კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო ჯულიანა ბარ-გნარისთვის დიდი ტრაგედია და რატომ უწევდა მას ხშირად პარტნიორების გამოცვლა

ჯულიანა ბარ-გნარი მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ის აჩიკო მეფარიძეს უწევდა პარტნიორობას. პირადად მე‚ გული დამწყდა, რომ ჯულიანა დიდხანს არ დარჩა პროექტში, რადგან საოცრად ლამაზად და პროფესიონალურად ცეკვავს. მისი ცეკვის ყურებისას, არ შეიძლება, ადამიანი გულგრილი დარჩეს.

ჯულიანა ბარ-გნარი: საქართველოში დავიბადე. შემდეგ ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი და როდესაც სკოლის ასაკმა მომიწია, თბილისში დავბრუნდით. ეროვნებით ასირიელი ვარ. სამწუხაროდ‚ ბებიაჩემმა და მისმა ძმამ, რომელიც საკმაოდ პატარა იყო, ომის დროს ერთმანეთი დაკარგეს. მათ დღემდე არ იციან ერთმანეთის სამყოფელი და ამიტომაც  ურთიერთობა არ აქვთ – ეს საკმაოდ ტრაგიკული ისტორიაა. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ვიცი‚ ბებია და ბაბუა აქ დაიბადნენ. ოჯახში ყველაზე პატარა ვარ, დედაც და მამაც უმცროსები არიან თავიანთ დედმამიშვილებში, ამიტომ‚ ბევრი რამ კარგად არ ვიცით. მამაჩემის დედა სომეხი იყო, მამა – ასირიელი; დედის დედა – უკრაინელი, ხოლო მამა – ასირიელი; საქართველოშიც არიან ასირიელები. ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ისინი, ძირითადად, ჩემი ნათესავები არიან. თუმცა‚ რამდენიმეს ინტერნეტით ვეკონტაქტები.
– თუ იცავთ ოჯახში ასირიულ ტრადიციებს?
– დიდი ხანია‚ საქართველოში ვცხოვრობთ, ამიტომ, ძირითადად, ქართულ ტრადიცებს ვიცავთ. ბებია და ბაბუა აქ გაიზარდნენ, თან ერთი ბებია – სომეხი იყო, მეორე – უკრაინელი და ალბათ‚ ამის გამოც ვერ მოხერხდა ასირიული ტრადიციების დაცვა.  ენაც არ ვიცი ნორმალურად. ოჯახში ძირითადად რუსულად ვლაპარაკობთ, რადგან ჩემს დაბადებამდეც და მერეც, ჩემი მშობლები რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მშობლებმა იციან ასირიული,  ძალიან ლამაზი ენაა, არამეულს ჰგავს.
– ოჯახში ყველაზე პატარა ვარო, დედმამიშვილებზე რას გვეტყვი?
– მყავს ძმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, სტომატოლოგია და და. ის საქართველოში ცხოვრობს. მეც მომავალი სტომატოლოგი ვარ და ჯერ კიდევ ვსწავლობ. ჩემი ძმა დამეხმარა პროფესიის არჩევანში. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. მან კი მითხრა: უბრალოდ‚ მენდეო. ვენდე და ძალიან მომეწონა. საინტერესო და სერიოზული პროფესიაა. 
– ალბათ‚ დიდი ხანია‚ ცეკვავ?
– ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ცეკვაზე. ჩვენს სკოლაში ცეკვის წრე გაიხსნა და დავიწყე სიარული. შემდეგ გავიგე, რომ ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში კონკურსი ტარდებოდა, წავედი საყურებლად. შოკში ვიყავი, საშინლად მომეწონა. განსაკუთრებით მოცეკვავეების ერთი ჯგუფი გამოირჩეოდა, რომელიც ერთი და იმავე მასწავლებლის სახელით გამოდიოდა. გადავწყვიტეთ, მასთან მივსულიყავით, რადგან მისი მოსწავლეები ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. ის იყო სერგეი ტუდინოვი, ახლა რუსეთში ასწავლის. მივედი მასთან. არაჩვეულებრივი მასწავლებელია. მოსწავლეები‚ უბრალოდ‚ აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. იმ დროს 9 წლის ვიყავი და ასე დავიწყე ცეკვა. ისე შემიყვარდა, როდესაც სახლში წვეულება გვქონდა – დედის ან ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების დღე, მეხვეწებოდნენ: ჯული, დღეს დარჩიო, ეს ჩემთვის ტრაგედია იყო  – როგორ შეიძლებოდა ცეკვის გაკვეთილი გამეცდინა. ვტიროდი, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ბოლოს მაინც მივდიოდი. აბიტურინეტობისასაც გამოვნახავდი დროს, კვირაში ორი დღე რომ მეცეკვა. რთული იყო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, ცუდად ვხდებოდი. სერგეი ტუდინოვიც „თელაში“ გაიზარდა. ამიტომ‚ როცა ის რუსეთში მიდიოდა, მითხრა, „თელა“ ერთ-ერთი საუკეთესოა, ნახე, თუ მოგეწონება – დარჩიო. როგორც კი რუსეთში წავიდა, მივედი „თელაში“. ვიცეკვე, მათაც მოვეწონე, მეც – მომეწონა და მიმიღეს.
– ასე კარგად, პროფესიონალურად რომ იცეკვო, ძალიან დიდი შრომაა საჭირო.
– ძალიან დიდი შრომა, მონდომება და ნიჭიც გჭირდება. ყველაზე რთულია, როცა პატარა ხარ‚ არ „გავარსკვლავდე“. მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერები ვიყავით. ლიდერი რომ ხარ ცოტა რთულია ვარჯიში, შრომა. მაგრამ, ჩვენ‚ ორივენი‚ ძალიან შრომისმოყვარეები ვიყავით. ის მე მიბიძგებდა, მე – მას და მუდმივად ვშრომობდით. ყველაზე დიდი სირთულე კი, ალბათ‚ ის არის, როდესაც შეჯიბრზე მოულოდენლად აგებ. მაგრამ‚ ვფიქრობ‚ ამ დროს სულით  სპორტსმენი უნდა იყო და მაშინ ყველაფერს შეძლებ. უნდა შეგეძლოს მარცხის აღიარებაც, ამას რომ არც იმსახურებდე. თუმცა, მიმაჩნია, სხვაზე ცხრა ქულით უკეთესად რომ ცეკვავ, ჟიური დაბალ ქულას ვერ დაგიწერს. ამიტომ‚ თუ წამიგია, ყოველთვის მითქვამს ჩემი თავისთვის: შეიძლება‚ ამ წყვილზე, ამ გოგოზე ცუდად არ ვცეკვავ, მაგრამ მათზე 9 ქულით უკეთესად არ მიცეკვია, –  ეს მეხმარება, დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდე. რაც მთავარია‚ წყვილს შორის აუცილებელია მეგობრობა. თუ ჩემს მეწყვილესთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, ამას მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს. ოთომდე საკმაოდ ბევრი პარტნიორი მყავდა. შემიძლია, დავითვალო კიდეც  – ერთი, ორი, სამი... ოთო ფოლადაშვილი მეშვიდე პარტნიორია. პირველი, ვისთან ერთადაც დავიწყე ცეკვა, როგორც პარტნიორს დიდ პატივს მცემდა. მაგრამ, მე სიმაღლეში დავიწყე ზრდა, ის კი გაჩერდა. ტოლები ვიყავით, მაგრამ იმ ასაკში‚ ხომ იცით, გოგონები უფრო ადრე იზრდებიან. ძალიან არ გვინდოდა დაშორება, მე ჩემს სახლში ვტიროდი, ის – თავისაში. ერთი კვირა სავარჯიშოდაც არ მოსულა, მეც ვაპროტესტებდი და სხვა ბიჭებთან არ ვდგებოდი. ამის მერე სხვადასხვა მიზეზით შევიცვალე პარტნიორი – ზოგჯერ ბიჭი ანებებდა თავს ცეკვას, ან ხვდებოდა, რომ ერთმანეთს არ შევეფერებოდით... განსხვავებული მიზეზებიც იყო. მე და ოთო ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. მკაცრი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი, კეთილი ადამიანია და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.
