კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუთმო პარიზის პრესტიჟულ კლუბში ჟილ ლელუშმა ქრისტინე ძიძიგურს ერთი საათი და რატომ ამბობს ის ევროპისა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ სააგენტოებთან მუშაობაზე უარს

უკვე რამდენიმე წელია, ქრისტინე ძიძიგური‚ პარიზში ცხოვრობს და წარმატებულ სამოდელო კარიერას ეწევა. შეიძლება ითქვას, ამ ქალაქმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – რაც მთავარია‚ ის უკვე პროფესიონალ მოდელად ჩამოყალიბდა. ქრისტინე პარიზში წასვლიდან შვიდი თვის შემდეგ  ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად, სექტემბერში კი კვლავ ევროპაში დაბრუნებასა და საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ქრისტინე ძიძიგური: ჩემთვის საკმაოდ წარმატებული იყო ბოლო პერიოდი. მიხარია, რომ სააგენტოში ჩემი მუშაობით კმაყოფილები არიან, მოვწონვარ და მათთვის პროგრესირებადი მოდელი ვარ. წლების მატებაც არაფერში მიშლის ხელს, პირიქით‚ უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე და უკვე პროფესიონალურ დონეზე ვმუშაობ. პარიზში ცხოვრება‚ შეიძლება ითქვას‚ არა მხოლოდ მოდის, არამედ, ნებისმიერი სფეროს ეპიცენტრში გაქცევს. გინდა – არ გინდა‚ ახალ ამბავს პირველად ამ ქალაქში იგებ. შვიდი თვეა‚ საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ‚ იცი‚ რას დავაკვირდი? რამდენჯერაც თვითმფრინავში ჩავჯექი, იმდენჯერ გავიფიქრე: „ახლა მე პარიზიდან მივდივარ“...
– მე და შენ უკანასკნელად 2011 წლის ბოლოს ვისაუბრეთ. იქიდან მოყოლებული დღემდე‚ რა სიახლეები მოხდა შენს კარიერაში?
– ჩემმა სააგენტომ, რომელიც დედა სააგენტო გახდა, უვადო კონტრაქტი გამიფორმა და ეს ძალიან მახარებს, რადგან‚ შეიძლება ითქვას, გარანტირებული მომავალი მაქვს. ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მქონია არც ერთი სამუშაოდან არა თუ ცუდი, საშუალო დახასიათებაც კი. ისე ველოდი, – როგორ დარეკავდნენ, რას მოგვწერდნენ. რამდენიმე ვნახე და ეწერა, რომ საკმაოდ ფოტოგენური ვარ, საქმეს პროფესიონალურად, პასუხისმგებლობით ვუდგები, მაქვს დროის შეგრძნება... პარიზი მოდის სფეროში ყველაზე ძვირი ქალაქია – სააგენტოს შენი მუშაობიდან 70 პროცენტს აძლევ, მაგრამ‚ როდესაც პირადად მიკავშირდებიან, ამ შემთხვევაში‚ ნაკლები პროცენტი მიაქვთ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა‚ მაინც ღირს მათთან მუშაობა. იქ ყველაფერს  ყურადღებას აქცევენ; სააგენტოში თავი რომ შეინარჩუნო, ესეც ძალიან რთულია. პატარა რაღაც არ მოეწონებათ და – პაკა... სამუდამოდ. თუმცა‚ თავიდან, რომ ჩადიხარ‚ უფრო ლოიალურები არიან, თან‚ როდესაც მათი აღმოჩენილი ხარ, შენზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ, მაგრამ‚ მერე‚ დრო რომ გადის, რა თქმა უნდა‚ ბევრ რამეს ვეღარ გაპატიებენ. მე სააგენტოში პროფესიონალ მოდელად ვითვლები, ისეთ სამუშაოზე, ქასთინგებზე მიშვებენ, სადაც გამოცდილი მოდელები სჭირდებათ, რომლებმაც მუშაობა იციან. პარიზშია ჩემი დედა სააგენტო, იქ შევიქმენი ჩემი ბაზა და ამიტომაც არ წავედი არსად, თორემ‚ დღესაც მაქვს შემოთავაზებები ლონდონის სააგენტოდან, ბარსელონის ორი სააგენტოდან, ასევე‚ ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოებიდან, ბერლინიდან, მიუნჰენიდან... მაგრამ, ისე კომფორტულად ვარ პარიზში, რომ იქ დავრჩი, თუმცა‚ მომავალში ვაპირებ წასვლას, თან‚ პარიზში იმხელა გამოცდილება მივიღე, ვიცი, რომ უკვე ნებისმიერ ქვეყანაში მოვერგები სამოდელო საქმიანობას და ცხოვრებასაც.
– გამოცდილებიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ალბათ‚ გაქვს შენი მოთხოვნები, რის დაკმაყოფილებასაც ითხოვ ნებისმიერი შემოთავაზების შემთხვევაში?
– ცოტა ხნის წინ‚ სტამბულში ვიყავი სამუშაოდ. თავიდან არ ვაპირებდი, მაგრამ‚ უცებ გადავწყვიტე. პარიზში, „ოტ-კუტიურის“ დაწყებამდე, გარკვეული პერიოდი თავისუფალი მქონდა და ვიფიქრე‚ ჩავალ სააგენტოში, აუზზე, სპორტულ დარბაზში ვივარჯიშებ და კარგ ფორმაში დავბრუნდები პარიზში-მეთქი. კონტრაქტი რომ გამომიგზავნეს, ხელი არ მოვაწერე – პუნქტები ამოვკრიბე და ვუთხარი – ესენი შემიცვალეთ და შემდეგ ჩამოვალ-მეთქი, ანუ‚ მე უნდა მყოლოდა მძღოლი, მქონოდა ჩემი ოთახი და კიდევ ბევრი დეტალი იყო. ჩემი სააგენტო გვერდში დამიდგა და ერთად განვიხილეთ ეს პუნქტები. ჩემმა ბუქერმა პირდაპირ მისწერა: მითხარით‚ კრისტის რა სამუშაოზე, ქასთინგებზე გაიყვანთ, რას შესთავაზებთ და გამოვუშვებთო. რა თქმა უნდა‚ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან, მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მოდელი ჩადის პარიზული სააგენტოდან, თან – მოვეწონე.
– რა სამუშაოები გქონდა პარიზში?
– რამდენიმე დიზაინერთან ვმუშაობდი, ერთ-ერთი არის ალექსანდრ ვოტიე, რომელიც ძალიან ცნობილი, პოპულარული დიზაინერია და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან თანამშრომლობს.  როდესაც პირველად მის ქასთინგზე ვიყავი, როგორც ჩანს‚ მოვეწონე, რადგან, კიდევ დამიძახა და „ფითინგისთვის“ ამირჩია, მერე მეორედაც დამიბარა ქასთინგის გარეშე, ბოლოს კი გადაწყდა, რომ‚ როდესაც რამე სამუშაო ექნებათ, აუცილებლად მე უნდა ვიმუშაო მათთან და ეს ძალიან მიხარია. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს კარიერაში: ცნობილი ფოტოგრაფია – ნატალია ივანოვა, ბევრ პროექტს აკეთებს და დიდი ხანია‚ პარიზში ცხოვრობს. „იუნესკოს“ პროგრამა იყო, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღევანდელი ახალგაზრდა ქალის სახე უნდა წარედგინა ყველა ქვეყნიდან თითო გოგოს. პარიზში ჩვენმა ელჩმა‚ მამუკა კუდავამ, ამ პროექტის შესახებ მეც შემატყობინა, წავედი ქასთინგზე, მოვეწონე და მოვხვდი ამ პროექტში. ნატალიას უნდოდა, რომ თითოეულ გოგონას საკუთარი ქვეყნის შესახებ ფოტოსა და ვიდეოში თავისი ემოციები გამოეხატა. აბსოლუტურად ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მასში მონაწილეობას, ახლაც მიმდინარეობს გადაღებები და შემდეგ უკვე პარიზში მოეწყობა დიდი გამოფენა. მთავარი მოთხოვნა იყო: გოგონა უნდა ყოფილიყო ბუნებრივად ლამაზი. ნატალიას რომ ვუთხარი‚ ცხრა თაობით ქართველი ვარ-მეთქი, გაოცებულმა შემომხედა – არც თმა მქონდა შეღებილი, მწვანე თვალები, არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული – ძალიან მოეწონა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა კუდავას – მან მომცა შანსი, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ეს ძალიან მეამაყება, რადგან, შემიძლია‚ კარგად წარვადგინო საქართველო საერთაშორისო პროექტში. ნატალია და მე კიდევ ვაპირებთ მომავალში თანამშრომლობას. ცოტა ხნის წინ გადამიღეს ფრანგი მომღერლის კლიპშიც, რომელიც ჯერ ვარსკვლავი არ არის, მაგრამ უკვე პოპულარულია. 
