კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  შესაძლებელია თუ არა, ცოფით დაავადებული ცხოველის პარაზიტისგან, ვთქვათ, რწყილისგან, ადამიანზე გადავიდეს ინფექცია?
პასუხი: ცოფი გადაეცემა უშუალოდ დაავადებული ცხოველისგან, რწყილი არ არის ცოფის გადამტანი.
კითხვა: ხელის მტევნებზე და იდაყვს ზემოთ მკლავებზე, გამიჩნდა წვრილი სისხლჩაქცევები. რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს ან რას მირჩევთ?
პასუხი: სისხლჩაქცევები, რომლებიც ტრავმებთან არ არის დაკავშირებული, სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობის შედეგია, რომელიც, თავის მხრივ, გვხვდება როგორც ინფექციური, ასევე, სისხლის სისტემის დაავადებების დროს. კვლევის პირველ ეტაპზე მიმართეთ ჰემატოლოგს.
კითხვა: გადამდებია თუ არა ტუჩის ჰერპესი კონტაქტის დროს? რა ანალიზი უნდა გავიკეთო?
პასუხი: ჰერპესი ვირუსული ინფექციაა და საკმაოდ გადამდებია. ანალიზი საჭირო არ არის, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებით მისი მატარებელი.
კითხვა: ვარ 26 წლის. ვიცავ დიეტას და ვხმარობ შაქრის შემცვლელს. შეიძლება თუ არა მან წნევის ვარდნა გამოიწვიოს?
პასუხი: ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში ამის მიზეზი დიეტა და სიცხეა (საკვების, გლუკოზის ნაკლებობა და, ასევე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დიდი რაოდენობით სითხის  დაკარგვა). თუ დიეტის დარღვევა არ გსურთ, კოფეინის შემცველი სასმელები და შავი შოკოლადი მაინც დაუმატეთ თქვენს რაციონს, რათა წნევის საჭირო მაჩვენებლების შენარჩუნება მოხდეს.
კითხვა: რას მირჩევთ ანემიის დროს?
პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ანემიის მიზეზი, შემდეგ კი დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. უდიაგნოზოდ ანემიის მკურნალობა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.
კითხვა: რა არის გლაუკომა და როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი: გლაუკომა თვალის საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თვალშიდა წნევის მომატების ფონზე მხედველობის ნერვის ატროფიის განვითარებით. მის დროულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  მკურნალობის ტაქტიკას არჩევს ექიმი დაავადების სტადიის, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დანიშნულების სწორად შესრულებას, საჭიროა ჩაწვეთებებს შორის ინტერვალების დაცვა.
კითხვა: არსებობს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალოდ ისეთივე ვაქცინა, როგორიც B ჰეპატიტის?
პასუხი: C ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინა და იმუნოგლობულინი არ არსებობს.
კითხვა: ვარ 18 წლის. მაქვს ჭარბი ოფლიანობა (იღლიებში ტანსაცმელი სულ მისველდება). ვის მივმართო?
პასუხი: თუ ოფლიანობას დეზოდორანტების და სხვა ჰიგიენური საშუალებების მეშვეობით ვერ აკონტროლებთ, პირველ ყოვლისა, მიმართეთ ენდოკრინოლოგს. ჭარბი ოფლიანობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში თირეოტოქსიკოზია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3