კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ოთხცოლგამოცვლილი მამაკაცის კაცური ღირსების დაზიანებისთვის დამნაშავეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

45 წლის ლევან კ. სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. მისი მკვლელობის მცდელობისთვის 35 წლის რამინ გ-ს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ეს სასჯელი დაზარალებულის მდგომარეობას არაფრით ამსუბუქებს – გარდა იმისა, რომ მომხდარის გამო ბოლო, მეოთხე ცოლი დაკარგა, შესაძლოა, მეტი ვეღარც მოიყვანოს, რადგან, ჭრილობების გამო, როგორც თავად ამბობს, კაცური ღირსება დაუზიანდა...
სოფელში დაბადებულ-გაზრდილ ლევან კ-ს ოჯახს  ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა. ის დედმამიშვილებში ნაბოლარა იყო. ამიტომ, მასზე 8-10 წლით უფროსი ძმები პატარაზე სათანადოდ ზრუნავდნენ – სკოლაც დაამთავრებინეს და, თავად უსწავლელებმა, ძმა ქალაქში უმაღლესში ჩასაბარებლად გაგზავნეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, განებივრებული ლევანი პირველ წელს ჩაიჭრა და ძმები იძულებულნი გახდნენ, აბიტურიენტის  მომზადებაზე ეზრუნათ. კითხვა-კითხვით მოძებნეს „ყველაზე სწავლული” ლექტორები და ძმა მიაბარეს. მოკლედ, მათი სურვილი იყო ძმებს შორის ერთი მაინც გამოსულიყო ნასწავლი და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ, სხვისი ხელით საქმის კეთებას შეჩვეულმა ლევან კ-მ ძმების შრომა ქარს გაატანა – მეცადინეობის ნაცვლად, კინო-თეატრებში დადიოდა და დროს ქალებთან გართობაში ატარებდა, რაშიც გარეგნობაც ხელს უწყობდა. ის კი არა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სოფელში ძმებთანაც კი ჩაჰყავდა და ზოგს ლექტორის შვილად, ზოგს კი – მომავალ თანაკურსელად ასაღებდა. ძმებიც პატივს სცემდნენ სტუმრებს, სუფრებს  მხოლოდ სახლში კი არ უშლიდნენ, ბუნებაშიც გაჰყავდათ.  სჯეროდათ, რომ უმცროსი ძმა მოწადინებული იყო და თავისებურად უწყობდნენ ხელს.
სწორედ ასეთი ცხოვრების გამო, ლეომ ისევ  ვერ ჩააბარა. ბოლოს კი, ქრთამების წყალობით, მეღვინეობის ნაცვლად, სასოფლოში მებაღეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტზე მოხვდა, რის გამოც ძმებს ვალების აღება დასჭირდათ, თუმცა უმცროსი ძმა გააფრთხილეს, რომ, თუ არ ისწავლიდა, არც საჭმელ-სასმელს გაუგზავნიდნენ და არც ბინის ქირას გადაუხდიდნენ. ასეთმა მიდგომამ ცოტა ხნით, მაგრამ, მაინც  გაჭრა – ლეო ნორმალურად იქცეოდა, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, მას უკეთესი ცხოვრება მოუნდა და ცხოვრების აწყობა ძმების გარეშე გადაწყვიტა. თავისი – გამჭრიახობითა  და მარიფათით, ლევანმა ოთხი ცოლი გამოიცვალა და არც ერთთან არც საჭმელ-სასმელი აკლდა, არც ჩასაცმელი და... არც საყვარლები.
როგორც მისი ცოლების ჩვენებებით ირკვევა, ლეოს ერთი მეტად თვალშისაცემი ღირსება ჰქონდა – ქალები ცოლად ყველა წესისა და რიგის დაცვით მოჰყავდა, ანუ, ყველასთან ოფიციალური ქორწინება აკავშირებდა. ის დიდ სიფრთხილეს ერთადერთ „ნიუანსში“ იჩენდა: ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ მის საცოლეს ბინა და კარგი ცხოვრება ჰქონდა, საქმე ქორწინებამდე არ მიჰყავდა. სწორედ ამიტომ, ლეო არც შვილიან ქალებს ერიდებოდა, არც ორსულებს და,  დიდ სიყვარულთან ერთად, მათ  ბავშვებისთვის თავისი გვარის მიცემას ჰპირდებოდა. მისთვის მნიშვნელობა არც ასაკს ჰქონდა, ბოლოს კი სწორედ თავისზე ბევრად უფროსმა ცოლმა უმტყუნა...
