კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაწერეს ხელი ნიკა გრიგოლიამ და მისმა მეორე ცოლმა ბათუმის იუსტიციის სახლში და რას უკრძალავს მას „კომედი შოუს“ მსახიობი

„კომედი შოუს” ცნობილი სახეები – ნიკა გრიგოლია და ვახო ბიჭიკაშვილი ამ ზაფხულს „ცოლების ევროტურში” მიდიან. ნიკა გრიგოლიას მეორე მეუღლე მარიამ ფაღავაა, 18 წლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ერთი შეხედვითაც იგრძნობა, რომ ერთმანეთთან სრულ უნისონში არიან. ნიკა და მარი „რუსთავი 2-ში“ ჩავწერეთ.

ნიკა გრიგოლია: მე და ვახო ბიჭიკაშვილი ჩვენი მეუღლეებით „ევროტურში” ვაპირებთ წასვლას, რაშიც მეგობრები გვეხმარებიან. ევროპაში ცხოვრობენ, ჩავალთ და ჩავბარდებით (იცინის). ბერლინში, ვენაში, რომში, ათენში... – ამსტერდამში არ გვყავს მეგობრები და იქ მოგვიწევს ფულის დახარჯვა – აი, სად დაგვერხა (იცინის). ერთი 20 დღით ვაპირებთ წასვლას, მე 22 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მარიამი კი პირველად მიდის უცხოეთში. აგვისტოში ბათუმშიც წავალთ მეგობრებისა და ნათესავების სანახავად, თუმცა, დასასვენებლად – არა. უკვე რამდენიმე წელია, ვერ ვისვენებ ბათუმში, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ახლა – განსაკუთრებით. სეზონი როცა არ არის, მაშინ უფრო მიყვარს იქ  ჩასვლა. მთელი ზამთარი ბათუმში გავატარე, მოტოთი მივდიოდი – თან, ბევრი „ივენთი“ გვქონდა, თან მარის ვაკითხავდი ხოლმე. ღონისძიების ჩატარება გვინდოდა ჯერ თელავში, მერე – ბათუმში, თუმცა, საშინელება მოხდა კახეთში და გადავდეთ ეგ ამბავი.
როცა ცნობილი სახე ხარ, ადამიანები გცნობენ და ყურადღებას გაქცევენ, კი არ მაღიზიანებს, მაგრამ ზედმეტი ყურადღება თავისუფლებას მიზღუდავს. პლაჟზე მაიმუნივით რომ ხარ, ტიტლიკანა ბავშვი რომ მოჰყავს დედას შენთან სურათის გადასაღებად, ის, რა თქმა უნდა, სიყვარულით მოდის, მაგრამ, ისიც ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ, შეიძლება ის იმ დღეს 124-ე იყოს?!
– ნიკა, პირველ ოჯახთან დროის დეფიციტი გქონდა, ახლაც ასეა?
– პრინციპში, კი, მაგრამ, უფრო ნაკლებად. თუმცა, ჩემი საოცარი ცოლი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება – იცის, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ბევრ დროს მოითხოვს. ადრე უფრო დატვირთული ვიყავი სამსახურში და სახლში თორმეტზე ადრე ვერ მივდიოდი და იმ დროს ბავშვს ყოველთვის ეძინა. ახლა ვცდილობ, რაც თავისუფალი დრო გვაქვს, ერთად გავატაროთ – მე, მარი და ჩემი შვილი ხშირად ვართ ხოლმე ერთად.
მარი: ახალდაქორწინებულებისთვის ეს ცოტა რთულია, თან, ახლა ზაფხულია, არ ვსწავლობ, არც ვმუშაობ, ვზივარ სახლში და ველოდები, როდის მოვა ჩემი „წრუწუნა” (იცინის).
– „წრუწუნას” ეძახი მოფერებით?
– ადრე თვითონ მეძახდა და ახლა მე ვეძახი. ერთნაირი ჭკუის და ხასიათის ხალხი ვართ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა ნიკას ცოტა თავისებური ხასიათი აქვს. ერთნაირები რომ არ ვიყოთ, ვერ შევეგუებოდით.
