კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შუაშია შოკოლადი


მაიკლ კლარკი ინგლისში კრიკეტის მოთამაშეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, მისი საცოლე კი 22 წლის მოდელი, ლარა ბინგლი გახლავთ. ჰოდა, ერთ-ერთ ტელეშოუში ლარამ განაცხადა, მზად ვარ, ჩემს საიდუმლოს ავხადო ფარდა და გავამხილო, თუ რისი წყალობით მაქვს ასეთი კარგი სხეულიო.

„თუ გსუთ, სხეულის უნაკლო ფორმები შეინარჩუნოთ, თავს ძალა დაატანეთ და სადილის შემდეგ ნახევარი ფილა შავი შოკოლადი მიირთვით. ეს რეცეპტი თავის დროზე ერთმა ექიმმა მირჩია და საკმაოდ ეფექტურიც გამოდგა“, – განაცხადა ლარამ.

სანამ შავი შოკოლადის საყიდლად გაიქცევით, გირჩევთ, მოდელის საქმროს, ზემოთ ნახსენები მაიკლ კლარკის კომენტარიც მოისმინოთ.

„შოკოლადი? არც კი ვიცოდი, რომ ლარა სხეულს ამით უვლიდა. მეგონა, მისი ლამაზი ფორმები იმ პირადი მწვრთნელის დამსახურება იყო, რომელიც მე დავუქირავე და რომელიც კვირაში ოთხჯერ სპეციალური პროგრამით ავარჯიშებს. ამასთან ერთად, სახლში სატრენაჟორო დარბაზიც მაქვს და აუზიც. ლარა დღეში ოთხ კილომეტრს დარბის და ერთ კილომეტრამდე ცურავს. მე მაინც მგონია, რომ მისი უნაკლო ტანი მხოლოდ შოკოლადის დამსახურება არ უნდა იყოს“, – განაცხადა მაიკლმა.


скачать dle 11.3