კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის მოაგროვა ნიკო ხაჩირაშვილმა 12 წყვილი ჩექმა და როგორ გაეხვია ის „ფარული კამერის“ ბადეში

მას გლდანში ყველა იცნობს, რადგან თუ სადმე რამე ხდება, ყველგანაა, იმასაც კი ხუმრობენ, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ნიკოო.   ეს ნიკო  ხაჩირაშვილს  თავისი უბნის სიყვარულისთვის ერგო, ამიტომაც 3  წლის წინ საკრებულოში თავისი ხალხის მანდატის მოპოვება სულ არ გასჭირვებია. ამბობს, რომ ნამდვილი გლდანელია – ამ უბნის ყველა მახასიათებლით, ალბათ, ამიტომაც სხვაგან ცხოვრებაზე არასდროს უფიქრია. ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილი ადამიანია, საინტერესო „შრომის წიგნაკით” და ცხოვრებისეულ პერიპეტიებშიც კარგად გამოცდილი. თუმცა, ერთი კვირის წინ, მეგობრის წყალობით, ისეთ ამბავში გაეხვა, რასაც საკუთარ თავზე ვერასდროს წარმოიდგენდა. არც მეტი არც ნაკლები, ნიკო ხაჩირაშვილი ერთ დღესაც ფარული კამერის ობიექტივში მოხვდა – ჩვეულ ამპლუაში, სამშენენლო ობიექტზე, მაგრამ უჩვეულო სცენარით. როგორ გახდა ის ფარული კამერის „მსხვერპლი” და ვისთვის აგროვებდა ჩექმებს და ბადეებს, ამის შესახებ ნიკო ხაჩირაშვილი  თავად გიამბობთ.

– ბატონო ნიკო,  გასულ კვირას უამრავმა ადამიანმა იხილა ძალიან სახალისო ისტორია, როგორ  გაებით  „რუსთავი 2-ის” ფარული კამერის ბადეში – როგორ  ვერ მიხვდით, რა ხდებოდა თქვენს თავს?
– ბადე აღარ მიხსენოთ (იცინის).  ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში თუ მოვხვდებოდი. უფრო მეტიც, როცა ვუყურებდი, როგორ ებმებიან  ადამიანები ფარული კამერის მახეში, სულ  ვფიქრობდი, როგორ  ვერ ხვდებიან-მეთქი. მაგრამ, როგორც ამბობენ, არასდროს არ უნდა თქვა: არასდროს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე კარგად იყო მოწყობილი, დარწმუნებული ვარ, ათიდან ცხრა ვერ მიხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. ამ ისტორიას წინ უძღოდა ერთკვირიანი პერიპეტიები  დათო მესხიშვილთან, ლამის შემჭამა – „ავტოპილოტისთვის” უნდა ჩაგწეროო. დათოსთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, ასე თუ „გამიმეტებდა”, რას წარმოვიდგენდი (იცინის). რამდენჯერმე ვუთხარი: ისეთი გადატვირთული რეჟიმი მაქვს,  ყოველი საათი დაგეგმილი, იმდენი საქმე,   მაგისთვის არ მცალია-მეთქი, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა, დამითანხმა.  ერთ დღესაც პირდაპირ დამადგა თავზე. მაშინაც,  როგორც  ყოველთვის, ძალიან რთული დღე მქონდა, ეს დათოს სწორად ჰქონდა გათვლილი. ვიყავი მშენებლებთან ერთად მშენებარე  აუზზე, რომელიც უახლოეს თვე-ნახევრის განმავლობაში უნდა აშენდეს, რაც  გლდანისთვის კარგი სიახლე იქნება. როცა ადამიანი საქმეზე ხარ ორიენტირებული, იმაზე როგორ იფიქრებ, რომ ვინმე ასეთ ხრიკს გიწყობს?! სიმართლე გითხრათ,  დათო და თავისი საფრთხობელა არ გამკვირვებია. ვიცი, რომ  ხშირად დაატარებს უცნაურ საგზაო ნიშნებს, მაგრამ მერე დაიწყო რაც დაიწყო (იცინის).  
– პრეზიდენტის სატელეფონო ზარი  მაინცდამაინც არ გაგკვირვებიათ.
