კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ათი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ქალი

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებასთან ერთად, გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა „სანმა” ერთგვარი რეიტინგი შესთავაზა თავის მკითხველს – ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალთა ტოპ-ათეული, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში იღებენ მონაწილეობას. „თბილისელების” ამ ნომერში რეიტინგის ქართულენოვან ვარიანტს გთავაზობთ.
ლერინ ფრანკო – შუბის მტყორცნელი (პარაგვაი)
მოდელი და ვიცე-მის პარაგვაი, ლერინ ფრანკო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის სენსაცია გახდა. თუმცა ვერც ერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. ფრანკოს პარაგვაის რეკორდი ეკუთვნის, მისი ნატყორცნი შუბი 55 მეტრ და 66 სანტიმეტრის მანძილზე დაეცა. ლონდონის ოლიმპიადა ლერინის სპორტულ კარიერაში მესამე იქნება. სპორტის გარდა, ლერინი აქტიურად არის ჩართული სამოდელო ბიზნესში და არც გულახდილ ფოტოსესიებზე ამბობს უარს. რამდენიმე ხნის წინ მას რომანიც კი ჰქონდა ცნობილ პარაგვაელ ფეხბურთელთან, ლუკას ბარიოსთან.
ფრანჩესკა პიჩინინი – ფრენბურთელი (იტალია)
33 წლის ფრანჩესკა ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე იმყოფება და მის აქტივში რამდენიმე სინჯის მედალია, მათ შორის 2002 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი. ფრანჩესკა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალ სპორტსმენად მიიჩნევა, რომელიც აქტიურად არის ჩართული შოუ-ბიზნესში და არც ეროტიკულ ფოტოსესიებში მონაწილეობაზე ამბობს უარს. „ფლეიბოის” და „მენ ჰელსის” ის ნომრები, სადაც ფრანჩესკას შიშველი ფოტოები იყო დაბეჭდილი, დიდი ტირაჟით გაიყიდა იტალიაში.
სტეფანი რაისი – მოცურავე (ავსტრალია)
მომხიბლავი სტეფანი პეკინის ოლიმპიადის სამგზის ოქროს მედალოსანია და ამასთან ერთად, მსოფლიო რეკორდსმენია 200 და 400 მეტრ დისტანციებზე კომპლექსურ ცურვაში. ამბობენ, როდესაც სტეფანი აუზში ცურავს, შეჯიბრებაზე შეკრებილი მამაკაცები მას თვალს ვერ აშორებენ და აუზში ჩასასვლელად მუდმივ მზადყოფნაში არიანო. რაისისთვის არც სკანდალებია უცხო. 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ნაკრებმა რაგბში სამხრეთაფრიკელ მორაგბეებს მოუგო, რაისმა საკუთარ „ტვიტერზე” წაგებულებს „ცისფერები” უწოდა. ამ ფაქტის გამო სტეფანიმ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა კომპანია „იაგუარმა” მის ჰომოფობიურ გამოხტომას ადეკვატური პასუხი გასცა და სარეკლამო კონტრაქტი გაუუქმა.
ჯესიკა ენისი – მძლეოსანი (დიდი ბრიტანეთი)
ჯესიკა ენისი დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების არაოფიციალური სახეა. მსოფლიოს ორგზის და ევროპის 2011 წლის ჩემპიონი, მძლეოსანი ჯესიკა თავის კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე ასპარეზობს და ბრიტანელები მისგან ოქროს მედლის მოპოვებას ითხოვენ. ცნობისთვის, ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, ჯესიკა სპონსორებისგან 2-3 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო მისი პირადი კონტრაქტების თანახმად, ის უკვე მიჩნეულია ოლიმპიადის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სპორტსმენად, რომელიც სარეკლამო კონტრაქტებისგან მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ელენა ისინბაევა – ჭოკით მხტომელი (რუსეთი)
ბოლო ორი ოლიმპიური თამაშებიდან ჭოკით მხტომელმა ელენა ისინბაევამ რუსეთის ფედერაციას ორი ოქროს მედალი ჩამოუტანა.  ამჟამად ელენა ახალი რეკორდის დამყარებასა და მორიგი ოქროს მედლის მოპოვებას გეგმავს. რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, ელენა უკრაინის უნივერსიტეტში სწავლობს. ისინბაევას უნიკალური სპორტული მიღწევა აქვს, მის აქტივში 28 მსოფლიო რეკორდია. გარდა ამისა, ის დასახელებულია რუსეთის ყველაზე წარმატებულ მოქმედ სპორტსმენად.