ნიკა: თუ არ მოგწონდა, რას მომყვებოდი ცოლად, შე უბედურო, ვინ გაძალებდა (იცინიან).
მარი: იმიტომ, რომ მომწონდა ეგეთი ხასიათი რომ გაქვს!
ნიკა: გოგო, როგორია, იცი? გითხრა, რაზე მიშლის ნერვებს? ერთ საათს რომ ვკოცნიდე და ერთი წუთით სადმე გავიდე, მომვარდება და მეწუწუნება: „შენ საერთოდ აღარ გახსოვარ, ხო? აღარ მკოცნი, ხო?” ძალიან ვუყვარვარ და მართობს და მახალისებს ეს ამბავი.
– კარგია. მოკლედ, რომანტიკულ განწყობას ინარჩუნებთ ოჯახურ გარემოში.
– რა არის, იცი? ზოგჯერ რომანტიკა დებილობაში გადადის ხოლმე. სიყვარულმა მე რომ ლექსების წერა დამაწყებინოს, ჩავთვლი, რომ ცოტა ავურიე. ლექსი არასდროს დამიწერია. გვყავს ჩვენ ოჯახის პოეტი – ბენჯი რავანელი. ოჯახის პოეტია, ყველა თემაზე შეუძლია ლექსის დაწერა. გვყავს ოჯახის ექიმი, ოჯახის პოეტი (იცინის) და ის წერს ჩემ მაგივრად ლექსებს. ყველაფერზე წერს ლექსებს, გარდა საკუთარი ბედნიერებისა. სხვათა შორის, სახლში კედელზე გვაქვს გაკრული მისი ლექსი ავტოგრაფით.
– ოჯახის დამლაგებელი არ გყავთ?
– რად გვინდა ოჯახის დამლაგებელი? რა იმხელა სახლი ჩვენ გვაქვს, არგენტინულ სერიალებში რომაა – ცალკე პერსონაჟი დამლაგებელი?! ჩვენი ოჯახის კარი მეგობრებისთვის სულ ღიაა. ყოველ საღამოს იკრიბებიან ჩვენთან, ძალიან უყვართ მოსვლა. განმარტოებასაც აქვს თავისი მუღამი და მეგობრებთან ყოფნასაც. მე და ჩემი ცოლი სულ მარტო ხომ არ ვისხდებით სახლში კუებივით?! (იცინის). მხიარული ოჯახი ვართ. მყავდა ცოლი, შვილიც მყავს, მაგრამ, რომ არ იყო კომფორტული ჩემთვის იასთან ყოფნა, იმიტომ წამოვედი.
– ნიკა, მარიამს კარგი იუმორი აქვს?
– კი, მშვენიერი. ვიცნობ გოგოებს, ვისაც უფრო კარგი იუმორიც აქვთ, მაგრამ, 10-ბალიანი სისტემიდან 7-ს დავუწერდი. მეც ვასწავლი ხოლმე რაღაცეებს. იუმორის სკოლები ჩვენთან არ არის, უცხოეთშია ამის კულტურა. ამერიკაში იუმორის კი არა, თამადების სპეციალური სკოლაც არის! მართლა გეუბნები, ხომ ვიყავი იქ და ვნახე. ჩვენს თამადებს შეუძლიათ, იქ პროფესორებად იმუშაონ. ამერიკაში, კალიფორნიაში არიან ტიპები, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები აქვთ. წელს ზაფხულში ამერიკაში უნდა წავსულიყავით. ისევ მე და ჩემი ვახო ბიჭიკაშვილი და გამოგვეჩხირნენ ეს ცოლები! ვეუბნები, ცოლები ცალკე წადით ტაილანდში ან სადმე-მეთქი, ვა! (იცინის). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. არსად არ ვაპირებ ცოლის მარტო გაშვებას. ახალ წელს წავალ ცოლთან ერთად – ამერიკის ერთწლიანი მულტივიზა მაქვს პასპორტში.
