კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაიკარგა კავშირი დედმამიშვილებს შორის და ვის წერილებსა და ზარებს ელოდებიან საქართველოში სამარადან

49 წლის ნონა ჯაყოს ასული კიკნაძე ეძებს 55 წლის მიხეილ (მიშა) ჯაყოს ძე კიკნაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 55 წლის მიხეილ ჯაყოს ძე კიკნაძეს. ჩემი ძმა საქართველოდან სამარაში საცხოვრებლად 1984 წელს წავიდა და მას შემდეგ ჩვენ მასთან კავშირი არ გვქონია. გადმოცემით შევიტყვეთ, თითქოს, მიშას სამარაში ოჯახი აქვს და ის ორი შვილის მამაა. საქართველოში, თბილისში კი მას ჰყავს ორი და და დედ-მამა. ყველა ჩვენი ცდა, გვეპოვა ძმა, უშედეგოდ დამთავრდა. იმედი გვაქვს, ის კარგად და ჯანმრთელადაა.
– როგორ დაკარგეთ დედმამიშვილებმა ერთმანეთი, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემი ძმა, მიშა, ჯარში სამარაში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, ჩვენ ყველას, ის ძალიან შეცვლილი მოგვეჩვენა. აღარ უნდოდა აქ ცხოვრება და სულ სამარაში წასვლაზე ლაპარაკობდა. სამი დედმამიშვილი ვართ – ორი და და ერთი ძმა. მიშა ჩვენში ყველაზე უფროსია. მამაჩემს არ უნდოდა შვილის რუსეთში გაშვება, თანაც – საცხოვრებლად. რომელ მშობელს ენდომებოდა ეს?! მაგრამ ჩემი ძმა საკმაოდ პრინციპული აღმოჩნდა და ის მაინც წავიდა საცხოვრებლად სამარაში.
– რომელი წლიდან არ გაქვთ ძმასთან კავშირი და პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?
– 1984 წლიდან მიშას შესახებ არაფერი გაგვიგია, მხოლოდ ის ვიცით, ისიც გადმოცემით (ინფორმაცია დაზუსტებული არაა), რომ მიშას იქ ჰყავს ცოლ-შვილი. ვერ ვხვდებით, რა არის იმის მიზეზი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ის ჩვენ არ დაგვკავშირებია. ფაქტია, რომ არც მისამართი შეგვიცვლია და არც გადავკარგულვართ. ღვთის წყალობით, ჩვენი მშობლები ჯანმრთელად არიან, მაგრამ, დედაჩემი სულ დარდობს შვილის უნახაობას.
– აქამდე თუ გიცდიათ მიშას მოძებნა?
– აქამდეც ბევრჯერ გვიცდია, რაიმე ინფორმაცია გაგვეგო მის შესახებ, მაგრამ, ვერაფერი გავარკვიეთ. მისი არც მისამართი ვიცით და არც სხვა საკონტაქტო მონაცემები გაგვაჩნია. მას შემდეგ, რაც წავიდა, დიდი დროა გასული. დარწმუნებულები ერთში ვართ – რომ ის საცხოვრებლად სამარაში წავიდა. მაგრამ, ამჟამად სად შეიძლება იყოს მიშა, ჩვენთვის უცნობია.
– რაიმე ორგანოსთვის ან სამძებრო საიტისთვის თუ მიგიმართავთ დახმარების თხოვნით?
– თავდაპირველად, სულ ველოდებოდით მისგან წერილს, დეპეშას ან რაიმე ინფორმაციას. ამასობაში დროც გავიდა. დაახლოებით სამი წლის წინ ჩემმა შვილმა გააკეთა განაცხადი ერთ-ერთ სამძებრო საიტზე. გვითხრეს, რომ ადამიანის მოძებნას დიდი დრო უნდა და მხოლოდ დადებითი პასუხის (ანუ, მიშას მოძებნის) შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.
– ანუ, ძმის ოჯახის წევრების შესახებ (თუკი მას აქვს ოჯახი) არაფერი იცით, არც მეუღლის სახელი და გვარი?
– არა, ნამდვილად არაფერი ვიცით მიშას ოჯახის შესახებ. ძალიან მიკვირს მისი ამგვარი საქციელი და, ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად და ჯანმრთელად იყოს. თუკი აღმოჩნდება, რომ ის კარგადაა, ჩვენ ყველაფერს ვაპატიებთ – ამდენი წლის უნახაობასაც და იმასაც, რომ არც ერთხელ არ ჩამოსულა და არ გაუგია ჩვენი ამბავი.
– ის თუ არის თქვენთვის ცნობილი, ვინ ჰყავდა სამარაში თქვენს ძმას, მაგალითად, მეგობარი, ვისთანაც ის თავიდან იცხოვრებდა?
– როგორც უკვე გითხარით, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, მიშა საკმაოდ გულჩათხრობილი იყო და ჩვენთვის არ გაუზიარებია თავისი ჯარის მეგობრების ამბები. საერთოდაც, შეცვლილი მოგვეჩვენა – სულ სერიოზული და დაფიქრებული დადიოდა. ნამდვილად ვიცით, რომ ჯარამდე მას სამარასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ხოლო შემდეგ თუ შეიძინა მეგობარი, ეს ჩვენთვის უცნობია.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3