– არც გამიკვირდებოდა, ეს არის  ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.  პრეზიდენტი კითხულობს ყველა დეტალს, რომელიც საქმეს ეხება. კითხულობს კონკრეტული ადამიანების ბედს. პირადად  ინტერესდება  ბევრი ისეთი  ნიუანსით, რაც შეიძლება, ქვეყნის პირველი პირისთვის  თითქოს არ იყოს მნიშვნელოვანი.   არც ჩექმის მოთხოვნა მეჩვენა უცნაურად, ყველას გვინახავს, სხვადასხვა ობიექტზე მუხლებამდე ტალახში,  თავად პრეზიდენტიც  მუშაობს ხოლმე.  წინა დღეს გლდანში წვიმდა, ამიტომაც  ფრაზაზე: უცხოელები მყავს და ჩექმები დამახვედრეო, რეაქცია არ მქონია.  ჩექმებს მოჰყვა ბადე, რამაც ცოტა ამირია ტვინი, მთავარი მახე  სწორედ  ეს ბადე იყო (იცინის). თუმცა, სატელეფონო ზარი გაკეთდა ისეთი ნომრით,  რომლის ბოლო ოთხი ციფრი ჰგავდა  ნომერს, საიდანაც ხშირად მირეკავენ  ხოლმე. ალბათ, ამანაც დამაბნია. მთავარი კი ისაა, რომ  გიორგი აფციაური ძალიან ნიჭიერი კაცია და ისე ამსგავსებს პრეზიდენტის ხმას ეჭვის შეტანა ძნელია (იცინის).
– კადრებშიც ჩანდა, როგორ მოიტანეთ სატელეფონო  ზარიდან რამდენიმე წუთში  ჩექმები და ბადე. სად იშოვეთ ასე უცებ ეს ყველაფერი?
–  ეს არის გლდანი, აქ ყველა ყველას ვიცნობთ და ჩექმის შოვნა არ გაჭირდებოდა.  აქვე,  თექვსმეტსართულიანში მეგობარს, გოჩა შათირიშვილს სანადირო მაღაზია აქვს. იქ გავაგზავნე ჩემი მეგობარი. ბადის ამბავი, როგორც მე გავიგე, ისე გაიგო ჩემმა მეგობარმაც. ამიტომაც, საკმაოდ  ბევრი  ბადე მოიტანა და  რომელიღაც ის გაურკვეველი ბადეც  ხომ იქნებოდა. მე ცოცხალი თავით არ ვამბობდი, ვინ დარეკა. ამიტომაც, ჩემმა მეგობარმა  ჯერ მოიტანა 41 ზომა ჩექმა.  მე ხომ ვიცოდი, ვინ უნდა ყოფილიყო იმ ჩექმის მომხმარებელი, ამიტომ ვთხოვე, ყველა ჩექმა წამოიღე 48  ზომის ჩათვლით-მეთქი. ჩემმა მეგობარმა ჩექმა და ბადე ერთად, თევზაობად აღიქვა და მოიტანა რეზინის მაღალყელიანი ჩექმა, რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა: ეს შარვალი  რად გინდოდა-მეთქი (იცინის). ამ დროს იყო მეორე სატელეფონო ზარი, რამაც ცოტა დამაეჭვა, რომ რაღაც ხდებოდა. პირველი ზარი იყო საქმიანი, შესაბამისად, არც გამკვირვებია, მეორე ზარი კი ცოტა უცნაური იყო, რადგან იკითხა, ჩექმები მოვიტანეთ თუ არა და მერე დაინტერესდა ფერით. დავეჭვდი, მაგრამ გავამხელ: იმის კითხვას, შენ მართლა პრეზიდენტი ხარ თუ არა-მეთქი, ისევ ჩექმის მოტანა ვამჯობინე (იცინის). საბოლოო ჯამში, 12 წყვილი ჩექმა გვქონდა. ახლაც  ყველა ოფისში მაქვს. სავარაუდოდ,  ამ ისტორიის გასახსენებლად ერთ კუთხეს გავაკეთებ.
– დათო მესხიშვილი თქვენს რისხვას როგორ გადაურჩა?
– არ გავბრაზებულვარ, იუმორთან მწყრალად არ ვარ. თან, როგორც გითხარით, ყველაფერი ისე კარგად იყო დადმული, ვაღიარე, რომ გიორგი აფციაურმა და დათო მესხიშვილმა მაჯობეს. როცა ადამიანი გაჯობებს, ამისი აღიარება უნდა შეგეძლოს და უნდა შეეგუო კიდეც ამას. ასე რომ, განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. 