ამ ზაფხულს დაგეგმილ ტურს დავარქვით „ცოლების ტური”. გვინდა, მაქსიმალურად ბევრი ვიხეტიალოთ. შეგვეძლო, ერთ ქვეყანაში წავსულიყავით, კარგ სასტუმროში თავისი „ოლ ინკლუზივებით“ და ამბებით, მაგრამ ჩვენ ასე გვირჩევნია, თან, მეგობრებსაც მოვინახულებთ, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფენ ჩვენს მოგზაურობას.
– შენ თუ გაუშვებდი მარიამს მარტოს უცხოეთში?
– წასვლის მიზანს გააჩნია, არა? მე რომ „საგულაოდ” წავიდე (ადრე ჩვენი მამები, ბიძები და ბაბუები რომ დაფრინავდნენ მოსკოვში საგულაოდ 37 მანეთად), მაგარი „სირი” ვიქნები, არ მომწონს ეს. თუ გყავს ცოლი, მასთან კომფორტულად უნდა იყო. შეიძლება, რაღაც მომენტში გახდეს აუცილებელი, მაგრამ, ერთი წლით და დიდი ხნით ჩემს ცოლს ვერც სასწავლად გავუშვებ, ვერც დასასვენებლად და ვერც სიცოცხლის მოსამატებლად! როცა ცოლსა და ქმარს დიდხანს არ აქვთ ურთიერთობა, ძალიან რთულია შემდეგ ყველაფრის თავიდან აწყობა. თუნდაც, ვერ წარმომიდგენია, რომ ერთი წელი სექსი არ გვქონდეს.
– შვილს ხშირად ნახულობ?
– როცა დრო მაქვს, მე, მარი და ბავშვი ერთად ვართ ხოლმე და, სხვათა შორის, მარიმ და ჩემმა შვილმა კარგად გაუგეს ერთმანეთს, ვგრძნობ, რომ ეს ხელოვნური არ არის და ძალიან მახარებს. ბავშვი ჩემთან მომყავს და თავისი ოთახი აქვს. ჯერჯერობით ჩვენთან არ დარჩენილა, მაგრამ დარჩება აუცილებლად.
– ესე იგი, გაამართლა მარტო ცხოვრებამ?
– მარიამმა გაამართლა (იცინის). ზოგს არ შეუძლია, რომ სხვასთან ცხოვრობდეს, ზოგს მარტო არ უნდა. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ნათქვამი აქვს ასეთი რამ: ჩემმა ცოლმა რომ მითხრას, შენს მშობლებან მიჭირს ცხოვრება, ეგეთ ქალთან მე არ ვიქნებიო. ჩემი აზრით, ეს ცოტა სიდებილეა. მარტო უფრო თავისუფლად ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ, გინდა, ცოლს სამზარეულოში მოეფერო, ამ დროს იქ ოჯახის სხვა წევრებიც არიან!
სიმართლე გითხრა, მეც ბევრი შეცდომა დავუშვი, როცა პირველი ოჯახი მქონდა. ურთიერთობაში ნაკლებად, ალბათ, უფრო გამოცდილების მხრივ. ადრე არ დავქორწინებულვარ, იდეალურად ვიყავით, მაგრამ, ბოლოს ჩემმა პირველმა ცოლმა ძალიან აურია, აზროვნება შეეცვალა. მარიამიც ისეთი გოგოა, მე რომ „გამოვსირდე” და ავურიო, იმის გამო, რომ ოჯახი არ დაანგრიოს, ჩემთან ნამდვილად არ დარჩება. გემოვნება და აზროვნება ასე მარტივად არ იცვლება. უცებ მარიამმა სხვანაირად რომ დაიწყოს ჩაცმა, ფიქრი და, გამომიცხადოს, ვგიჟდები და ასე მომწონსო, არ ვეტყვი, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, უბრალოდ, ის ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი გახდება. ურთიერთობაში მთავარია გახსნილობა. ჩემთვის ცოლზე მაგარი მეგობარი არ არსებობს, არ შეიძლება, ძმაკაცთან ცოლზე ახლოს იყო. ასე იყო პირველ შემთხვევაშიც და ახლაც ასეა.
