კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გობეჯიშვილი
რაჭული გვარი გობეჯიშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან გობეჯი. ეს გვარი საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის 374-ე ადგილზეა.
გობეჯიშვილები 1840-იანი წლების აღწერის ჩანაწერებით, ცხოვრობდნენ რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონის სოფლებში: ნიგვზნარაში, ონჭევში, ურავში, ღებში, ჭიორაში, ხურუთში. იყვნენ საბატონო გლეხები.
გვარ გობეჯიშვილის შესახებ უტყუარი ზეპირი გადმოცემა შემდეგს გვეუბნება: ქართული ისტორიული, ძირძველი კუთხიდან, დვალეთიდან, რაჭაში გადმოვიდა სამი ძმა: გობეჯი, ია და ხამიჯა. სამივე ეს სახელი ძველ საბუთებში დაფიქსირებულია რაჭა-სვანეთის სინამდვილეშიც.
სახელად იამ (ია არის და იყო როგორც ქალის, ისე კაცის სახელი), სოფელ სადმელში დაიდო ბინა და საფუძველი ჩაუყარა იაშვილთა საგვარეულოს, რომლებიც შემდგომში დიდგვაროვანი ფეოდალები გახდნენ.
გობეჯი სოფელ ღებში დასახლდა, შექმნა ოჯახი და დასაბამი დაუდო გობეჯიშვილების გვარს.
ძმების გადაადგილება მომხდარა მეცამეტე საუკუნის ბოლო წლებში, როცა შევიწროებული ოსები დვალეთისკენ დაიძრნენ და იქ მცხოვრები ქართველების შევიწროება დაიწყეს. ღებიდან გობეჯიშვილები სხვადასხვა ადგილას გაიფანტნენ და მოგვიანებით, იმიერკავკასიაშიც კი გამოჩნდნენ.
საქართველოში 2 278 გობეჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 778, ონში – 532, რუსთავში – 182. არიან სხვაგანაც.
მანველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მანველა.
მანველისშვილი იფნობს მცხოვრები, მამულით, ერთ წილად ერგო იოთამ ბარათაშვილს, ქვემო ქართლში, 1537-1538 წლებში.
მანველაშვილი და მანველიშვილი ერთ და იმავე გვარად ჩანს. რუსულ საბუთებში ჩაწერილი მანველოვები იგივე მანველიშვილები არიან.
ისტორიულ საბუთებში ვკითხულობთ, რომ მანველიშვილმა დავითმა 1691-1712 წლებში იყიდა ოთიაშვილის ვენახი.
დავით მანველაშვილის საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გატაცებული ყმაა, შემდეგ კი ერაყის გამგებელი დაუდვაშის სახელით გვხვდება მეცხრამეტე საუკუნეში.
საქართველოში 35 მანველაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 21, თბილისში – 5, გორში – 2. არიან სხვაგანაც.
დაუთაშვილი
დაუთაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი დათუ.
დავითა დაუთაშვილი მოიხსენიება 1696 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, როგორც ნაზარალიხანის კარის მდივან-მწიგნობარი ანუ მდივანი, დამწერი. მისი ხელითაა შედგენილი სოფლების – ღვევისა და ზირბითის ყმა გლეხებთან დაკავშირებული წიგნი.
საქართველოში 373 დაუთაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 171, თბილისში – 130, ბოლნისში – 30. არიან სხვაგანაც.
ზოიძე
ზოიძეთა გვარი საბერძნეთიდან მომდინარედაა მიჩნეული. გვარის ფუძედ მიჩნეულია ზოიდი. დი ბერძნული სუფიქსია და ქართულ სუფიქსს – შვილს, ძეს ნიშნავს. თუმცა, არსებობს, ასევე, ქალის სახელი ზოია.
ზოიძეები ცხოვრობენ შუახევში, ხულოში და ქობულეთის რაიონში.
ზოიძეთა ნაწილი ამბობს, რომ გვარი დაბაძველიდან იღებს სათავეს, ზოგი კი სოფელ აჭყვისთავს ასახელებს.
ზოიძეებს ბევრი გამოჩენილი პიროვნება ჰყავთ, მათ შორისაა ხევი ზოიძე – კაცი, რომელმაც ცხრა სახელოვანი შვილი გამოზარდა და ცხრავე სამშობლოს შეეწირა. სოფელ კვირიკეშია წყარო „ზოიძის საცავის“ სახელწოდებით, ქაქუთში – ადგილი „ზოიძეების კუთხე”.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ზოიძეს 82-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 4 934 ზოიძე ცხოვრობს: ქობულეთში – 1 959, შუახევში – 983, ხელვაჩაურში – 932. არიან სხვაგანაც.
ტაბეშაძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე. ტაბა-ძე, დაშენებული ქართული გვარია: ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში, აქედანაა ასევე გვარი ტაბა-რუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა გამოყენებული სახელებსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.
ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
ბარამიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბარამი.
სოფელ კალაურის აზნაურიშვილად მოიხსენიება ავთანდილ ბარამიშვილი. „აქა ავთანდილ ბარამისშვილის ყმა”...
საქართველოში 45 ბარამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, გარდაბანში – 8, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.
ხახაშვილი
გვარის ფუძეა ხახა. ადამიანის სხეულის ნაწილი ხახა გვხვდება როგორც საკუთარ სახელად, ისე მეტსახელად. ხახაშვილებს აქვთ შტო-გვარი.
ხახაშვილთა ძმათა შვილები არიან ქავთარაშვილები. ხახაშვილ-ქავთარაშვილი თეთრი წყაროს სოფელ გოხნარში გადმოსულა დუშეთის რაიონის სოფელ ვაშლობიდან 1780 წელს.
საქართველოში 80 ხახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვაა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. წიგნში „მთავართა გვართათვის” ვახუშტი წერს: „...ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრია ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი მოიხსენიება 1741 წელს პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთს 1756 წელს დაფიქსირებულნი არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
მახაჭაშვილი
გვარისთვის მა არის ართრონი, წინსართი, ხაჭა კი გვარის ფუძეა, იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.
სულხან-საბასთან გვხვდება სიტყვები – ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება, ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.
ამავე ფუძითაა ქართული გვარები: მახაური, მახაშვილი.
მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა.
მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.
საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც,
ყირიმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმი, ყირიმია.
ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წელს დიდ თონეთში, მოსახლეობის აღწერის დროს.
1885 წელს სვიმონ მჭედლიძის თავმდებად მოიხსენიება ბერუა ყირიმელაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები ყირომელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.
საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3