–  ისეთი  აქტიური  ადამიანი ხართ, არც თქვენთვისაა უცხო   მშენებლობებსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებზე მუშაობა. მანქანაში ერთი-ორი წყვილი შავი ჩექმა კი უნდა გქონოდათ.
– ვინ გითხრათ, რომ არ მაქვს, მაგრამ, ჯერ ერთი,  სხვა ზომის, მეორეც,  სტუმრებს ძველ ჩექმას ხომ არ ჩავაცმევდი? აქამდე ჩექმის  ფერებს ყურადღებას არ ვაქცევდი, ამის შემდეგ ამასაც ვითვალისწინებ და ყველგან შავ ჩექმას ვატარებ თან (იცინის). ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს ყოფნა ადგილებში, სადაც ბოლომდე მობილიზებული უნდა იყო: გზა, ჭერი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სარდაფი, წყალი, არ იცი, სად რა დაგჭირდება.
– ამბობენ, ნიკო ხაჩირაშვილს განსაკუთრებული „შრომის წიგნაკი” აქვსო, ალბათ, ამიტომაც ხართ გლდანში ასე პოპულარული.
– იმ წლების გახსენება არ მიყვარს, მაგრამ თავსაც არასდროს ვარიდებ. ის ვიცი, რომ იმ წლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. ეს არის დიდი სკოლა, რომელიც მერე ძალიან გეხმარება. მაშინ ვისწავლე, რომ ნებისმიერი საქმე სიყვარულით უნდა აკეთო და ყველაფერი გამოგივა, უნდა გჯეროდეს და არ უნდა გეთაკილებოდეს არანაირი შრომა. მე საკმაოდ რთული  ბავშვობა მქონდა, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი მშრომელი კაცი იყო, მაგრამ მაშინ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახების უმეტესობას, ბევრი  ყოფითი პრობლემა გვქონდა, შეჭირვებით ვცხოვრობდით.   ცოტა მოზრდილ ასაკში საკმაოდ მძიმე ტვირთის აღება მომიწია,  ალბათ, ამიტომაც კარგად მესმის ადამიანის გაჭირვების, სხვისი შრომის ფასიც ვიცი. არ მიყვარს საკუთარ თავზე  საუბარი, მაგრამ ყველაფერი გამომივლია – კაფელსაც ვაგებდი, მდინარეზე თევზსაც ვიჭერდი, რომ ოჯახი მერჩინა. წლების განმავლობაში უცხოეთში ფორთხალსაც ვკრეფდი და მტვირთავიც ვიყავი. ვმუშაობდი იუგოსლავიაში, მიმტანის როლიც კი მომირგია, მშენებელიც ვიყავი და მანქანების მრეცხავიც, რომ ოჯახს დავხმარებოდი. რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? თბილისში ჩამოსვლამდე დიდი გზა გავიარე, მერე აქ პურსაც ვაცხობდი.  გლდანში ჩემს ეზოში,  ავტოფარეხში გავხსენი თონე, სადაც ჩემი ხელით ვაცხობდი პურს, რომელიც სამეზობლოში  პოპულარობით სარგებლობდა.   მაშინ ახალი დაოჯახებული ვიყავი, ბავშვი შემეძინა,  უამრავი რამ იყო ოჯახისთვის საჭირო.
– დღეს  ისევ გლდანში ცხოვრობთ? ბევრი წარმატებული ადამიანი მერე ქალაქის ცენტრისკენ მიიწევს ხოლმე.