– არასდროს გყვარებია შენი პარტნიორი?
– რაღაც სიმპათიები ჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე‚ შენ როგორ განავითარებ. თუ საკუთარ თავს ეტყვი – არ მინდა, მაშინ შეძლებ გაჩერებას. სიმპათიები ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ‚ როცა უკვე გაიზრდები. თან‚ თუ გრძნობ, რომ ეს სერიოზული, ნამდვილი გრძნობაა, მაშინ გადადგამ ნაბიჯს. მაგრამ, როცა არასერიოზულია, უბრალო სიმპათიის დონეზეა, მაშინ ჯობია, გაჩერდე.
– მოგწონს მოცეკვავე ბიჭები?
– ჩემთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან ადამიანში პროფესიაზე მნიშვნელოვან ფასეულობებს ვაქცევ ყურადღებას. არც კი მიფიქრია, რა პროფესიის უნდა იყოს, რამდენი წლის, სად უნდა მუშაობდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია – როგორი ადამიანია. უნდა იყოს პატიოსანი, სამართლიანი, უნდა ვგრძნობდე, რომ ის სულიერად ჩემთვის ახლობელია. ბევრი ადამიანური თვისება უნდა ჰქონდეს, დანარჩენი უკანა პლანზეა.
– არ ხარ შეყვარებული?
– არა. თუმცა‚ არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. რა თქმა უნდა‚ მოწონებები და სიმპათიები ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა. როდესაც შეყვარებული ვარ‚ ცხოვრება მინდა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მთელი წლის განმავლობაში გაზაფხულია. ეს ძალიან დიდი სტიმულია. ჩემი აზრით‚ ყველა ქალს სჭირდება იმის შეგრძნება, რომ შეყვარებულია და ისიც უყვართ. ასეთ დროს ადამიანს თვალებზეც ეტყობა, რომ სულ სხვანაირია, შინაგანად ანათებს, სხვებისგანაც გამოარჩევ.
– როგორია ცეკვასთან დაკავშირებული შენი მიზნები, თუნდაც ოცნებები?
– მინდა‚ გავიდე მსოფლიო არენაზე, თუნდაც როგორც ფინალისტი. მაგრამ, ამისთვის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის იაფი სპორტი. როდესაც ვუყურებ მსოფლიო ვარსკვლავების ვიდეოებს, ვფიქრობ – ღმერთო, ოდესმე ამის ნახევარს მაინც მივაღწევ?! ეს ხომ უკვე იმის გარანტიას გაძლევს‚ ნახევარფინალში მოხვდე. ეს კი ნიშნავს, რომ შენ ძალიან კარგი მოცეკვავე ხარ. ეს მხოლოდ ჩემს პროფესიონალიზმზე არ არის დამოკიდებული, ისინი ინდივიდუალურ გაკვეთილებს იღებენ ცნობილ პედაგოგებთან, გამოდიან საერთაშორისო კონკურსებზე, რაც ძალიან დიდ პრაქტიკას გაძლევს. როდესაც მე და ოთო მოსკოვში ვიყავით კონკურსზე, ამის მერე სულ სხვანაირად დავიწყეთ ცეკვა და სხვებიც გვეუბნებიან‚ რომ უკეთესად ვცეკვავთ. იქ ხომ ჟიური გამჩნევს, გაკვირდებიან და შეიძლება, საინტერესო შემოთავაზება წამოვიდეს, თუნდაც ბიჭისგან, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს, პროფესიონალია და თან, ფინანსებიც აქვს. ასე არაერთი ვარსკვლავი შემდგარა. მე და ოთოს თუ ვინმე დაგვეხმარება, ეს ძალიან კარგი იქნება.

скачать dle 11.3