– იასთან რა ურთიერთობა გაქვს?
– სიმართლე გითხრა, იასთან ურთიერთობა ძალიან არ მსიამოვნებს. რომ დავშორდით, თვითონ შემომთავაზა, მეგობრებად დავრჩეთო, მაგრამ, დღემდე ვერ ვიაზრებ და, ალბათ, ფსიქოლოგების დახმარება დამჭირდება – როგორ შეიძლება ყოფილი მეუღლეების მეგობრებად დარჩენა?! ჩემს შემთხვევაში ასეა: თუ ადამიანს ვშორდები, ესე იგი, მისგან რაღაცა მეწყინა და აღარ მინდა მასთან ურთიერთობა. არ მინდა, იას ვაწყენინო და ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, მასთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, ბავშვიდან გამომდინარე რაც გვაქვს, ისიც საკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრებთან დღემდე გადასარევ ურთიერთობაში ვარ – დედამისთან, მის ძმასთან, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია და მიხარია, რომ ჩემი შვილი მასთან იზრდება.
– ახალ სიდედრ-სიმამრს როგორ შეეგუე?
– აუ, ძალიან მაგრად! სიდედრი მყავს ძალიან მაგარი ქალი! მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ვერ გაიგეს თავიანთი შვილის გათხოვების ამბავი, მალე დალაგდა ყველაფერი. სხვათა შორის, ჩვენ სიყვარულის ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს: ყოველ შაბათ-კვირას ვაკითხავდი ბათუმში, 14 იანვრის მერე არც ერთი შაბათ-კვირა არ გამომიტოვებია! თოვლში ჩავსულვარ მოტოთი, მანქანით; ჩავფრენილვარ... თუ რამე ტრანსპორტი დადის, გემის, ცხენისა და ფაეტონის გარდა, ყველაფრით ჩავსულვარ (იცინის).  ძალიან საინტერესოდ ვატარებდით დროს. ბათუმში რომ წავედი და დაქორწინება გადავწყვიტეთ, მარიამს პირადობის მოწმობა იუსტიციის სახლში ჰქონდა, დაუმზადეს და უნდა წამოეღო. საცურაო შორტით, „შლოპანცებითა“ და პლაჟის ჩაცმულობით მივედით იუსტიციის სახლში და ვიკითხე, აქ ხელის მოწერაც თუ შეიძლება-მეთქი. კიო, – მიპასუხა. ხელის მოწერა ხომ ისეთი ზეაღმატებული რიტუალია და იმან ვერ წარმოიდგინა, რომ ასეთი ჩაცმულები მივიდოდით ამ საქმისთვის. ვისარგებლეთ შემთხვევით და სრულიად უფასოდ მოვაწერეთ ხელი. ერთადერთი რაც გვკითხეს, თანახმა ხართ თუ არაო, 10 წუთში ცოლ-ქმარი გავხდით (იცინის). ვახო ბიჭიკაშვილი და მისი მეუღლე იყვნენ მოწმეები.
– ნიკა, რამეში ზღუდავ ცოლს?
– აბსოლუტურად არაფერში, ერთადერთი, შევზღუდავ, თუ 70 წლის ქალივით ჩაიცვა, ან, დედაჩემივით, მაგალითად (იცინის). ისე უნდა ჩაიცვას, რომ მე უნდა გამომიწვიოს. და მტკვრის ნაპირას მდგარ მეთევზეს თუ გამოიწვევს, მაშინ გავუბრაზდები (იცინიან). თუ რამეს ისეთს ჩაიცვამს, რომ გავბრაზდე, დაგირეკავ და ერთი კარგი ინტერვიუ ვგლიჯოთ.

 

скачать dle 11.3