– როგორც ვიცი, პარიზში, „ცეზარის“ დაჯილდოების შემდეგ, საკმაოდ პრესტიჟულ კლუბში  იყავი „ავთერ-ფართიზე“ საკმაოდ ცნობილ ფრანგ მსახიობებთან ერთად.
– „რასპუტინი“ – ეს არის პარიზში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული კლუბი, სადაც, თუ „ფეისი“ არ ხარ, არაფრით არ შეგიშვებენ. იქ ძალიან ცნობილი ადამიანები დადიან. მაგრამ, თუ მოდელი ხარ თითქმის ყველა კარი ღიაა შენთვის. ამიტომ, ასეთ კლუბებში შესვლა ჩემთვის არ იყო პრობლემა, თან‚ ჩემი და იყო ჩემთან სტუმრად ჩამოსული, ორივე წავედით და უპრობლემოდ შეგვიშვეს. ფილმმა „არტისტმა“ აიღო „ცეზარი“, რის შემდეგაც გაიმართა „ავთერ-ფართი“ და ძალიან საინტერესო ხალხი იყო მოსული. ფოტო გადავიღე „ცეზართან“ – ისეთი ლამაზია, მოჩუქურთმებული. გიომ კანე რომ დავინახე, ისე გამიხარდა, გავუღიმე. მანაც გამიღიმა – იფიქრა, ეტყობა, მეც ვიცნობო, რადგან, დახურული „ფართი“ იყო და იქ ძირითადად ყველა ყველას იცნობს. მერე, ალბათ, მიხვდა, რომ არ მიცნობდა. თან, მივედი და ვუთხარი – შეიძლება, თქვენთან ფოტო გადავიღო-მეთქი? არ უთქვამს უარი. კიდევ, ვნახე ფრედერიკ ბეგბედერი. კლუბში რომ შედიხარ, სტენდთან ყველა იღებს ფოტოს. რომ შევედი, ზუსტად იმ მომენტში ფრედერიკი იღებდა, მერე მე უნდა გადამეღო, მაგრამ, რომ დამინახა, გაჩერდა, აღარ წავიდა და ერთად გადავიღეთ ფოტო. შემდეგ მოვხვდი მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გიომი, ფრედერიკი და ჟილ ლელუში, რომელიც ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანია. რამდენიმე ადამიანი გავიცანი – პროდიუსერი, რეჟისორი, ვისაუბრეთ, თავიანთი „ვიზიტკები“ მომცეს - თუ ფრანგულ ენას ისწავლი და დაინტერესდები, ფრანგულ ფილმში გადაგიღებთო. ლელუში გვერდით მომიჯდა და, რომ ვუთხარი, ჩემი ოცნება  მსახიობობაა-მეთქი, ზუსტად ერთი საათი მიხსნიდა, რა დამჭირდება ფრანგული ფილმისთვის. ტრენინგი ჩამიტარა. არაჩვეულებრივი ადამიანია.

скачать dle 11.3