კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯიპ გრანდ ჩეროკი”, 4.0 ძრავით, 2000 წლის. მაინტერესებს  ამ ავტომობილის პლუსები და მინუსები. გადაცემათა კოლოფის გვერდით მანქანას აქვს მეორე ბერკეტი, რომელსაც აწერია ასოები. იქნებ განმიმარტოთ ამ ასოების მნიშვნელობა?
პასუხი: „გრანდ ჩეროკის” პლუსი ისაა, რომ ძრავის ნომინალური სიმძლავრე დაბალ ბრუნებზეც კი მაღალია. შესაბამისად, აქვს უნარი, სხვადასხვა დაბრკოლება ინერციის გარეშე გადალახოს. ამ თვისების გამო, მას შეუძლია, ასევე, საკმაოდ აგრესიულად და სხარტად დაიძრას ადგილიდან. რაც შეეხება მინუსებს: „ჩეროკი” მკვეთრ მანევრებში საკმაოდ სუსტია; ხშირად გამოდის მწყობრიდან მისი სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი დეტალი; მოიხმარს საკმაოდ ბევრ საწვავს და, რამდენადაც კარგად გრძნობს თავს გზის მსხვილ უსწორმასწორობებზე, იმდენად სუსტია უმნიშვნელო წინააღმდეგობა ანუ, თუნდაც საშუალო სიჩქარით სიარულის დროს, ოდნავ უსწორმასწორო ზედაპირზე გადასვლისას, ავტომობილი იწყებს ცახცახს და თითქმის უმართავი ხდება. რაც შეეხება გადამრთველებს, რომელიც სიჩქარეების გადამრთველის გვერდითაა, მასზე დატანილი წარწერები ნიშნავს შემდეგს: როდესაც ბერკეტი სულ წინ არის მიწეული (2H), ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი მხოლოდ ერთ ღერძს იყენებს გადაადგილებისთვის, შესაბამისად, გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებად ცვეთს მბრუნავ დეტალებს, მაგრამ უგზოობის დროს, დიდია ალბათობა, რომ დაბუქსავდეს. ერთი პოზიციით ქვემოთ (4H), ნიშნავს, რომ ავტომობილი გადავიდა ოთხივე წამყვანის რეჟიმზე, ანუ, ორივე ღერძი მოქმედებაში მოვიდა. ამ პოზიციაში სიარული მიზანშეწონილი არ არის კარგი გზის პირობებში, რადგან დამატებით ცვეთს მბრუნავ დეტალებს და, მეტი სიმძლავრის მოთხოვნის გამო, უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, უგზოობის დროს გაცილებით კარგად გრძნობს თავს, ანუ, ალბათობა იმის, რომ ავტომობილი დაბუქსავდება, ძალიან მცირეა. კიდევ ერთი პოზიციით ქვემოთ (N), არის აბსოლუტური ნეიტრალი. მიუხედავად იმისა,  ჩავაგდებთ თუ არა ავტომობილს სიჩქარეში, ის არ დაიძვრება. კიდევ ერთი პოზიციით ქვემოთ – (4L) პოზიციაში, ავტომობილი ოთხივე წამყვანია, თან, შენელებული და გაორმაგებულად გაძლიერებული. არსებობს „ჩეროკის” ვერსიები, სადაც ორ წამყვანსა და ნეიტრალს შორის კიდევ ერთი პოზიციაა დამატებული – ეგრეთ წოდებული „ოთხი ოთხზე”. ამ პოზიციაში წინა და უკანა ღერძს, ორივეს ნაწილობრივ იყენებს, იმის მიხედვით თუ რომელი სჭირდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში გადამრთველ ბერკეტთან უნდა ეწეროს „4 part time“. ასევე, არსებობს ვერსია, რომელსაც ორ წამყვანად გადაქცევა არ აქვს და მხოლოდ სამი პოზიცია აქვს: წინ ყოველთვის ოთხივე წამყვანია, შუაში ნეიტრალი, უკან ოთხივე წამყვანი, თან – გაძლიერებული.
კითხვა: მყავს „სუბარუ ფორესტერი”. შევაერთებინე კომპიუტერზე და დიაგნოსტიკაზე მაჩვენა, რომ დეტონაციის სენსორი მწყობრიდან იყო გამოსული. სად დგას ეს დეტონაციის სენსორი, რას აკეთებს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შეცვლა? ხელსაწყოების დაფაზე არც ერთი ნიშანი არ ინთება და ავტომობილიც ჩვეულებრივად დადის.
