კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვამპირები გალაქტიკებში

O-ს ტიპის ვარსკვლავების შესწავლისას, რომლებიც მაღალი ტემპერატურით, დიდი მასითა და სიკაშკაშით გამოირჩევა, ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბევრი მათგანის ვარსკვლავური მეწყვილე მკვეთრად გამოვლენილი „ვამპირული“ გადახრებით გამოირჩევა. ამ საოცარმა აღმოჩენამ, შეიძლება, სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები გალაქტიკის ფორმირების შესახებ.
O კლასის სპექტრული ვარსკვლავები ყველაზე დიდი და კაშკაშაა ჩვენს გალაქტიკაში. თითოეული მზეზე, მინიმუმ, 15-ჯერ დიდია და მილიონჯერ ნათელი. ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 30 ათას გრადუსამდეა და თეთრ-ცისფრად ანათებს. ასეთი ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა და ბუნდოვანი. არსებობას დიდი აფეთქებით ამთავრებს, თავის გარშემო აფრქვევს  ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ჟანგბადი, რკინა და ამ სახით დიდ გავლენას ახდენს გალაქტიკის ქიმიურ შემადგენლობაზე. აქამდე ისინი ვარსკვლავურ ქარს ასხივებდნენ, რომელსაც შეიძლება, ვარსკვლავური ქარიშხალი ვუწოდოთ. მას ირგვლივ მთელი მტვერი მიაქვს, რითაც ახალი ვარსკვლავის დაბადება ჩერდება. სწორედ ამიტომ, O ტიპის ვარსკვლავთა სისტემები აქამდე უფრო გამონაკლისად მიიჩნეოდა, ვიდრე წესად. თუმცა, ჩილეში, სამხრეთევროპულ ობსერვატორიაში განთავსებული „ძალიან დიდი ტელესკოპით“ (Very Large Telescope) შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ სპექტრული ვარსკვლავებიდან 75 ორმაგ ვარსკვლავს წარმოშობს. ამასთან, ბევრი მათგანი ვარსკვლავ-კომპანიონთან ძალიან ახლოსაა და ერთმანეთზე ზემოქმედებენ. პატარა მეზობელი თავისკენ იზიდავს კომპანიონ-გიგანტის გაზს. ასეთი ჟანგბადური „სისხლი“ აახალგაზრდავებს ვარსკვლავს და უფრო იხანგრძლივებს სიცოცხლეს. გამოდის, რომ დიდი ვარსკვლავი – ვარსკვლავი-მსხვერპლია.  მას სცილდება ბირთვთან შედარებით ცივი წყალბადის ფენა და კარგავს წითელ გიგანტად გახდომის შესაძლებლობას. შორიდან კი ცხელი და ცისფერი ჩანს, ანუ უფრო ახალგაზრდა, ვიდრე სინამდვილეშია.
ვარსკვლავ-ვამპირმა შეიძლება, მთლიანად გადაყლაპოს თავისი პარტნიორი.
„ეს ახალი ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მეცნიერებმა შორეული გალაქტიკების ასაკის განსაზღვრისას, რადგან ინფორმაცია, რომელიც ამ გალაქტიკებზე აქვთ, მხოლოდ მათი ფერია“, – განაცხადა კვლევების ავტორმა, ამსტერდამის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჰიუგო სანამ.

скачать dle 11.3