კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გარდამეცვალა მამა. შეტანილი მაქვს ნოტარიუსთან განცხადება სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ, ვინაიდან, ჩემს დაბადების მოწმობაში და, შესაბამისად, შემდგომ, პირადობის მოწმობაში, ჩემი გვარი არასწორადაა ჩაწერილი (მამაჩემის გვარსა და ჩემს გვარს შორის ერთ ასოშია განსხვავება), ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა არ გასცა. მივმართე სამოქალაქო რეესტრს შეცდომის გამოსწორების მოთხოვნით, მაგრამ, სამოქალაქო რეესტრმა უარით მიპასუხა. რა გზით შეიძლება გამოვასწორო ეს ცდომილება და მივიღო სამკვიდრო?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზეც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის შესახებ.
შესაბამისად, უნდა მიმართოთ განცხადებით საქალაქო სასამართლოს, მამათქვენსა და თქვენ შორის ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით (განცხადებას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაურთოთ ნოტარიუსის უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ და პასუხი სამოქალაქო რეესტრიდან).
კითხვა: 1995 წელს ჩემი შვილი დაქორწინდა, მაგრამ, ქორწინება დარეგისტრირდა 2004 წელს. რამდენიმე წლის ერთად ცხოვრების შემდგომ ჩემი შვილი და ჩემი რძალი დაშორდნენ, კერძოდ, 2008 წელს ჩემი ყოფილი რძალი საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა ჩემი შვილი. ჩემი ყოფილი რძალი პრეტენზიას აცხადებს ჩემი შვილის ქონებაზე. აქვს თუ არა მას უფლება, მოითხოვოს ჩემი შვილის ქონებიდან მემკვიდრეობა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან, ფაქტობრივად, სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა, შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
შესაბამისად, თქვენ სარჩელით უნდა მიმართოთ სასამართლოს, თქვენი ყოფილი რძლისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
კითხვა: მყავს მეგობარი, რომელიც სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების გამო შეზღუდულ ქმედუნარიანად სცნო. ამჟამად ჩემი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ამიტომ, მან გადაწყვიტა ნოტარიუსთან ჩემს სასარგებლოდ ანდერძის შედგენა, მაგრამ ნოტარიუსმა უარი განაცხადა ანდერძის დადასტურებაზე. სწორია თუ არა ნოტარიუსის მოქმედება, აქვს თუ არა მას უფლება, უარი უთხრას ადამიანს თავისი ნების გამოვლინების დადასტურებაზე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში ნოტარიუსის მოქმედება მართლზომიერია.
კითხვა: მდინარეში დავიჭირე თევზი, რომელიც მივიტანე მეგობრის ოჯახში და მივირთვით ერთად. ჩემმა მოტანილმა თევზმა მოწამლა ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დასჭირდა ორი კვირა მკურნალობა, ამის გამო, ჩემი მეგობარი მთხოვს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია საავადმყოფოში მეუღლის მკურნალობისას. აღსანიშნავია, რომ მე არ გამაჩნია სახსრები, ვარ უმუშევარი, სოციალურად დაუცველი და ამხელა თანხის გადახდა ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია. ჩემი მეგობარი მემუქრება, რომ თუ არ გადავიხდი თანხას, მიმართავს სასამართლოს. გთხოვთ დამაკვალიანოთ, უნდა ავანაზღაურო თუ არა მკურნალობის ხარჯები?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროდუქტს არ მიეკუთვნება ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და მეთევზეობის, მიწათმოქმედებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. გადაუმუშავებელი მეთევზეობის პროდუქტი არ შეიძლება ჩაითვალოს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად.
კითხვა: მაღალი სიცხეების გამო ჩემი შვილი დავაწვინე საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ მის ავადმყოფობის ისტორიაში მითითებული იყო, რომ ის არის ალერგიული მთელი რიგი პრეპარატების მიმართ, საავადმყოფოში გაუკეთეს ანტიბიოტიკი, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაამძიმა და დასჭირდა ხანგრძლივი მკურნალობა. ჩემი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, საავადმყოფო უარს აცხადებს, თვითონ დაფაროს მკურნალობის ხარჯები.  მათი დაუდევრობის გამო, ფაქტობრივად, აღმოვჩნდი მძიმე მდგომარეობაში – ავიღე ვალი, რისი გადახდაც არ შემიძლია. მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება, მოვთხოვო საავადმყოფოს მათი დაუდევრობის გამო ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირი (დაწესებულება), რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას, თუ დამტკიცდება სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა, აღნიშნული დაწესებულების მიერ პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით.
კითხვა: მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს საერთო საკუთრებაში გვაქვს საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან მე მასთან მაქვს ძალიან დაძაბული ურთიერთობა, ფაქტობრივად, ვერ ვსარგებლობ ჩემი საკუთრებით და ვცხოვრობ ნათესავთან. როგორ შეიძლება მოვიქცე, რომ დაუბრკოლებლად ვისარგებლო ჩემი კუთვნილი ქონებით?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მონაწილეს შეუძლია, მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

скачать dle 11.3