კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებს „ეჭვი“?



ეჭვი საშინელი ძალაა. მას ყველაფრის დანგრევა და განადგურება შეუძლია. მეცნიერები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები ერთხმად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეჭვი სერიოზული ავადმყოფობაა. მაგალითად, ფაქტია, რომ დიდი ლეონარდო და ვინჩი, სწორედ ეჭვის გავლენის ქვეშ იყო, როცა ლუდოვიკო სფორცა იუდას სახეში გამოსახა. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ლეონარდოს სიყვარულნარევი ეჭვიანობაა „დამნაშავე“ იმაშიც, რომ დენ ბრაუნმა თავისი სკანდალური რომანი დაწერა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ფანტასტიკური  ფაქტია, რომ ჩეჩილიაზე შეყვარებულმა ლეონარდომ იოანეს მისი ქალური სახე მიახატა.
ასე რომ, არაფერია იმაში გასაკვირი, თუ თქვენში ემოციები „დუღს“ და ყველაფერს წალეკვით ემუქრება. დიდმა ლეონარდომ მონახა გამოსავალი, თავის ნეგატიურ გრძნობას მიმართულება მოუძებნა და შედევრები შექმნა. აუცილებელი არ არის, ფუნჯს მოკიდოთ ხელი. გააკეთეთ ის საქმე, რომელიც მოგწონთ და გამოგდით. გააკეთეთ მთელი სულით და გულით, მონდომებით და თუ გნებავთ, აგრესიითაც. ჩააქსოვეთ შიგ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიტანეთ ყურადღება საქმეზე და შეეცადეთ, ნაკლები იფიქროთ თქვენი ეჭვის მთავარ „ობიექტზე“. ნუ იტყვით, რომ ის, რაც დიდმა გენიოსმა შეძლო, თქვენ არ გამოგივათ. ადამიანები მაინც ერთნაირები არიან და ყველა მათგანში ღმერთმა რაღაცის ნიჭი ჩადო. იპოვეთ ის, რაც თქვენშია და განავითარეთ... სანამ ეჭვს თქვენც გაუნადგურებიხართ და თქვენში ჩადებული კეთილი საწყისიც...

მამაკაცები წუწუნებენ

აწუხებთ თუ არა მამაკაცებს ქალბატონების გააქტიურება ოჯახის მიღმა? – სხვათა შორის, აწუხებთ. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქალი იმკვიდრებს ადგილს სოციუმში და ხელს ჰკიდებს „არაქალურ“ საქმეს (ეს მამაკაცების აზრით). ქალებს უკვე აღარ აკმაყოფილებთ დიასახლისის როლი. მათ უნდათ, ყველას, და უპირველესად, საკუთარ თავს, დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ იყვნენ რეალიზებულნი და წარმატებულნი...
მამაკაცების მთავარი პრობლემაა შიში იმისა, რომ გააქტიურებული ქალი ვეღარ იქნება მორჩილი მოსამსახურე. წარმატებული ქალი სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს საოჯახო საქმეებს და ეს ბუნებრივია. კაცი ხომ არ აიღებს საკუთარ თავზე დალაგება-დასუფთავების ფუნქციას? არავითარ შემთხვევაში! სტატისტიკა მკაცრად მიუთითებს, რომ მამაკაცების 34 პროცენტს პათოლოგიურად ეშინია, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახური ვალდებულებები.
27 პროცენტს სძულს ჭურჭლის დარეცხვა და ამას არ გააკეთებს.
კაცების 30 პროცენტი ამჯობინებს, სრულ უწესრიგობას შეეგუოს, ვიდრე დაალაგოს და დაასუფთაოს ბინა.
კაცების 16 პროცენტი კატეგორიულად არ დადის საყიდლებზე.
მამაკაცების 19 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, როგორ მზადდება საჭმელი (არ უნდათ, ხელი გაანძრიონ და იმიტომ)...
და მხოლოდ კაცების 17 პროცენტი ეხმარება მეუღლეს ხალისით საოჯახო საქმეებში.
აკრძალული ილეთები

