კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პაპანაქება სიცხეში ემოციურ დატვირთვას მოერიდეთ და სწორად შეარჩიეთ საკვები პროდუქტები


პაპანაქება სიცხე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ჰიპერტონიითა და გულით დაავადებულ ადამიანებზე. ამ დროს მეტი დატვირთვით მუშაობს გული და ადამიანს დისკომფორტის შეგრძნებას უქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ საკვები, რადგან ასეთ პერიოდში კვებითი მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები ხშირია.
სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გული გაწუხებთ და ხვდებით, რომ სუსტად გრძნობთ თავს. ჯობია, დილა-საღამოს იმუშაოთ, შუადღისას კი ჩრდილში დაისვენოთ.
ასევე, ზაფხულის პაპანაქებაში უნდა მოერიდოთ სტრესულ და მღელვარე სიტუაციაში ყოფნას. ამ დროს ემოციური დატვირთვა ძალიან საშიშია.
მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება, სისხლძარღვთა სპაზმი გამოიწვიოს. დღის განმავლობაში სვით სითხეები. აჯობებს თუ მინერალურ წყალს დალევთ, რადგან ის მიკროელემენტების ბალანსს აღადგენს ორგანიზმში.
სიცხეში იმუნიტეტი და ამტანობა საგრძნობლად ქვეითდება. ჩვენ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ მცხუნვარე მზის დროს და ეს ენერგია აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ.

როგორ ავიცილოთ ასაკის მატებასთან ერთად სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები
ადამიანის მოძრაობას უზრუნველყოფს სახსრები. საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, ტრავმა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება.
სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად, სახსრები აწუხებს მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული. ისინი ხშირად ავადდებიან ნიკრისის ქარით.
როცა ირღვევა შარდის მჟავას ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს. ამიტომ, თუ სახსრების დაავადება აწუხებდა თქვენს წინაპარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას. არ შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად უნდა გაიკეთოთ ანალიზი შარდის მჟავას რაოდენობის გამოსაკვლევად.
სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მრუდდება სახსრები, ხშირად, 35-40 წლის ასაკში ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის.
რაც შეეხება ზედმეტ წონას: ის დამღუპველია მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ გირჩევთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა, ივარჯიშოთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას მატებს სახსრებს. ასევე, დაგეხმარებათ მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ვიტამინოთერაპია. სახსრებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს B ჯგუფის ვიტამინები.

მამაკაცებო, ჭამეთ ბევრი პომიდორი და ცხიმიანი თევზი
პროსტატის სიმსივნით დაავადების საშიშროება მამაკაცებში ასაკში შესვლისთანავე იმატებს. ექიმები მათ ცხიმიანი თევზის ჭამას ურჩევენ, რადგან დამტკიცებულია, რომ ცხიმიანი თევზი პროსტატის სიმსივნის რისკს საგრძნობლად ამცირებს.
ის, ვინც თევზს რეგულარულად და ხშირად მიირთმევს, პროსტატის კიბოსგან, პრაქტიკულად, დაზღვეულია.
თევზის ცხიმი მეტად სასარგებლოა, ის შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს.
პროსტატის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის პომიდორიც ძალიან სასარგებლოა. ის ძლიერ ანტიოქსიდანტს, კერძოდ, ლიკოპინს შეიცავს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ის უმი კი არა, თერმული დამუშავების შემდეგ უნდა მიირთვათ.
თუ მამაკაცი დღეში ექვს ცალ პომიდორს მიირთმევს, შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან პროსტატის სიმსივნე მას არასოდეს შეაწუხებს.

მჟაუნა ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და დაბალ ჰემოგლობინს მაღლა სწევს
მჟაუნა გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდაც. მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C  და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს.
სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.  მჟაუნა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.
ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.
ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ, უმჯობესია, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.
ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.
თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
ალერგიის დროს კი, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით.

შეივსეთ ვიტამინების ნაკლებობა და აიმაღლეთ ტონუსი მცენარეული ნაყენებით
სამკურნალო ბალახების ნაყენი ძალიან სასარგებლოა. ვიტამინების ნაკლებობის დროს შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ასკილი და ერთი წილი მოცხარის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ათი წუთით ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ. ასევე, შეგიძლიათ, ერთმანეთს შეურიოთ თითო წილი ასკილისა და ცირცველის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ხუთი წუთი. შემდეგ დაახლოებით, ოთხი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ. ასევე კარგია, ერთი წილი ჟოლოს, ერთი წილი შავი მოცხარისა და ერთი წილი მოცვის ფოთლების ნარევიც: ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით, ხუთი წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა ავიტამინოზისა და ჰიპოვიტამინოზის დროს, დღეში ორჯერ.
კუჭის აშლილობისას ერთმანეთს შეურიეთ ერთი წილი პიტნა, სამი წილი ჭინჭარი და ორი წილი კატაბალახას ფესვები. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ. ასევე, შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ჟოლოს ფესვები და ერთი წილი ანწლის ყვავილი. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ. ეს კუჭის შემკვრელი არაჩვეულებრივი საშუალებაა.
თუ ტონუსის ამაღლება გინდათ, მაშინ ათ გრამ კვლიავს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სამკურნალო მცენარეების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში.

რა სიმპტომები ახასიათებს კუჭის წყლულს და რომელი საკვები უნდა მიირთვათ ამ დაავადების დროს
ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად ესაჭიროება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიღება-მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება და, საკმარისია, რომელიმე ნივთიერების ნაკლებობა გაჩნდეს, თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ყველაზე სერიოზული წყლულოვანი დაავადებაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი, თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში, წყლულის გაჩენა, რაც ძნელად ხორცდება. ამ დაავადების დროს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოემოციურ გადაძაბვას, კვების არეულ რეჟიმს, უხეშ, გამაღიზიანებელ საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ.
დაავადების ძირითადი ნიშნებია: გულძმარვა, ტკივილი კუჭის არეში, ასევე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და გულთან. ადამიანს ეს მოვლენები ეწყება კვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ზოგჯერ კი, დილით, უზმოზე. საერთოდ, წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით ხასიათდება. ამ დროს საჭიროა კუჭის წვენის გამოკვლევა, რადგან წყლულოვან დაავადებას ხშირად თან ახლავს კუჭის წვენის სიმჟავის მომატება. ამ დროს ავადმყოფმა ისეთი საჭმელი უნდა მიიღოს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს არ გააღიზიანებს, არ გამოიწვევს მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულების შემთხვევაში, აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის დროს ეფექტურია წყალში გახსნილი სოდის მიღება, კერძოდ, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ.
წყლულის მკურნალობისას, ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის ბულიონი, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ძეხვეული, მჟავე, ცხარე, მლაშე საჭმელი; ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები. ავადმყოფმა უნდა ჭამოს გახუხული პური, კარაქი, ხაჭო, უმარილო ყველი, გაწურული მაწონი, მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცი, კარტოფილის და სტაფილოს პიურე, უხორცო სუპი, ფაფები. შეუძლია, ასევე, მიირთვას თოხლო კვერცხი.
საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, ხილი და ბოსტნეული ჭამოთ მოხარშული ან მისგან გამოწურული წვენი დალიოთ.

скачать dle 11.3