კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი მარგალიტზე

„ცათა სასუფეველი იმ ვაჭარს ჰგავს, რომელიც მარგალიტებს ეძებდა. იპოვა თუ არა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წავიდა და გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა და იყიდა იგი“.
მათე 13, 45-46
შენ თუ ეძებ ძვირფას მარგალიტს?
მარგალიტი ზღვის ფსკერზე იბადება: ნიჟარა იხსნება და ფსკერამდე ჩაღწეული მზის სხივი უმალ ეცემა მას. მერე ნიჟარა იხურება და შიგნით საიდუმლოდ იბუდებს მარგალიტი. ამბობენ, ამიტომ არისო მარგალიტი ელვასავით მბზინავი.
ზღვაში უამრავი სხვადასხვა მარგალიტია. ვაჭარი გემით დაცურავს და გულმოდგინედ დაეძებს მას. ასევე, დაეძებს ადამიანი ღმერთს სხვადასხვა რელიგიაში. მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთია. ამ ვაჭარმა სწორედ მას მიაგნო – მარგალიტებს შორის ყველაზე ძვირფასს – ქრისტეს რჯულს და მას უერთგულა სიცოცხლის ბოლომდე, ყველაფერი მას შესწირა.
ამქვეყნიური სიბრძნე მრავალფეროვანია, ჭეშმარიტება კი ერთია – ეს არის ქრისტე, უფალი გვეუბნება: „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
უფალმა იესომ ზღვაში მოძიებული და ნაპოვნი მარგალიტებივით შემოიკრიბა წმიდა მოციქულები, რომლებიც მანამდე მეთევზეობით ირჩენდნენ თავს. ღვთის წყალობით, ისინი „კაცთა მებადურები“ გახდნენ. ქრისტეს მოციქულებმა მიატოვეს ყველა და ყველაფერი, უფლისგან ძვირფასი მარგალიტივით მიიღეს, წუთისოფლის ფსკერზე დაფარული ღვთაებრივი სიბრძნე – წმიდა სახარება, შეასწავლეს იგი, შეიყვარეს და მთელ ქვეყნიერებაზე გაავრცელეს. მადლობა უფალს, რომ ეს ძვირფასი მარგალიტი დღემდე ქრისტეს ეკლესიაში ინახება.
მარგალიტის მაძიებელი ჯერ კარგად მოემზადება: ცურვასა და ყვინთვას ისწავლის, მარგალიტის მოსაძიებლად დროს შეარჩევს, გემით ან ნავით მიაღწევს იმ ადგილს, სადაც ძვირფასი მარგალიტი ეგულება, უშიშრად ჩავა ფსკერზე, გახსნის ნიჟარას და სიხარულით წამოიღებს ამ პატიოსან თვალს.
შენც შეგიძლია მარგალიტის მაძიებელივით ჯერ მოემზადო, ნიჟარასავით გამოაღო ეკლესიის კარი, შეხვიდე და იქ სიხარულით მიიღო უძვირფასესი მარგალიტი – ქრისტეს რჯული და სწავლება.

скачать dle 11.3