როგორც წესი, ალფონსი ლეო ცოლებს „გაკოტრების” შემდეგ ეყრებოდა. მართალია, ისინი  ფულისთვის სჭირდებოდა, მაგრამ, მათგან „ნაშოვნ“ ფულს ისევ ქალებთან ხარჯავდა. შესაბამისად, ცოლებთან გაყრის მიზეზი ყოველთვის ეჭვიანობა ხდებოდა, რადგან, ქალები ხვდებოდნენ, რომ ლეო მათ იყენებდა და ღალატობდა, სახლიდან აგდებდნენ, რაც ყველაზე ხელსაყრელი ისევ ლეოსთვის იყო.
საქმის მასალებით, განსასჯელ რამინ გ-სა და ლეოს მეტად „ტრაგიკული ნათესაობა” აკავშირებდა ერთმანეთთან – რამინი ლეოს სიძედ ერგებოდა, რადგან ის ლეოს მეოთხე ცოლის მოყოლილი  შვილის ქმარი იყო. ალბათ, ამიტომაც, მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა – რამინ გ-მ ეგრეთ წოდებული სიმამრი დაჭრა... 
საქმის მასალებშია აღნიშნული, რომ ლევან კ-ს მეოთხე ცოლს, 16 წლით უფროს ქალბატონს ეკატერინეს, ჰყავდა თითქმის ლეოს ასაკის განათხოვარი შვილი – ლიკა. რამინ გ. სწორედ ლიკას ქმარი იყო.
ლეო კ-ს ჩვენების მიხედვით, ეკატერინე, ანუ ეკა ასაკთან შედარებით იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მან მხოლოდ ცოლად მოყვანის შემდეგ შეიტყო, რომ მათ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა იყო. კურიოზი კი ისაა, რომ რამინ გ-მაც მხოლოდ ქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ლიკა მასზე ოთხი წლით იყო უფროსი.  ქმრებზე მონადირე დედა-შვილმა მეუღლეები მალე დაკარგეს – ერთის ქმარი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, მეორის კი თავის გზაზე „ღირსებადაკარგული” წავიდა...
საბრალდებო დასკვნის თანახმად: „რამინ გ. კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა ლევან კ-სთან. 18 სექტემბერს, საღამოს დაახლოებით 20 საათზე, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე წარმოშობილი კამათის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამინ გ-მ ცოლის მამინაცვალი დანით დაჭრა, რითაც მას მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, ლევან კ. გადარჩა, ხოლო, რამინ გ., 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლის ბრალდებით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს”.     
ქონებრივი დავა 
როგორც თავად ლეოს ჩვენებებიდან ირკვევა, მან ყველაზე დიდხანს ლუდას სახლში დაჰყო, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: ლეოზე გათხოვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ლუდა საბერძნეთში წავიდა და მოგვიანებით ქმარიც უნდა წაეყვანა, მაგრამ, ეს საქმე დროში გაიწელა და სწორედ ამ პერიოდში ლეოს მორიგი სიყვარული ეწვია.
ლევან კ-ს ჩვენებიდან: „ლუდა კარგი ქალი იყო, ჩემზე ზრუნავდა. მისი წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა და სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მანანა. ჩემდა გასაკვირად, მაშინვე მომეწონა. ვინაიდან ლუდა უცხოეთში იყო, რომანი მასთან გავაბი. არ ვიცი, ლუდამ საიდან გაიგო, დამირეკა და ყველა ის ადგილი ჩამომითვალა, სადაც მანანასთან ერთად დავდიოდი. იმ დღის შემდეგ ფულის გამოგზავნა შეწყვიტა და იძულებული გავხდი, მანანა ლუდას სახლში მომეყვანა. რამდენიმე თვე ასე ვცხოვრობდით. მანანა ღამით გვიან მოდიოდა და დილით ადრე მიდიოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ დაინახა და ლუდას გააგებინა, რადგან, ლუდამ დამირეკა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მისი სახლი დამეტოვებინა. პატიებას ვთხოვდი, უსინდისოდ ვატყუებდი, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ, რამდენიმე დღეში ბინის გასაღები მისმა ბიძაშვილმა წამართვა, ერთ თვეში კი თავად ლუდა დაბრუნდა და განვქორწინდით. ამასობაში მანანასაც დავშორდი.
