კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალკოჰოლი ადამიანს მიმზიდველს ხდის

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლისგან ადამიანები მიმზიდველები ხდებიან – საკუთარ თვალში. უფრო მეტიც –  ალკოჰოლურ სასმელზე ფიქრიც კი ადამიანს აჯერებს თავის ქარიზმაში. ირგვლივ მყოფები კი მათში ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.
კვლევები ორ ექსპერიმენტზე დაყრდნობით ჩატარდა. თავდაპირველად, ბარში გამოკითხეს ორივე სქესის ადამიანები. მათ სთხოვეს შეეფასებინათ თავიანთი მიმზიდველობა, შემდეგ კი ჩაესუნთქათ ალკოტესტერში. აღმოჩნდა, რომ რაც მეტი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდათ მიღებული, მით მცდარი და გადაჭარბებული იყო მათი თვითშეფასება.
მეორე ექსპერიმენტში ახალგაზრდების ორ ჯგუფს სთავაზობდნენ დაელიათ ალკოჰოლური სასმელი, სინამდვილეში მხოლოდ ერთ ჯგუფს აძლევდნენ – ალკოჰოლურს, მეორეს – უალკოჰოლოს. აღმოჩნდა, რომ, პრაქტიკულად, ყველა მათგანი თავს უფრო მიმზიდველად მიიჩნევდა, ვიდრე სასმელის დალევამდე.
ფრანგი, ამერიკელი და ჰოლანდიელი მეცნიერები ამ ეფექტს გლამურულ ცხოვრებაზე გადაღებულ თანამედროვე ფილმებში დახატული სახეების გავლენით ხსნიან.
„მაგრამ, კარგად დაიხსომეთ, ნასვამ მამაკაცებს სულაც არ ეჩვენებათ ქალები უფრო ლამაზად, ისინი სიმთვრალეშიც ისევე ვერ ამჩნევენ სილამაზეს, როგორც სიფხიზლეში“, – ხუმრობენ ბრიტანელი მეცნიერები.

скачать dle 11.3