთი კვირა თავისუფალი ვარ და ერთად გავატაროთ დროო... კომპანიის დირექტორი ურეკავს თავის მდივანს: შვილიშვილმა ძალიან მთხოვა და ამ კვირას არ გამოვა ჩვენი ამბავიო... მდივანი ურეკავს თავის ქმარს – მივლინება გადაიდოო... ქმარი – საყვარელს – ამ კვირაში არ გამოვა ეგ ამბავიო... საყვარელი – მოსწავლეს‚ გაკვეთილები ჩაგიტარდებაო... მოსწავლე – ბაბუას‚ ამ კვირაშიც მაქვს მეცადინეობაო.... დირექტორი – თავის მდივანს – მივდივართო... და ასე შემდეგ.
***
გუშინ ძალიან მძიმე დღე მქონდა... მერე დაღლილმა‚ ხელფასი საყვარელს მივეცი‚ შამპანური და ბამბანერკა – ცოლს... მაგრამ, გადავრჩი – ორივენი ბედნიერები იყვნენ.
***
გზაზე ორი სვანი მიდის. ერთმა სარკე იპოვა‚ ჩაიხედა და წამოიძახა:
– რა ნაცნობი სახეა?!
– აბა‚ მომეცი‚ – გამოართვა მეორემ და ჩაიხედა‚ – ნაცნობი იქნება‚ აბა‚ რა‚ ეს ხომ მე ვარ?!
***
– მივედი გუშინ სახლში და ცოლი სექსუალურ საცვლებში დამხვდა‚ ხელში თოკი უჭირავს... გამომიწოდა და მრავალმნიშვნელოვნად მეუბნება.
– გამკოჭე და, რაც გინდა‚ ის მიქენი...
ჰოდა‚ მეც მივაბი საწოლზე და კომპიუტერს მივუჯექი... მთელი ღამით...

***
– დედი‚ დღეს გეოგრაფიაში თეთრი ღამეები აგვიხსნეს‚ ჩრდილოეთში ყოფილა...
– მარტო ჩრდილოეთში‚ რათა‚ შვილო‚ მამაშენს აქაც სულ თეთრი ღამეები არა აქვს... ღამე თეთრ არაყსა სვამს‚ დღე კიდენა – სძინავს...
***
განცხადება: „ვყიდი პარაშუტს ან ვცვლი ინვალიდის ეტლში“.
***
კომპიუტერს ტვინთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს – მას იყენებენ.

скачать dle 11.3