ეკონომიურად ძალიან მიჭირდა. სწორედ ამ დროს  გავიცანი ქალბატონი ეკატერინე. ძალიან კეთილი და სანდომიანი ქალი იყო. მითხრა, რომ თავს მარტო გრძნობდა და, უნდოდა, გვერდით კარგი ადამიანი  ჰყოლოდა. როგორც ჩანს, სწორად გათვალა, მიხვდა, რომ არც ბინა მქონდა და არც თავშესაფარი და თავისთან სახლში ცხოვრება შემომთავაზა. მასთან სექსუალურ კავშირზე არც მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ჩემი ასაკის შვილი ჰყავდა, ეკატერინემ შემომთავაზა, რომ, თუ მასთან დავრჩებოდი, ყველაფრის უფლებას მომცემდა, ანუ, თუ სხვასთან ურთიერთობა მომინდებოდა, არც ამის პრობლემა მექნებოდა და არც ცოლის მოყვანის, რადგან, ესმოდა, რომ შვილი მეც მინდოდა, თავად კი შვილებს ვერ გამიჩენდა. მეტი ნდობისთვის იმასაც დამპირდა, რომ ბინის ნახევარს ჩემზე გადმოაფორმებდა.
სხვა არჩევანი არ მქონდა, თანაც, ვალები უნდა გამესტუმრებინა და, ამიტომ, შემოთავაზებას დავთანხმდი. ამ ამბავმა ისე ცუდად იმოქმედა მის შვილზე, რომ,  დედაზე შურის საძიებლად ციხიდან ახალგამოსულ საყვარელს – რამინ გ-ს გაჰყვა ცოლად, რომელსაც ოჯახი  მიეტოვებინა. მე და რამინმა თავიდან კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა. დედა-შვილიც დაწყნარდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ გამწვავდა, როდესაც რამინს ცოლმა მოაგნო და მასთან ერთად მთელი ოჯახი დაგვწყევლა. სწორედ ამ პერიოდში მიპოვა მანანამაც და გამომიცხადა, რომ ჩემგან შვილს ელოდა, ძალიან გამიხარდა, თუმცა, როდესაც ეს ამბავი ეკატერინეს ვუთხარი და ბინის ამბავიც შევახსენე არ ესიამოვნა. ცდილობდა, მანანაზე უარი მეთქვა, მარწმუნებდა, რომ, შესაძლოა, ქალი მატყუებდა, მაგრამ, ვინაიდან ვერ დამიყოლია, რეციდივისტ სიძეს ჩემი მოკვლა დაავალა”, – აცხადებს ჩვენებაში დაზარალებული, თუმცა, სრულიად საპირისპიროს ამბობს ბრალდებული.
რამინ გ-ს ჩვენებიდან: „ეგრეთ წოდებული სიმამრი მისი სიდედრის სახლში უსინდისოდ იქცეოდა – ქალს ისეთ დღეში აგდებდა, ლამის ყოველდღე სასწრაფოს გამოძახება იყო საჭირო. ვაფრთხილებდი, რომ ასაკოვან ქალს ცოტა მოფრთხილებოდა, მაგრამ, უარესს აკეთებდა, ბოლოს კი ბინის გაყიდვა და ფული მოსთხოვა ჩემმა სიდედრმა რომ ეს ამბავი მომიყვა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ, მათ საქმეში ჩარევა არ მინდოდა. მართალია, ჩემი სიდედრი მისი სახლში მოყვანით ძალიან შეცდა, მაგრამ, ასე ვერ მივატოვებდი.
იმ საღამოს სახლში მე და ლეო მარტოები ვიყავით. უსიამოვნებას მაინც მოვერიდე და არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ, ჯერ ჩემი სიდედრის დაცინვა დაიწყო, ბოლოს კი შემომთავაზა, რომ ბინა გაგვეყიდა და თანხა ორივეს გაგვენაწილებინა. რა ჩავიდინე, არ მახსოვს... ცხოვრებაში ბევრი ნაძირალა მინახავს, მაგრამ, მსგავსი საქციელის კაცს არასდროს შევხვედრივარ. ამიტომ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მსგავს სიტუაციაში ისევ ისე მოვიქცეოდი,” –  განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც თითქმის თანატოლი „სიმამრის” დაჭრისთვის 5 წელი მიესაჯა...
რა მოხდა რეალურად ორ მამაკაცს შორის, ძნელი სათქმელია, მაგრამ, როგორც სამედიცინო დასკვნაშია ნათქვამი, დაზარალებულ ლევან კ-ს, დაჭრის შედეგად რამდენიმე დაავადება განუვითარდა, რადგან, ეგრეთ წოდებულმა სიძემ ის საზარდულის მიდამოში დაჭრა და ,,მამაკაცური ღირსება“ დაუზიანა. 
დაზარალებული ლეო დამზარალებლის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ რამინ გ-ს მხოლოდ 5 წელი აკმარა...

скачать dle 11.3