კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 22 მარტს, ღამის საათებში. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი მომავალში?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, მთარგმნელობითი საქმე, ლინგვისტიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო.
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1993 წლის 30 დეკემბერს, დილის 6 საათზე. რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: პროფესიებიდან ძალიან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან საქმიანობა, მედიცინა, პროფესიონალური დიპლომატია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საბანკო-ეკონომიკური, სავაჭრო-კომერციული საქმიანობა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიები იქნება მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატებების მომტანი? უცხოეთის რომელი ქვეყანაა შედარებით კარგი ჩემი შვილისთვის და რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. იქ დაგროვილი ცოდნა, კაპიტალი და გამოცდილება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მიღწევაში. გარდა ამისა, მან უნდა გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა ფულის ხარჯვაში უნდა იყოს მოწესრიგებული, საქმეს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. გარემოებები უნდა შეაფასოს საღი აზროვნებით და ყველაფერი კარგად გააანალიზოს. დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. ეს თვისებები ხელს შეუწყობს წინსვლაში. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურიზმის ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია; ქვეყნებიდან კი მისთვის მეტად კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 15 ივნისს, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული აუდიტი, ვიდეო, მობილური სისტემები, სოციოლოგია, ასტროლოგია, ასტრონომია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1985 წლის 22 დეკემბერს. რომელი ასტროლოგიური მინერალების ტარება მოუტანს მას ცხოვრებაში იღბალსა და წარმატებას?
პასუხი: მისთვის მისაღები და კარგია: აქატი, ონიქსი, მალაქიტი, აკვამარინი, საფირონი, ძოწი და ცირკონი. ამ ქვებისგან დამზადებული სამკაულების ტარება, მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

скачать dle 11.3