კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 5 იანვარს, დილის 9 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან. არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. ხოლო პროფესიებიდან კარგია და მისაღები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1963 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში. მინდა დროებით უცხოეთში წასვლა და ძალების მოსინჯვა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და, ზოგადად, არის თუ არა უცხოეთი ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოსა და მის სამსახურს. თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე, ასევე, შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 11 თებერვალს. რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა, წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, უნდა იყოს უშიშარი და მებრძოლი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ წარმატებული ვიყო და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან მისაღებია: გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ქუვეითი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმაცია, სტომატოლოგია, არატრადიციული მედიცინა, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, კონტროლის პალატა, საგადასახადო, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 14 ივლისს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმული მისია დედამიწაზე არის ის, რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავზე მუშაობას, იყოთ მეტად კომუნიკაბელური, დაიცვათ ტრადიციები, შეძლოთ ურთიერთობების დასტაბილურება. ასევე, თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა უცხოეთი, ქვეყნებიდან კი წარმატებების მომტანია: საფრანგეთი, ავსტრალია, პორტუგალია, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ჩინეთის ჩრდილოეთი მხარე, ტიბეტი, ბირმა, მონაკო, არგენტინა, ლატვია, ავსტრია.

скачать dle 11.3