კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი რუსი ოლიგარქის საკალათბურთო კლუბში გააგრძელებს კარიერას თორნიკე შენგელია და რა კავშირი აქვს ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი ჩირიკაშვილს ჩეჩენი ბიზნესმენის შვეიცარიულ კლუბთან

სპორტული კლუბის შეძენა რუსი „ოლიგარქების” ბოლო წლების საუკეთესო გასართობად იქცა. რუსული პასპორტის მქონე მილიარდერების უმეტესობა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბების მიმართ იჩენს ინტერესს და ამ საქმის პიონერად ჩუკოტკის ექსგუბერნატორი, რომან აბრამოვიჩი სახელდება. მან ერთ-ერთმა პირველმა მოინდომა ჰყოლოდა საკუთარი საფეხბურთო გუნდი. „თბილისელების” ამ ნომერში „ფორბსის” წევრ რუს ბიზნესმენებზე მოგითხრობთ, რომლებიც ბიზნესაქტივებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილ სპორტულ კლუბებსაც ფლობენ.
რომან აბრამოვიჩი – „ჩელსი” ლონდონი (ინგლისი)
2003 წლის ივლისში რომან აბრამოვიჩმა და „ჩელსის” ყოფილმა მფლობელმა კენ ბეითსმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად, 140 მილიონ ფუნტ სტერლინგად ლონდონური კლუბი ჩუკოტკის ექსგუბერნატორის ხელში გადავიდა. კლუბის შეძენის შემდგომ აბრამოვიჩმა დავალიანებების დაფარვა დაიწყო და პირველ ორ სეზონში ახალი ფეხბურთელების შესაძენად 230 მილიონი ფუნტი დახარჯა. ამ დროისთვის რომან აბრამოვიჩს „ჩელსის” სასარგებლოდ ერთ მილიარდამდე ფუნტი აქვს დახარჯული მხოლოდ ტრანსფერებზე, ხოლო იმ ჯილდოს მოგება, რომლის გამოც იყიდა აბრამოვიჩმა „ჩელსი”, შეძენიდან მეცხრე წელს მოხერხდა, როდესაც „არისტოკრატებმა” („ჩელსის” მეტსახელი) ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
ალიშერ უსმანოვი – „არსენალი” ლონდონი (ინგლისი)
2007 წლის აგვისტოში კომპანია „რედ ენდ უაით ჰოლდინგსმა” ლონდონური საფეხბურთო კლუბ „არსენალის” აქციათა 14,5 პროცენტი იყიდა.  კომპანიის მფლობელი რუსი ოლიგარქი, ალისერ უსმანოვია, რომელმაც პირადად აწარმოა მოლაპარაკებები „არსენალის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, დევიდ დინთან და გარიგების თანახმად, 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ბრიტანული პრესა მაშინ წერდა, რომ უსმანოვი მეორე რუსია ინგლისურ პრემიერლიგაში. 2011 წლის ბოლოსთვის უსმანოვმა გააორმაგა თავის აქციათა პაკეტი „არსენალში” და ამჟამად კლუბის აქციათა 29 პროცენტის მფლობელია.
მიხაილ პროხოროვი – „ბრუკლინ ნეთსი” (აშშ)
2009 წლის ოქტომბერში მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შეიტანა განცხადება კლუბის „ნიუ ჯერსი ნეთსის” ყიდვის თაობაზე. NBA-მ განიხილა პროხოროვის შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას კლუბში. საბოლოოდ, 2010 წელს „ნიუ ჯერსი ნეთსი”, რომელიც ამჟამად „ბრუკლინ ნეთსის” სახელით არის ცნობილი, პროხოროვის საკუთრება გახდა, თუმცა ნაწილობრივ. კლუბის კიდევ ერთი მეპატრონე ცნობილი რეპერი, ჯეი-ზია. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან „ბრუკლინ ნეთსის” გულშემატკივრების რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სწორედ ამ კლუბის ღირსებას დაიცავს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში ქართველი ცენტრი თორნიკე შენგელია.
იური კორაბლინი – „ვენეცია” ვენეცია (იტალია)
2011 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა და პოდმოსკოვიეს ხიმკის ყოფილმა მერმა იური კორაბლინმა იტალიური საფეხბურთო კლუბი „ვენეცია” შეიძინა. იტალიური პრესის ცნობით, გარიგების ინიციატორი ვენეციაში მცხოვრები კორაბლინის ახლო მეგობარი, ბელარუსი ბიზნესმენი, ალექს სამოხინი იყო. გარიგების თანხა არ სახელდება, თუმცა ინგლისურ კლუბებთან შედარებით, „ვენეცია” გაცილებით მოკრძალებული კლუბია და როცა ის კორაბლინმა იყიდა, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა.