ვიქტორია პენდლტონი – ველოსპორტი (დიდი ბრიტანეთი)
 ლამაზმანმა ვიქტორია პენდლტონმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ბრიტანეთის ნაკრების ყულაბას ოქროს მედალი შემატა. 31 წლის ვიქტორია ახლახან ჟურნალ „ესქუაერისთვის“ გაშიშვლდა და სპორტული კოსტუმი სექსუალურ თეთრეულზე გადაცვალა. პენდლტონის თქმით, არ არის გამორიცხული, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოდელობაშიც სცადოს ბედი. მანამდე კი, ვიქტორიას ქორწილი ელის თავის მწვრთნელ სკოტ გარდნერზე.
ანა ივანოვიჩი – ჩოგბურთელი (სერბეთი)
სერბი ანა ივანოვიჩი დიდი ხანია, თანამედროვე ჩოგბურთის სექსსიმბოლოდ მიიჩნევა. 24 წლის ანა ბოლო პერიოდია, ნაკლებად ბრწყინავს ჩოგბურთის კორტებზე. თუმცა, მისი გარეგნობის შემხედვარე, ძნელი სავარაუდოა, ვინმეს მისი სპორტული მიღწევები აინტერესებდეს. ანა ოლიმპიადაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები მასზე გაცილებით წარმატებული და სახელოვანი სპორტსმენები არიან, რომელიმე სინჯის მედლის მოგებას მაინც გეგმავს. საინტერესოა, რომ ბრიტანულმა „სანმა” რეიტინგში ჩოგბურთის კიდევ ერთი სექსსიმბოლო არ შეიყვანა, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს. საუბარია რუს მარია შარაპოვაზე.
კაროლინ ვოზნიაცკი – ჩოგბურთელი (დანია)
ერთ დროს კაროლინ ვოზნიაცკი ქალთა მსოფლიო რეიტინგს ედგა სათავეში და მისი დამმარცხებელი არავინ ჩანდა. თუმცა, დრო შეიცვალა. ქერათმიანი ლამაზმანი ამჟამად უფრო მეტ დროს სარეკლამო და სამოდელო სფეროს უთმობს, ვიდრე კორტებზე ჩოგნის ქნევაა. კაროლინი სტელა მაკარტნის მიერ შექმნილი „ადიდასის” სპორტული ხაზის სახეა და ასევე, საკუთარი დიზაინით შექმნილი ქალის თეთრეულის მწარმოებელი. კაროლინი ოლიმპიადაზე პირველად ასპარეზობს. მისი კერპები ლეგენდარული შტეფი გრაფი და მარტინა ჰინგისი არიან. ცნობისთვის, კაროლინი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის” ქომაგია და მუდამ ადევნებს თვალს კლუბის თამაშებს. ყატარში ერთ-ერთი ტურნირის დროს კი, ის კორტზე „ლივერპულის” ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის მაისურით გავიდა.
მელანი ადამსი – ჭოკით მხტომელი (ავსტრალია)
მელანი 11 წლის ასაკიდან სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვებაში მას მხარის ტრავმამ შეუშალა ხელი. ამჯერად მომხიბლავი სპორტსმენი ხელმეორედ ეცდება, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში გაიმარჯვოს და თავისი ქვეყანა ასახელოს.
მისტი მეი-ტრეინორი – ფრენბურთელი (აშშ)
35 წლის მისტი მეი-ტრეინორი ამერიკული პლაჟის ფრენბურთის ლეგენდად ითვლება. მას მოგებული აქვს 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები და იგივეს განმეორებას გეგმავს ლონდონშიც. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირზე მისტის ერთი მილიონ დოლარამდე აქვს გამომუშავებული.
„სანის” რეიტინგის პარალელურად, ცალკეულმა ინტერნეტ-პორტალებმა განსხვავებული რეიტინგები შესთავაზეს სპორტის მოყვარულებს, რომლებშიც სხვა სპორტსმენი ქალები მოხვდნენ: მოკრივე კეტი ტეილორი (ირლანდია), ფეხბურთელი ალექს მორგანი (აშშ), იტალიელი ფრენბურთელი მარტა მენეგატი, ბალახის ჰოკეისტი ელენ ჰუგი (ჰოლანდია) და ფრანგი ფეხბურთელი ლორი ბულო. ოლიმპიადის ყველაზე ლამაზ სპორტსმენ ქალად კი ხორვატი ანტონია მიშურა დასახელდა.

скачать dle 11.3