კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯანმრთელობის დიეტა

ამ დიეტის მიზანი არ არის აქტიურად გახდომა და, შესაბამისად, სასურველია, გააკეთოთ „მშიერი“ დიეტის წინ ან შემდეგ, რადგან, საკვებად აუცილებელი პროდუქტების (და მათში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების) შეზღუდვების დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ, სავალდებულოა, ორგანიზმი ისე მოამარაგოთ მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, რომ დანაკლისი უმტკივნეულოდ აანაზღაუროთ, ანუ, მიირთვათ და წონაში არ მოიმატოთ.
ამ დიეტის შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ თავს მხნედ, ამაღლდება თქვენი ყურადღების კონცენტრაცია, გაუმჯობესდება იმუნიტეტი, მოგეხსნებათ მოთენთილობა.
დიეტის თავისებურება: მკაცრად ბალანსირებული დიეტა მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებითა და ოქსიდანტებით.
მოქმედების პრინციპი: რაციონიდან მთლიანად უნდა გამორიცხოთ ცხიმიანი, შემწვარი, ცომეული, მლაშე და გამომცხვარი საკვები.
მოსალოდნელი შედეგი: ორი კვირის შემდეგ აშკარად იგრძნობთ სიმხნევეს, ენერგიის მოზღვავებასა და კარგ განწყობას.
მენიუ:
1) ამ დიეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ზღვის ნედლი (არა გაყინული, შებოლილი ან დამარილებული) თევზი. ასევე, მცენარეული ცილების შემცველი პროდუქტები: მუხუდო (ან ბარდა), ლობიო (წითელი ან მწვანე), ნიგოზი. ხოლო უმი ხილი და ბოსტნეული ამარაგებს ორგანიზმს უჯერი ცხიმმჟავებით.
2) რაციონიდან ამოიღეთ სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი და გამოიყენეთ სოიის ან ზეითუნის ზეთი. რძის პროდუქტებიდან უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო იოგურტს, რძესა და კეფირს (მაწონს). ოღონდ, გახსოვდეთ: მათში არ შეურიოთ არანაირი ხილი.
3) აუცილებლად ჩართეთ რაციონში ინდაურისა და ქათმის მკერდის (თეთრი) ხორცი (კანგაცლილი), მხოლოდ და მხოლოდ მოხარშული. ასევე, შავი (ან რუხი) ფქვილისგან გამომცხვარი პურის 1-2 ნაჭერი ან წყალში (უცხიმოდ და უმარილოდ) მოხარშული წიწიბურა.
4) როგორც წესი,  დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე. უპირატესობა მიანიჭეთ ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენებს (ერთმანეთში არ შეურიოთ), მწვანე ჩაისა და გაზგასულ მინერალურ წყალს.
კვების შუალედებში მიირთვით: 100-დან 200 გრამამდე შავი ქლიავი (შეიცავს B, C, E ვიტამინებს, მჟაუნმჟავასა და ლიმონმჟავას), ციტრუსები (მდიდარია C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, თუთიით), მსხალი (ვიტამინი C, რკინა, მაგნიუმი კალიუმი), კენკრა (შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, ასევე, პექტინებს), ანანასი (შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც წვავს ცხიმებს).
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენებით შეადგინეთ თითოეული დღის რაციონი, მინიმუმ 4-ჯერადი კვებით და შეეცადეთ, ყოველი ჯერი იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი.
წარმატებას გისურვებთ!

скачать dle 11.3