ქალს უამრავი საშუალება აქვს იმისთვის, რომ კაცი კუბოს ფიცრამდე მოჯადოებული ჰყავდეს, მაგრამ ის მაინც ცდილობს აკრძალული და წამგებიანი ილეთების გამოყენებას. ამიტომაც რჩება ხშირად იმედგაცრუებული და გულნატკენი.
მაგალითად, საკმაოდ ცუდი საშუალებაა ყველა წვრილმანზე ტირილი. თავის დაჩაგრულ, დაუცველ, წამებულ არსებად წარმოჩენა. კიდევ უფრო ცუდია, როცა ამას ქალი კაცის სიჯიუტის დასაძლევად მიმართავს. არ გიფიქრიათ, რომ ზოგჯერ ცრემლებიც შეიძლება იყოს შანტაჟის საშუალება?! – შანტაჟი კი ყველაზე ძალიან სძულთ მამაკაცებს.
მამაკაცების უმრავლესობას არ შეუძლია მშვიდად უყუროს ქალის ცრემლებს. ოღონდ ეს აირიდოს თავიდან და ლამის ყველაფერზეა თანახმა. ანუ, „ახლა ავტირდები!“ – აკრძალული ილეთია.
„შენ მე გიყვარვარ?!“ – არავითარ შემთხვევაში! არ აიძულოთ სიყვარულის ახსნა. მით უმეტეს, თუ თქვენი ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. გასაგებია, რომ ძალიან გინდათ, ისევ გაიგონოთ ეს ჯადოსნური სიტყვები, ქალს ასეთი „შეხსენებები“ ძალიან სჭირდება. სტიმულია, რომ თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს. მაგრამ, სამწუხაროდ, მამაკაცები ყველაზე ძუნწები სიყვარულის ახსნასა და სენტიმენტებში არიან. განსაკუთრებით საკუთარ მეუღლეებთან. ანუ, იმ ქალებთან, რომლებიც უკვე მონადირებული ჰყავთ. ფაქტია, რომ ამ გზით ადრენალინის საჭირო დოზებს და ბედნიერების ჰარმონიის ულუფას ვერ მიიღებთ. „მე შენ მიყვარხარ“, – ეს ფრაზა კაცისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ამიტომ ნუღარ ჩააცივდებით შეკითხვით: „გიყვარვარ?!“, „გიყვარვარ?!“ თორემ, ერთხელაც, უარყოფით პასუხს მიიღებთ და ესეც აკრძალული ილეთი იქნება. ოღონდ უკვე მისი მხრიდან.
 დამშვიდდი და დაისვენე...

ვერაფრით გატეხეთ მისი სიჯიუტე?! მერე,  ვის უფრო ეშლება ნერვები ამით? – რა თქმა უნდა, თქვენ. ბუნებრივია, საკუთარი აზრი უნდა გქონდეთ და უნდა გამოთქვათ კიდეც, მაგრამ, ნუ ჩააცივდებით და ნუ დაიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას, რადგან, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდება, რომ ყველას თავისი სიმართლე ჰქონია, ნერვიულობა კი შეგრჩებათ... ბოლოს და ბოლოს, დააცადეთ, უყუროს ფეხბურთს და იყოს ბედნიერი იმით, რომ ამაში ხელს არავინ უშლის. ნუ დაიწყებთ ამ დროს წინ და უკან სიარულსა და ოხვრას. ცუდი ხომ არაფერი ხდება?! – უყუროს რა, იმ ფეხბურთს და, როცა გოლს გაიტანენ, მთელი ხმით იბღავლოს! ნუთუ გირჩევნიათ, მეგობრებთან ან, სულაც, სადმე, ლუდის ბარში  წავიდეს და იქ ისიამოვნოს საყვარელი გასართობით? იმაზე ჩხუბით, რომ ფეხბურთი თქვენ  ნერვებს გიშლით, მხოლოდ ქმრის გაღიზიანებას გამოიწვევთ.
არავინ არ გირჩევთ, ქმარს ყველაფერზე თავი უქნიოთ, მაგრამ, თუ შეეკამათებით, გააკეთეთ ეს არგუმენტირებულად და ფაქიზად – თქვენ ხომ ქალი ხართ! როცა მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ მეუღლე საღამოს მეგობრებთან ერთად სადღაც აპირებს წასვლას და თქვენ მარტოს მოგიწევთ სახლში ჯდომა, ბუნებრივია, გაღიზიანების საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც ჩხუბით ვერაფერს გახდებით. შეეცადეთ, ამ ამბავს პოზიტიურად შეხედოთ. სხვა თუ არაფერი, ტელევიზორს მაინც უყურებთ თქვენს გემოზე. ხელს არავინ შეგიშლით, მშვიდად დალიოთ ფინჯანი ყავა, ხოლო, თუ შეძლებთ და, ყოველგვარი წუწუნისა და ეჭვიანობის სცენების გარეშე გაუშვებთ, ქმარი აუცილებლად მადლობელი დარჩება. ხანმოკლე „დაშორებები“ ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ, მხოლოდ ხანმოკლე. მამაკაცს მონატრების განცდა უნდა გაუჩნდეს. თუ ქალს უყვარს, ყოველთვის ენატრება, თუმცა, სამწუხაროდ, კაცები ასე არ არიან. შეეგუეთ რეალობას მშვიდად და დაისვენეთ მისგან მაშინ, როცა ამის შანსი მოგეცემათ.

скачать dle 11.3