კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, სად უფრო სწრაფად შეიძლება გარუჯვა – მთაში თუ პლაჟზე და, მოქმედებს თუ არა ეს თმაზე?
პასუხი: უფრო სწრაფად გაირუჯებით მთაში, რადგან, ყოველ 100 მეტრ სიმაღლეზე ასვლისას მზის ულტრაიისფერი გამოსხივება 0,5 პროცენტით იმატებს. რაც შეეხება პლაჟს, ქვიშიანი სანაპირო 15 პროცენტით აძლიერებს მზის მოქმედებას, რადგან ქვიშა (სილა) ირეკლავს სხივებს. შედეგად, რისკის ზონაში ექცევა არა მარტო კანი, არამედ – თმაც. თმას აზიანებს, ასევე, ზღვის წყალიც. ამიტომ, აუცილებელია, პლაჟიდან დაბრუნებისთანავე მიიღოთ შხაპი და თმაც ჩამოიბანოთ. სასურველია, პლაჟზე გასვლის წინ თმაზე წაისვათ სპეციალური, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება, რომელიც წყალს არ იკარებს.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნიღაბი სახისთვის, რომელიც თაფლზე მზადდება.
პასუხი: 3 სადილის კოვზ ხაჭოს კარგად შეაზილეთ 1 სადილის კოვზი ნაღები (ან არაჟანი) და 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. წაისვით ნარევი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. ეს ნიღაბი წმენდს კანს, ამაღლებს სისხლძარღვების ტონუსს და აუმჯობესებს სახის ფერს. უხდება ნებისმიერი ტიპის სახის კანს, მთავარია, არ იყოთ თაფლზე ალერგიული.
კითხვა: ამ ზაფხულს შვებულებას ვერ ვიღებ და, შესაბამისად, ქალაქში მიწევს ყოფნა. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, მხოლოდ საღამოს საათებში თუ გავდივარ ქუჩაში საქმეებზე. მაინტერესებს, მაინც არის თუ არა საჭირო მზისგან დამცავი კრემის წასმა?
პასუხი: საჭირო კი არა, აუცილებელია, ოღონდ, თქვენთვის საკმარისი იქნება SPF 15. თუ თქვენი კრემი არ შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორს, მას შეცვლის SPF-ის შემცველი პუდრი. ცხელ დღეებში განსაკუთრებით მოგიხდებათ მინერალური პუდრი, რომელიც 30 პროცენტით ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება.

скачать dle 11.3