კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიწყე ახლავე!

ზაფხული, შვებულება და დასვენება სულაც არ ნიშნავს უმოძრაობას. პირიქით, თუკი მთელი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდით თუნდაც მსუბუქად წავარჯიშებას, ახლა მაინც მოიცალეთ თქვენი ჯანმრთელობისთვის (და გარეგნობისთვისაც) და მიუძღვენით საკუთარ თავს დღის განმავლობაში 2-3-ჯერ თუნდაც 20-20 წუთი. არჩევანი დიდი გაქვთ: ცურვა, სირბილი, ადგილზე ხტომა, ჩვეულებრივი გამამხნევებელი ვარჯიშები, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა და ასე შემდეგ.
შეუდექით ვარჯიშს დღესვე, ნუ გადადებთ ხვალისთვის, რადგან, ეს „ხვალ“ კიდევ და კიდევ გადაიწევს და, ღმერთმა იცის, როდის დადგება. გასაგებია, რომ მიუჩვეველი ხართ და თავიდან ძალიან დაგეზარებათ, მაგრამ, რაც მეტჯერ დაძლევთ სიზარმაცეს, მით მეტად იგრძნობთ არა მარტო ვარჯიშის შედეგად მიღებულ სიმსუბუქეს, არამედ, საკუთარ თავზე გამარჯვებით გამოწვეულ სიამაყესაც.
თუ სირბილი აირჩიეთ, საუკეთესო ვარიანტია ძუნძული (დილას და საღამოს) – სირბილის ამ სახეობას მილიონობით ადამიანი მისდევს მთელ მსოფლიოში და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებს: გარდა გამაჯანსაღებელი და გასახდომი მეთოდისა, ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობენ დილაობით მაინც (ანუ, ძუნძულით დარბიან), გაცილებით უფრო ბედნიერად და მშვიდად გრძნობენ თავს მთელი დღის განმავლობაში; გარდა ამისა, უფრო ადვილად წყვეტენ ცხოვრებაში წამოჭრილ პრობლემებს, ანუ, გაცილებით უფრო საღად აზროვნებენ. ამიტომ, შეადგინეთ გრაფიკი: დილით – ძუნძული (ნახევარი საათი მაინც), დღის განმავლობაში კი „შეაშველეთ“ ის ვარჯიშები, რომლებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ.
სხვათა შორის, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მკერდის კიბოთი დაავადების რისკი 30 პროცენტით ნაკლებია იმ ქალბატონებში, რომლებიც სისტემატურად ვარჯიშობენ.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ ფიზიკური ვარჯიში არის არა უსიამოვნო ვალდებულება, არამედ, სასიამოვნო და სასარგებლო – ერთდროულად. თუ ამას ბოლომდე გააცნობიერებთ, ფიტნესი თქვენთვის ცხოვრების წესად და ყველაზე საყვარელ გართობად იქცევა, მით უფრო, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ თვალნათლივ დაინახავთ შედეგს.
მაშ, ნუ გადადებთ ხვალისთვის, დაიწყეთ დღესვე!

скачать dle 11.3