კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუაროთ კარიოტას და რა პირობებში ხარობს ის ბინაში?
პასუხი: კარიოტასთვის საჭიროა ნათელი ოთახი, არაპირდაპირი მზის სხივები. უყვარს 22 გრადუსი ზაფხულში, ზამთარში კი 18 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა არ უნდა ჰქონდეს. მისი ტენიანობა აუცილებლად 50 პროცენტზე მაღალი უნდა იყოს. თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ამ შემთხვევაში ქოთანი წყლიან ჭურჭლეში ჩადგით.
მორწყვა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ზოგადად კი ამ მცენარეს ზომიერი მორწყვა უყვარს. გაზაფხულსა და ზაფხულში ხშირად დანამეთ ხოლმე, შემოდგომასა და ზამთარში კი შედარებით ნაკლებად. ნიადაგი ძალიან არ უნდა დაანესტიანოთ, რადგან შეიძლება დაობდეს, რაც ფოთლების ბოლოების გაყავისფრებას გამოიწვევს. ეცადეთ, ძალიან არ გამოაშროთ. ზაფხულში კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით, ზამთარში კი – სამ თვეში ერთხელ.
კარიოტას ძალიან არ უყვარს გადარგვა, ამიტომ, თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ ამ პროცესს. თუ ფესვები ქოთნიდან ამოიყარა ან ახალგაზრდა ამონაყარები გაიჩინა, მაშინ მიწა ასე შეაზავეთ: ორი წილი ნეშომპალა (ხის ტოტებიანი), ორი წილი ნეშომპალა (ფოთლებიანი), თითო წილი ტორფიანი მიწა, დამწვარი ნაკელი, სილა და ნახშირი. გაითვალისწინეთ, რომ მისთვის აუცილებელია კარგი დრენაჟი.
ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია თესლით, რომლის დათესვაც ხდება თებერვალ-მარტში, 23-25 გრადუს ტემპერატურაზე.
კითხვა: ბინაში მაქვს ორქიდეების რამდენიმე სახეობა, მაგრამ, კარგად ვერ ხარობენ, იქნებ ამიხსნათ, როგორი განათება და ტემპერატურა მოსწონთ ორქიდეებს?
პასუხი: მათ არ უყვართ მოჩრდილული ადგილი, აუცილებელია ხვდებოდეთ მზის სხივები და ნიადაგშიც სჭირდება სითბო. არც ერთ ორქიდეას არ უყვარს 10 გრადუსზე დაბალი და 32 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. იდეალური განსხვავება დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის უნდა იყოს 7-8 გრადუსი.
კითხვა: როგორი ტენიანობაა საჭირო ანთურიუმის გასახარებლად?
პასუხი: მისი მიწა მთლიანად არ გამოაშროთ, მაგრამ, მუდამ სველიც არ დატოვოთ. ასეთ დროს ფესვები დაუზიანდება. ანთურიუმი შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა, რადგან, ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება. ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ, კართან ან ღია ფანჯარასთან ნუ დადგამთ. ტენიანობას კი გაზრდით მცენარის რეგულარული დანამვით. ასეთი მოვლის პირობებში ანთურიუმს ტენის პრობლემა აღარ ექნება.
კითხვა: როგორ სინათლეზე ვამყოფო ასპარაგუსი?
პასუხი: ასპარაგუსს უყვარს სინათლე, მაგრამ, არ უნდა ამყოფოთ მზის გულზე, რადგან,  პირდაპირი სხივები მასზე ცუდად იმოქმედებს. ბინაში დადგით სააბაზანოში და მოათავსეთ საკიდ კალათაში.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ ცირტომიუმი?
პასუხი: ზრდის პერიოდში ცირტომიუმის მიწა ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი, მორწყვიდან მორწყვამდე, მიწას შეშრობა უნდა აცადოთ. ის ნაკლებად ჭირვეული მცენარეა, მთავარია, სინათლე და წყალი არ მოაკლოთ. სამ კვირაში ერთხელ მცენარე მორწყეთ ხოლმე ბალანსირებული თხევადი სასუქით.

скачать dle 11.3