კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა, იოდის ნაკლებობამ  მუცლის მოშლა გამოიწვიოს?
პასუხი: იოდის დეფიციტი შეიძლება იქცეს სპონტანური აბორტის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების მიზეზად. გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ზრდის ორსულობის ან მშობიარობის გართულების ალბათობას. იოდის დეფიციტის დროს, ახალშობილი, შესაძლოა, რომელიმე მანკით ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადოს. არც მკვდრადშობაა გამორიცხული. მეძუძურ დედებში იოდის დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს რძის შემცირება და გაშრობა.
კითხვა: გადამდებია თუ არა ჰერპეს ზოსტერი?
პასუხი: ჰერპეს ზოსტერის ვირუსი ვრცელდება გამონაყარ ბუშტუკებში არსებული სითხით ან ჰაერით. მოზრდილი ადამიანი თითქმის არ ავადდება სხვა მოზრდილი ადამიანისგან, მცირეწლოვანი ბავშვები კი, სასურველია, მოარიდოთ ავადმყოფს.
კითხვა: საშიშია თუ არა მამაკაცისთვის პაპილომა ვირუსი?
პასუხი: კანის პაპილომა განიხილება როგორც კოსმეტიკური დეფექტი. ონკოგენური თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა სასქესო ასოს თავზე გაჩენილი წანაზარდი. პაპილომა ვირუსმა, შეიძლება, გამოიწვიოს სასქესო ორგანოს, ან, რაც უფრო ხშირია, სწორი ნაწლავის კიბო. ასევე, მამაკაცებში პაპილომა ვირუსით გამოწვეულ სიმსივნეთაგან აღსანიშნავია ფილტვის, ხორხის, კონიუნქტივის, პირის ღრუს, საყლაპავის სიმსივნეები.
კითხვა: ვიცი, რომ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნა ვნებს თვალებს. მაინტერესებს, წიგნის დიდხანს კითხვაც მავნებელია მხედველობისთვის?
პასუხი:  წიგნის კითხვა გაცილებით ნაკლებად ვნებს თვალებს, მით უფრო მაშინ, თუ ნორმალურია განათება, წიგნის შრიფტი არც ისე პატარაა და ადამიანი წიგნს წამოწოლილი არ კითხულობს. მაგრამ, ზომიერება ყველა საქმეში კარგია.
კითხვა: რა იწვევს ჯიბლიბოს? გადამდებია თუ არა ის და გადადის თუ არა ერთი თვალიდან მეორეზე?
პასუხი:  ჯიბლიბო თმის ფოლიკულის ან წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. მისი გამომწვევი, როგორც წესი, არის სტაფილოკოკური ინფექცია. ჯიბლიბო არ არის გადამდები და, სტატისტიკით ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, რაც აიხსნება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით,  ჯიბლიბოს გამოწვევა შეუძლია ჭუჭყიანი ხელებით თვალების სრესას, ჭუჭყიანი პირსახოცით სარგებლობას, წამწამის პარაზიტს – დემოდექსს, სხვადასხვა ქრონიკულ  დაავადებას (კუჭ-ნაწლავის), შაქრიან დიაბეტს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითება.
კითხვა: ვარ 50 წლის მამაკაცი. 3 დღეა სიგარეტს თავი დავანებე, მაგრამ, ხველა უფრო გამიძლიერდა. როდემდე გაგრძელდება ასე?
პასუხი: ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სიგარეტის მოწევის შეწყვეტიდან 6-8 კვირის განმავლობაში ხველა და ნახველის გამოყოფა ძლიერდება, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავისით გაივლის.
კითხვა: დღის ბოლოს ძალიან მტკივა ხოლმე ფეხები:  მაქვს დაღლილობის შეგრძნება, მტკივა კუნთები, გამომეკვეთა ფეხებზე ვენები.
პასუხი:  სავარაუდოდ, თქვენი ჩივილების მიზეზი ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ამ შემთხვევაში კეთდება სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია. ამ მონაცემებისა და დათვალიერების საფუძველზე, სისხლძარღვთა ქირურგი (ფლებოლოგი) დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოგიხდებათ ფეხით სეირნობა და კომპრესიული (მოჭერილი) ტრიკოტაჟი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3