პასუხი: დეტონაციის სენსორი არის მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად სუფთად ხდება წვა ჩვენი ავტომობილის ძრავაში, რის მიხედვითაც კომპიუტერი განსაზღვრავს, რა დოზით მიაწოდოს საწვავი ძრავას და რა რეჟიმით შეცვალოს ნაპერწკლის მიწოდება. ანუ, საწვავის ხარისხიდან გამომდინარე, კომპიუტერი ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური ეფექტი და არ მოხდეს ძრავაში დეტონაცია, რაც მასში დეტალების დაზიანებას იწვევს. უკეთ რომ მიხვდეთ, რა არის დეტონაცია, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ის წკრიალის ხმა, რასაც ცუდი საწვავის ჩასხმის დროს ჩვენ „კლაპანების ხმას” ვეძახით. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ავტომობილი სრულად ან ნაწილობრივ იმუშავებს ავარიულ რეჟიმში, შესაბამისად, როგორც მინიმუმ უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივ მოიხმარდა. ანუ, კარგი იქნება ამ სენსორის გამოცვლა. რაც შეეხება სენსორის ადგილს, ის განთავსებულია ძრავას ქვედა ნაწილის უკანა მხარეს – უბრალოდ, ერთი ჭანჭიკით („ბოლტით”) არის მიმაგრებული ძრავას ქვედა ნაწილზე. მისი მოხსნის დროს არც წყალი დაიღვრება, არც ზეთი, ამიტომ, მისი მოხსნა არ გაგიჭირდებათ. 
კითხვა: რა სხვაობებია „მერსედეს ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის?
პასუხი: ალბათ, თქვენ ახალ მოდელებს გულისხმობთ. ძირითადი სხვაობა ამ ორ ავტომობილს შორის ძრავაშია. „ემელ 350” არის ბენზინის, 3.5 ლიტრაჟის და აქვს ექვსცილინდრიანი ძრავა. რაც შეეხება „ემელ 420-ს“ ამ ავტომობილის ძრავა დიზელზე მუშაობს, ძრავას მოცულობაა 4.0 ლიტრაჟი და არის რვაცილინდრიანი. ეს საკმაოდ კარგი თანამედროვე, სწრაფი ძრავაა, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. „ემელ 420-ს“ მეტი აქვს აჩქარება, ნაკლებს წვავს, რადგან, მოგეხსენებათ, დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია. ორივე ავტომობილი აღჭურვილია მართვის შვიდსიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით, მაგრამ მას ფასიც გაცილებით მაღალი აქვს. „ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის ფასში სხვაობა დაახლოებით თხუთმეტი ათასი დოლარია.
კითხვა: მაინტერესებს, როდის უნდა ჩაისხას ავტომობილში ანტიფრიზი?
 პასუხი: ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ავტომობილში, სასურველია, ანტიფრიზი ზამთარ-ზაფხულ ესხას. ის ისევე იცავს წყალს ადუღებისგან, როგორც გაყინვისგან, რაც ერთნაირი პრობლემაა ავტომობილისთვის. თუ ანტიფრიზი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ჩაგისხამთ, მაშინ, შეგიძლიათ, გვიან შემოდგომაზე ჩაასხათ – მაშინ, როდესაც ავტომობილს, საბურავებს და სხვა დეტალებს ზამთრისთვის მოამზადებთ.
კითხვა: რამდენად გამოსადეგი მანქანაა „ლენდროვერ-ფრილენდერი”, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორია მისი საწვავის მოხმარება და, საერთოდ, მირჩევთ თუ არა მის შეძენას? გამიგია, რომ ხშირად აქვს ძრავის პრობლემა. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: მე არ გირჩევთ ამ ავტომობილის შეძენას, ვინაიდან, ის, რასაც ამბობენ მის ძრავასთან დაკავშირებით, რეალობას შეესაბამება. ის ხშირად გამოდის წყობიდან სხვადასხვა წვრილმანი მიზეზის გამო. შესაბამისად, თქვენს შეკითხვას, გამოსადეგია თუ არა ის, ძრავიდან გამომდინარე, გაეცა პასუხი. ხოლო, რაც შეეხება წვას და დადებით თვისებებს, „ფრილენდერი” საწვავს მოიხმარს ისე, როგორც საშუალო ტიპის მსუბუქი ავტომობილი; არის ძალიან კომფორტული სამართავი და გამოირჩევა იმ მხრივაც, რომ მძღოლს აქვს იდეალური პირობები ირგვლივ – 360 გრადუსით ხედვისთვის. მისი მართვისას არ გაქვს შეგრძნება, რომ „ჯიპის“ ტიპის ავტომობილს მართავ.

скачать dle 11.3