კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეაქცია ჰქონდა გიორგი შერმადინს მეუღლის ფეხმძიმობაზე და რაში აკონტროლებს ის ცოლს

ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის ცხოვრებაში სიახლეა – მათ ოჯახში რამდენიმე თვეში კიდევ ერთი პატარა დაიბადება. სიახლეა, ასევე, გიორგის სპორტულ კარიერაშიც. ამჯერად ჩვენი რესპონდენტია გიორგის მეუღლე, ანი ამაშუკელი, რომელიც პირველი გოგონას შემდეგ, მეუღლეს რამდენიმე თვეში ვაჟს აჩუქებს.

– თბილისის ცხელი ზაფხულის დღეებს თავს ნატახტარში აფარებთ. როგორც ვიცი, გიორგი  შენთან ერთად არ არის.
– ნატახტარში ვარ სიგრილეში. გიორგი ნაკრების შეკრებაზეა წასული და მომავალ კვირას ჩამოდის. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრები ძალიან დიდი მონდომებით ემზადება. ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თამაშები ელით წინ.
– ნუციკო ჯერ მხოლოდ წლის და 2 თვის არის და მალე დედისერთა აღარ იქნება...
– დიახ, 5 თვის ფეხმძიმე ვარ და ამჯერად ბიჭს ველით. ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ ჩემს მდგომარეობას. ორსულად ვარ, მუცელი მეზრდება, ბავშვი შიგნიდან მირტყამს, მაგრამ სანამ არ გაჩნდება, მაინც ბოლომდე ვერ ვითავისებ. ნუციკოზეც ასე ვიყავი. სიმართლე გითხრა, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, მართლა არ ველოდი. ნუციკო ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ორსულად რომ დავრჩი.
– რამდენი იქნება ბავშვებს შორის სხვაობა?
– ზუსტად წელიწად-ნახევარი.
– როგორი იყო შენი და გიორგის რეაქცია, მოულოდნელად ასეთი სასიხარულო ამბავი რომ გაიგეთ?
– მე ძალიან გამიხარდა. სიმართლე გითხრა, თან ველოდი, თან არ ველოდი. რომ გითხრა, გიორგის ძალიან გაუხარდა და ენთუზიაზმით შეხვდა ჩემს ფეხმძიმობას-მეთქი, არა. ნუციკოზეც ზუსტად ასე იყო. რატომღაც მიაჩნდა, რომ ჯერ ადრე იყო ბავშვებზე ფიქრი, დღეს კი მასზე ჭკუა ეკეტება და არავინ და არაფერი აღარ ახსოვს ნუციკოს გარდა. დარწმუნებული ვარ, მეორე ბავშვზეც ასე იქნება. ცოტა დაუგეგმავად მოხდა ჩემი ორსულობა, მაგრამ, ძალიან გაგვახარა. გიორგი ექოსკოპიაზე შემომყვა და, რომ გაიგო, ბიჭს ველოდებით, სიხარულისგან გაგიჟდა. ექიმს ეკითხებოდა, ხომ არ გეშლებათ, აბა, დამანახვეთო. მერე სურათი გადაუღეს პატარას და გიორგის ჯიბეში ჩაუდეს – აჰა, შენი ბიჭიო.
– გიორგი სად ითამაშებს ახალ სეზონს?
– გიორგი ბევრად უკეთეს გუნდში – ისრაელის „მაკაბი-თელ-ავივში” გადავიდა და ამით ძალიან გახარებულები ვართ. ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გარდა ამისა, ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ იერუსალიმიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე ვართ. ძალიან მიხარია წმიდა ადგილთან ასე ახლოს რომ ვიქნებით.
– ბავშვის გაჩენას სად გეგმავ?
– სხვათა შორის, ამ თემაზე აქტიურად ჯერ არ გვიმსჯელია. ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მინდა,  ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივში ვიმშობიარო. სამედიცინო სფერო იქ უკიდეგანოდ არის განვითარებული, სამეანოც, რასაკვირველია. ვისაც ოდნავ საშუალება აქვს, იქ მიისწრაფის, რომ იმშობიაროს. ჩემთვის მთავარია, გიორგის არ შევუშალო ხელი. ორი ბავშვით იქ ყოფნა ცოტა რთულია, მით უმეტეს, როცა პატარა ჭიჭყინს  დაიწყებს, თავისთავად ცხადია, გიორგისაც ხელი შეეშლება, რადგან მისთვის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. გამოუძინებელი გიორგი მართლა წარმოუდგენელია, რადგან, ამ მდგომარეობაში, პრაქტიკულად, არაფერი შეუძლია. ვარჯიშის დროს იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კარგად გამოძინებას. ასე რომ, მთავარია, ხელი არ შევუშალოთ გიორგის პროფესიულ სვლას – თამაშებსა და ვარჯიშებს.
