კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პაისი მთაწმინდელი: ჩვენ წმიდანთა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობას: იღუმენობას, მღვდლობას, ეპისკოპოსობას. ერთნი ხელს იჭრიდნენ, მეორენი – ცხვირს, მესამენი – ყურებს, მეოთხენი – ენას, რომ ფიზიკური ნაკლი ჰქონოდათ და ხელდასხმას განრიდებოდნენ. იყვნენ წმიდანები, რომელთა ქოხებსაც სახურავს ხდიდნენ და მაღლიდან ისე ასხამდნენ ხელს. იყვნენ წმიდა ამფილოქეს მსგავსი წმიდანები, რომელთაც ხელს შორიდან ასხამდნენ. ესენი გაბრწყინებული ადამიანები იყვნენ და სიწმიდეს ფლობდნენ, მაგრამ, რადგანაც აცნობიერებდნენ, თუ რა დიდ ღირსებას უნდა ფლობდეს სული და რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას, ისინი გაურბოდნენ ამ მისიას. გზა, რომელიც ამ ადამიანებმა იპოვეს, სულიერად დაეხმარა მათ.
ისააკ ასური: რამდენადაც მოიკლებს ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.
იოანე ოქროპირი: ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ, ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან, ის თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალე, ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა, იგი, ვისგანაც წყევლა მოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება, რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება, ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა, თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშაოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არ გაქვს. როცა ადამიანი ვინმეს წყევლის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბოროტება არსებობს. ადამიანი სხვას მაშინ წყევლის, როცა მთელი არსებით სურს მისთვის ბოროტება.
ნიკოლოზ სერბი: გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა, გზაშეცთომილს თუ უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და უანგარო დამოკიდებულება. სიამაყით, გახმაურებით ნუ გაუწევ გაჭირვებულს შენს დახმარებას და იგი, ადრე თუ გვიან, დაგიმეგობრდება. თავდაპირველად ბეღურასავით გაუბედავი იქნება, კაკანათის რომ ეშინია, ხოლო შემდეგ კი შენთან ერთად შეუშინდება ღმერთს, ისაუბრებს ღმერთზე, მარადისობაზე, მისთვის სამზადისზე.
იოანე სინელი: ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელის მსგავსად სისხლს სწოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი, სიწმიდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები – ფარულად და დარცხვენით, მაგრამ, უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე პირველნი; იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა; თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და, ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან.

скачать dle 11.3