ბულატ ჩაგაევი – „ქსამაქსი” (შვეიცარია)
2011 წელს ჩეჩენმა ბიზნესმენმა ბულატ ჩაგაევმა შვეიცარიული ნევშატელის კლუბი „ქსამაქსი” შეიძინა. ჩაგაევის თქმით, ის ერთადერთი კლიენტი იყო, რომელმაც სურვილი გამოთქვა, კლუბი „ქსამაქსი” ექსპრეზიდენტ სილვიო ბერნასკონისგან შეეძინა. თუ რა თანხა გადაიხადა ჩაგაევმა კლუბის ყიდვისას, არ გახმაურდა, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ამჟამად „ქსამაქსი” ბანკროტად არის გამოცხადებული, ხოლო თავად ჩაგაევი ყალბი დოკუმენტაციისა და თაღლითობისთვის სასჯელს იხდიდა შვეიცარიის ციხეში, თუმცა, რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა. ცნობისთვის, „ქსამაქსის” ღირსებას კლუბის გაკოტრებამდე, ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი იცავდა.
დიმიტრი რიბოლოვლიევი – „მონაკო” (საფრანგეთი)
2011 წელს ცნობილმა რუსმა მილიარდერმა დიმიტრი რიბოლოვლიევმა ფრანგული საფეხბურთო კლუბი, „მონაკო” შეიძინა, რომელიც იმ დროს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. კომპანია „მონაკო სპორტ ინვესტი”, რომლის მფლობელი რიბოლოვლიევია, კლუბის აქციათა საბაზო პაკეტს ფლობს, ხოლო დანარჩენი აქციები, მონაკოს სამეფო ოჯახისაა. რიბოლოვლიევი უახლოესი 3 წლის განმავლობაში კლუბის გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურაში 100 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. მისი თქმით, სულ მალე „მონაკო” იმ დიდებას დაიბრუნებს, რომელიც მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა.
ანტონ ზინგარევიჩი – „რედინგი” (ინგლისი)
რუსი მილიარდერის, ბორის ზინგარევიჩის ვაჟი, ანტონი რამდენიმე ხნის წინ ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „რედინგის” მფლობელი გახდა. კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა ოლიგარქის შვილს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, ზინგარევიჩს „ევერტონის” ყიდვა უნდოდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა. ანტონის მამა ბორისი კი იმით არის ცნობილი, რომ 2009 წელს, 51 მილიონ რუბლად იყიდა საქველმოქმედო აუქციონზე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის მიერ გადაღებული ფოტოსურათი  – ტობოლის მონასტერი.
დავიდ ტრაკტოვენკო – „ფკ სიდნეი” (ავსტრალია)
პრომსტროიბანკის ექსმფლობელი და საფეხბურთო კლუბ „ზენიტის” დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, დავიდ ტრაკტოვენკო ავსტრალიური კლუბის, „სიდენის” აქციათა 22 პროცენტის მფლობელია. მილიარდერი 2008 წლიდან ფლობს ავსტრალიური საფეხბურთო კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს, რომელიც ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, ფრენკ ლოუისგან შეიძინა. გარიგების დეტალები დღემდე უცნობია.
მაქსიმ დიომინი – „ბორნმუთი” (ინგლისი)
ბანკ „ზენიტის” თანამფლობელმა მაქსიმ დიომინმა 2011 წელს ინგლისური კლუბი, „ბორნმუთი” შეიძინა. ნაკლებად სახელოვანი კლუბი იმ დროისთვის ინგლისის ჩემპიონატის პირველ ლიგაში რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობდა და ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ მესამე დივიზიონსაც კი გამოუჩნდა თავისი „რომან აბრამოვიჩიო”. დიომინი კლუბის აქციათა 50 პროცენტის მფლობელია და თანხა, რომელიც მან კლუბის ყოფილ მფლობელებს – სტივ სლაის და ჯეფ მოსტინს გადაუხადა, არ ხმაურდება.
ვლადიმირ ანტონოვი – „პორტსმუთი” (ინგლისი)
დიდ ბრიტანეთში ვლადიმირ ანტონოვის სახელი სკანდალთან ასოცირდება. მისი ქონება დაყადაღებულია, ხოლო კრედიტორების მოთხოვნით, ლიკვიდირებულ იქნა მის საკუთრებაში არსებული ბანკი „სნორასი”. ამას გარდა, ლიტვის მხარის მოთხოვნით, ანტონოვი დაპატიმრებული იყო და რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ანტონოვის მფლობელობაში გახლდათ ერთ დროს წარმატებული ინგლისური საფეხბურთო კლუბი „პორტსმუთი”, რომელიც ამჟამად გაკოტრდა და თავის მრავალწლიან ისტორიაში არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. „პორტსმუთი” ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელიც გაკოტრდა.

скачать dle 11.3