– სახელი თუ შეურჩიეთ პატარას?
– ვფიქრობთ. მთავარია, წმიდანის სახელი იყოს. ერთი უფრო მეტად გადაწყვეტილი ვერსია მაქვს, მაგრამ, სანამ ბავშვი არ გაჩდება, არ ვამბობ.
– შენ და გიორგის ხშირად გიწევთ ერთმანეთის გარეშე ყოფნა, რადგან ხშირად აქვს გასვლითი თამაშები. ეს, ალბათ, რთულია.
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია,  მაგრამ, ასეთი რამ აუცილებელიც არის. რაც უნდა ძალიან შეყვარებული ცოლ-ქმარი იყოს, კარგი გაგებით ხანმოკლე განშორებები, ალბათ, უფრო მეტ დადებით ემოციასა და მონატრებას იწვევს. ახლაც ძალიან მენატრება და დღეებს ვითვლი როდის ჩამოვა. ალბათ, ასეთი „ზედმეტი“ სიხარულები საჭირო და უფრო წამახალისებელია ურთიერთობისთვის – სულ კარგი მოლოდინის შეგრძნებაში ხარ. არავინ თქვას, რომ, როცა ცოლ-ქმარი დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში მუდმივად უყურებს ერთმანეთს, ცოტა მობეზრების მომენტი არ ჩნდება. ამიტომ, მე დადებითად მავსებს გიორგის გადატვირთული სპორტული განრიგი. 
– არ უჭირს გიორგის ასე ხშირ-ხშირად საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა?
– უკვე შეეჩვია, მარკო პოლოსავით არის. გიორგისთან ერთად საცხოვრებლის მუდმივ ცვლას მეც შევეჩვიე. ყველა ქვეყანაში გვყავს მეგობრები. გიორგის ცხოვრება, ხომ იცი, რაც არის – მოედანი, თვითმფრინავი და ასე შემდეგ. ნახევარ დროს ჰაერში ატარებს. სამაგიეროდ, ამ ყველაფერს თავისი ბევრი დადებითი მხარეც აქვს. დაუწერელი კანონია: რაღაც-რაღაცეები თუ არ დათმე, უფრო მეტ კარგს ვერ მიიღებ. თუ იმ ტალღას არ აჰყევი, რა ტალღასაც ცხოვრება გიმზადებს, გამორიცხულია, ვერანაირად ვერ შედგები, ვერც როგორც კალათბურთელი და ვერც სხვა რომელიმე სპორტის სახეობის წარმომადგენელი.
– როგორც ვიცი, გიორგი  ძალიან მოსიყვარულე მამაა.
– ძალიან. ადრე, სადმე რომ მიდიოდა, მე ვენატრებოდი, ახლა ჯერ ბავშვი აინტერესებს. რამდენიმე დღის წინ ნუციკოს თმა გადავპარსეთ და გიორგი რომ რეკავს, მაშინვე მოიკითხავს: რას შვრება ხოტორა, როგორ არის? მოკლედ, ნუციკოს ყველა სახელი მოვარგეთ, რაც შეიძლება და არ შეიძლება, ყველაფერს ვეძახით. გვეჩხუბებიან, ნუ ეძახით ბავშვს ყველაფერს, შემორჩებაო. გიორგი მართლა ძალიან მზრუნველი მამაა. ამაზე მეტად რომ იფიქროს მამამ ბავშვზე, დედის ფუნქცია უნდა აიღოს... ჯვარი გვწერია, ამის საჭიროება ღმერთმა არ მოახდინოს. იმდენად მზრუნველი მამაა, მე მაკონტროლებს. ტელეფონზე ან სკაიპში თუ მირეკავს, სულ მეკითხება: ხომ ჭამა, ხომ არ შესცივდა, ხომ არ იტირა და მსგავსი რაღაცეები. თმის გადაპარსვა რომ მინდოდა, მითხრა, არ გადაპარსო, იტირებსო. თავგადაპარსული ნუციკო რომ დაინახა, ძალიან ბევრი იცინა. საოცარი სანახავია. ნელ-ნელა შევეჩვიე, თორემ, ღამით რომ გადავხედავდი ბავშვს თავის ლოგინში, ძილ-ბურანში უცხო ბავშვი მეგონა. იმედი მაქვს, თმა სწრაფად ამოუვა.