– აბა, სად უნდა ვიცხოვრო? არც მიფიქრია  სხვა უბანში  ცხოვრებაზე.  ბინა, ისიც მშობლებისეული მაქვს აქ, გლდანში. ამ უბანში დავიბადე და  გავიზარდე. აქ, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი, აქ  გავატარე მთელი ცხოვრება, სად უნდა წავიდე?  გლდანს აქვს თავისი ხიბლი და წესი,  თუ შეგამჩნიეს, რომ შენ რაღაცას არ აკეთებ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, აღარ გაგიკარებენ, მაგრამ თუ  მიგიღეს და აღიარეს, რომ მათი ხარ, არასდროს გიღალატებენ. მე მიყვარს ეს ხალხი ამ ერთგულების გამო.  24 საათს რომ ამ ადამიანებთან  ერთად ატარებ, მათი ყველა პრობლემა და გაჭირვება იცი და თავადაც გაქვს გამოცდილი, როცა სადარბაზო და ჭერი შენც ისე გაწუხებს, როგორც შენს მეზობელს გვერდითა სადარბაზოდან,  ეს სხვანაირ სიახლოვეს იწვევს.  ყველას კარგად გვახსოვს, არც თუ ისე შორეული წარსული, როცა ერთად გამოვიარეთ  ის ცუდი პერიოდი.  4-5 წლის წინ, როცა ხალხს ვხვდებოდი, მათ  აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები ჰქონდათ, – უნდოდათ, რომ ყოფილიყო წყალი, შუქი, არ ჩამოეგლიჯათ საყურეები  სადარბაზოებში, მშობლები შვილებს მეტროსთან ხვდებოდნენ, რომ სახლამდე მიეყვანათ.  ეს  ყველამ ერთად გამოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა, რომ მერე ყველამ ერთად შევძელით, დღევანდელ მდგომარეობამდე მივსულიყავით. ჩვენ, გლდანელებმა ერთად ავაშენეთ გლდანი. რა მოთხოვნაც იყო, იმაზე გავაკეთეთ აქცენტები.  თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ დღევანდელი გლდანი 5 წლის წინანდელს არ ჯობია, მე საერთოდ გავჩუმდები და ხმას არ ამოვიღებ. დარწმუნებული ვარ,  დღეს ჩემი უბნის სოციალური ფონი 4 წლის  შემდეგ ისეთი განსხვავებული იქნება, როგორი განსხვავებაცაა წლების წინანდელ გლდანსა და დღევანდელს შორის.
– ადამიანებს  დღესაც ბევრი  მოთხოვნა აქვთ.
– დღეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები: დასაქმება,  დაზღვევა, საპენსიო პაკეტების გაზრდა, სოფდის მეურნეობა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა. დღეს ეს ჩვენი პრიორიტეტებია, რაც დარწმუნებული ვარ, ისე მოგვარდება, როგორც მოგვარდა უამრავი პრობლემა ამ წლებში. ეს წლები ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, პასუხისმგებლობა არასდროს მაკლდა. ეს რომ არა, თონეში ხომ ვერ ვიმუშავებდი. თუმცა, პოლიტიკაში ჩართვამ ეს პასუხისმგებლობა  გააასმაგა. ეს ლიტონი სიტყვები ნამდვილად არაა.  სამსახურებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი საკუთარ თავსა და ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი. ეს ხომ არაა იოლი საქმე, წარმოიდგინეთ, როცა პასუხისმგებლობა აღებული გაქვს 250 ათასი ადამიანის წინაშე, მათ კონკრეტულ პრობლემებზე, როცა ვალდებული ხარ, რითაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია, ამ ადამიანებს მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დახმარების ხელი გაუწოდო. ნებისმიერმა გლდანელმა იცის, რომ თუ რაღაცას შევპირდები, გავაკეთებ, თუ ვერ ვაკეთებ, აუცილებლად ვეტყვი. ჯობია ადამიანს უთხრა სიმართლე, თუნდაც მწარე, მაგრამ ის არ უნდა მოატყუო. მე ხვალ, ზეგ, 5 წლის მერე, ისევ ამ უბანში უნდა ვიცხოვრო. ჩემთვის ღირებულია ის ურთიერთობები, რაც დღეს ადამიანებს აქვთ ჩემ მიმართ, მინდა, ეს ასე დარჩეს და ამიტომაც ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები.     
– როგორც ამბობენ,  გლდანის მაჟორიტარ  დეპუტატობას აპირებთ  საქართველოს პარლამენტში.
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით,  გამორიცხული არაფერია.  ის ზუსტად ვიცი, რომ სადაც არ უნდა ვიყო,  საკრებულოში,  პარლამენტში  თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას, ისევ გავაგრძელებ იმას, რაც მიკეთებია აქამდე – ჩემი უბნისა და ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები. ამას საკრებულოდან გავაკეთებ თუ მაჟორიტარი დეპუტატის რანგში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საქმე. უამრავი  პროექტი  გვაქვს დაწყებული, რაც ბოლომდეა მისაყვანი. მე ჩემს გასაკეთებელს გლდანელებს მაინც გავუკეთებ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი საქმე – „მეტი სარგებელი ხალხს“.

скачать dle 11.3