კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როგორ უვლიან თავს მეგავარსკვლავები ზაფხულში?
პასუხი: შემოგთავაზებთ იმ ვარსკვლავების მეთოდებს, რომელთა სახის კანი და აღნაგობა გამორჩეულია სხვებისგან, თუმცა, ზოგიერთი ინგრედიენტის შოვნა ჩვენს პირობებში, ალბათ, შეუძლებელი იქნება.
ქეით ბლანშეტის ყოველდღიურ კოსმეტიკურ საშუალებებში შედის: შემახორცებელი მალამო, სირაქლემის ცხიმზე დამზადებული თმის მკვებავი ზეთი, სახის ნიღბების პატარა პაკეტები და ჰიდრობალანსის აღმდგენი კრემი.
პეტრა ნემცოვა, იმისთვის, რომ კანი აბრეშუმივით ნაზი და ხავერდოვანი ჰქონდეს, უპირატესობას ანიჭებს ყავისფერი შაქრის, გაღივებული ხორბლისა და ყურძნის დაფქული წიპწების სკრაბებს.
კრისტინა აგილერა ყოველდღიურად იტარებს შემდეგ პროცედურებს: ჯერ იწმენდს სახეს კოსმეტიკური რძით მგრძნობიარე კანისთვის, შემდეგ იკეთებს ორთქლის აბაზანას, ბოლოს კი – მასაჟს ყინულის კუბიკებით.
უაინონა რაიდერი მიმართავს უამრავ ეგზოტიკურ მასაჟს, რომელთა შორის ყველაზე ეფექტურად მიაჩნია „ბუდას ტერფები“, რომელიც ფეხებით კეთდება.
სელმა ჰაიეკის სავიზიტო ბარათია ულამაზესი სქელი თმა, რომლის მოვლაშიც მას ბავშვობიდან ეხმარებოდა ბებია. იგი ახლაც ყველას ურჩევს თმის მოვლის მთავარ რეცეპტს: კვირაში ერთხელ გაიკეთონ ათქვეფილი კვერცხის ნიღაბი.
კითხვა: რატომ არ არის მიზანშეწონილი ზაფხულში თმის ხშირად შეღებვა?
პასუხი: ზაფხულის სეზონზე თმა ისედაც განიცდის უარყოფით ზემოქმედებას მცხუნვარე მზისგან და ზღვის მარილიანი წყლისგან (თმა შრება და ხდება მტვრევადი), საღებავი და ქიმიური დახვევა კი ამის გარეშეც აშრობს თმას. ამიტომ, თუ აუცილებელი გახდება შეღებვა ან დახვევა, პარალელურად, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თმის აღმდგენი და დამატენიანებელი საშუალებები.

скачать dle 11.3