– აქტიური ფეხმძიმე ხარ?
– პირეველზე უფრო აქტიური ვიყავი, რადგან მაშინ კონკრეტულად ნუციკოზე მიჩენილი დამხმარე არ მყავდა. ამჟამად, ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის კატეგორიულად არ შეიძლება სიმძიმის აწევა, ნუციკოს წონა კი არც თუ ისე ცოტაა, დაგვჭირდა ოფიციალური დამხმარე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი ქალბატონია.
– რაც შეეხება შენს გარეგნობას?
– საკმაოდ მოვიმატე. ნათელი მომავლის იმედი მაქვს, რომ გავხდები. ამჯერად უფრო მოვიმატე წონაში, ვიდრე ნუციკოზე.
– ნაკრების თამაშებზე თუ ივლი?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად. თამაშებზე კი არა, ამ სიცხეში თბილისში დავდივარ აქედან.
– მართალია, ნუციკო ძალიან პატარაა, მაგრამ, თუ აღიქვამს იმას, რომ მალე კიდევ ერთი პატარა გაჩნდება თქვენს ოჯახში?
– რომ გითხრა, ჩემს მუცელს აღიქვამს-მეთქი, არა, თუმცა, მუდმივად უნდა, რომ თავი ჩამომადოს მუცელზე, რაც ადრე არ ჰქონია.
– ფაქტობრივად, შენ და გიორგი რეკორდსმენები ხართ.
– მოიცადე, ჯერ მესამე არ „ჩაგვიშვია“, მაგრამ, გეგმაში არის.
– ნაკრებში ამ საკითხში, ანუ, ბავშვების შუალედურ ასაკს ვგულისხმობ, ფაჩულიების ოჯახი ლიდერობდა, მაგრამ, მგონი, მალე არც თქვენ ჩამორჩებით.
– მარტო ფაჩულიებთან კი არა, ღმერთმა ქნას, ნაკრების ყველა წევრის ოჯახს გვქონოდეს ამ საკითხში შეჯიბრი, რადგან, ამაზე კეთილ საქმეს ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. მრავალშვილიან ოჯახებს რომ ვუყურებ, გული მინათდება, ძალიან მიხარია. რომ იტყვიან ხოლმე, ბევრი შვილი როგორ უნდა გავზარდოო, მიკვირს. შეიძლება, ხიზილალა ვერ აჭამო, მაგრამ, ღმერთი მაინც დაგეხმარება და შვილებს გაგაზრდევინებს. აი, როცა საშუალება გაქვს და არ აჩენ, მაშინ უკვე დამნაშავე ხარ.
– ამ ეტაპზე გაქვს პერიოდი, როცა მხოლოდ ოჯახს ეკუთვნი. ადრე თუ სამსახურითაც იყავი დაკავებული, დღეს ასე აღარ არის. არ გენატრება ის დრო, როცა ყოველდღე სამსახურში დადიოდი?
– ღმერთის წყალობით, იმდენად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ვერ ვიტყოდი, რომ სამსახური მენატრება. ყველა ქალს ძალიან სიამოვნებს, როცა გრძნობს, რომ საზოგადოებისთვის საჭიროა. ამ დროს ის სრულფასოვან, შემდგარ ადამიანად გრძნობს თავს, მაგრამ, ვერც კი შევადარებ ამ ყველაფერს ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, რადგან, დედობაზე აღმატებული გრძნობა არ არსებობს. ოჯახი, მოსიყვარულე ქმარი, შვილები და კარგად ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს, რასაც არაფერი შეედრება. თუმცა, ძალიან კარგია და ბევრს ნიშნავს, როცა ქალი თავისი საქმით, პროფესიით არის დაკავებული და წარმატებული. ყველა ქალს ვუსურვებ ამას. მრავალფეროვნებისთვის უფრო კარგია, როცა სრულყოფილი, შემდგარი ქალი ხარ, ამას კი, გარდა ოჯახისა, გასვლა, გამოსვლა, სამსახური და პირადი ურთიერთობები ძალიან უწყობს ხელს. მუდმივი დიასახლისის ფუნქციას ვერც მე ავიღებ ჩემს თავზე, ძალიან გამიჭირდება. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, მერე ყველაფერს დავაბალანსებ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3