კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმილიარდიან კაპიტალს ფლობს ინდოელი ვიჯაე მალია და რატომ უწოდებენ მას „ყველაზე გლამურულ ინდოელს”

მსოფლიოში უამრავი ადამიანია რომელთა გაცნობა ნამდვილად ღირს. სასაცილოები და სერიოზულები, ერუდირებულები და განათლებულები, სიმპათიურები და ქარიზმატულები. მათ შორისაა განსაკუთრებულ ადამიანთა კასტა, რომლებიც სიცოცხლის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ისინი განსხვავდებიან სხვებისგან, სავსე არიან ოპტიმიზმითა და ენერგიით, მათი სახე განათებულია ღიმილით, გონება კი მუდამ მუშაობს. ისინი მუდამ აღწევენ იმას, რაც ჩაფიქრებული აქვთ. ასეთ ადამიანად არის მიჩნეული ინდოელი მილიარდერი, ვიჯაე მალია, ავიაკომპანია „კინგფიშერ  ეირლაინსის“ მფლობელი, რომელიც „ფორბსის” რეიტინგში 1 153-ეა  მილიარდდოლარიანი კაპიტალით.
ვიჯაე მალია 1955 წლის 18 დეკემბერს შეძლებული ინდოელი მეწარმის ოჯახში, კალკუტაში დაიბადა და მისმა ბავშვობამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა. მამამისი, ვიტალა მალია შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა და მის აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რითაც ვიჯაეს მილიარდერად ჩამოყალიბების შემოქმედი გახდა. ვიჯაე ბავშვობიდან მიზანდასახული იყო, რასაც მისი მასწავლებლები ხაზს უსვამდნენ. უმაღლესი განათლება მშობლებმა მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაღებინეს. 1984 წელს, 28 წლის ასაკში, ვიჯაე მალია მამის უეცარი გარდაცვალების შემდგომ კომპანია UB Group-ის ხელმძღვანელი გახდა. UB Group-ინდოეთის უმსხვილეს კონგლომერატად ითვლება, რომელიც აერთიანებს – უძრავ ქონებას, ფარმაკოლოგიას, ავიაციას, ბიოტექნოლოგიებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საკვებ და ალკოჰოლურ სასმელებს. კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი, ლუდი „კინგფიშერი” ინდოეთის ლუდის ბაზრის 50 პროცენტს იკავებს და ასევე, მსოფლიოს 52 ქვეყანაში ინდურ ლუდს წარმოადგენს.
ამჟამად ვიჯაე მალია „ყველაზე გლამურული ინდოელის“ არაოფიციალურ ტიტულს ატარებს. ამ ფაქტს ხელი შეუწყო მილიარდერის საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესმა. ვიჯაე ხშირად აჯილდოებს რეპორტიორებსა და ჟურნალისტებს საინტერესო მასალებით პირადი ცხოვრებიდან. მის მიერ გამართული წვეულებები და მაღალი წრის შეხვედრები ინდოეთში ჭორაობის და ქილიკის მთავარი ობიექტია. ინდური პრესა მიჩვეულია, რომ ვიჯაე მალია თავის პირად ცხოვრებიდან არ მალავს ინდური სინამდვილისთვის შეუსაბამო ფაქტებს და მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. თუ ინდურ პრესაში სკანდალური სტატია იწერება, იქ აუცილებლად რამდენჯერმე უნდა იყოს ნახსენები ვიჯაე მალიას სახელი. ცხოვრების ასეთი წესით „გლამურული მილიარდერი” ვიჯაე მალია ცდილობს, დაამსხვრიოს ინდოელებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები, რომელთა ხილვა „ბოლივუდის“ პროდუქციის ფილმებშია შესაძლებელი.
ვიჯაე მალიას ინტერესთა წრის დადგენა ძალიან რთულია, რადგან ერთბაშად რამდენიმე სფეროს მოიცავს: კრიკეტი, ფეხბურთი, დოღი, „ფორმულა 1“, აუქციონები, ანტიკვარიატის კოლექცინერობა. მალია გუნდ „ფორს ინდიას” მფლობელია და თავისი გუნდის პილოტებზე ნათქვამი აქვს: აღფრთოვანებული ვარ ჩემი გუნდის პილოტებით. მიმაჩნია, რომ გუნდი ნიჭიერების კომბინაცია და ერთ-ერთი საუკეთესოა „ფორმულა 1-ში”. კრიკეტი და „ფორმულა 1“ მალიას მთავარი სისუსტეა. „ფორმულა 1-ს“ ის მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სპორტის ტექნიკურ სახეობად მიიჩნევს. მალიას შორსმიმავალი გეგმები აქვს „ფორმულა 1-თან“ და ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ის რბოლებზე ატარებს. 70-იან და 80-იან წლებში მალია თავადაც იყო გატაცებული ავტოსპორტით და სხვადასხვა რბოლაშიც იღებდა მონაწილეობას. მათ შორის 1979 წელს მან კალკუტის დიდი პრიზის მოგება მოახერხა. ვიჯაე მალია მსოფლიოს ავტოსპორტის ასოციაციის წევრია და ინდოეთის მოტოსპორტის ფედერაციის თავმჯდომარე. გარდა „ფორმულა 1-სა“, მალია ცხენების მოშენებითაც არის გატაცებული. ის ფლობს კუნიგალის ცხენსაშენს, სადაც საუკეთესო ჯიშის ცხენები გამოჰყავთ. მალიას საჯინიბოს ცხენებს  ინდოეთის არაერთ დოღში აქვთ მონაწილეობა მიღებული და მრავალი ჯილდოც დაიმსახურეს. ასევე, ვიჯაე მალია ინდური ფეხბურთის განვითარებით არის დაკავებული. ის ფლობს ორ საფეხბურთო კლუბს – „კინგფიშერ ისტ ბენგალს” და „მაკდაუელ მოჰუნ ბაგანს”. ორივე კლუბი ინდოეთის სუპერლიგაში ასპარეზობს და ასევე, აზიის ევროთასებზე მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობენ.
2003 წლის 27 აგვისტოს ვიჯაე მალიამ ავიაკომპანია „კინგფიშერ ეარლაინსი” დააარსა. ინდოელისთვის სიტყვა „კინგფიშერი” ლუდთან ასოცირდება და ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია ინდოეთში. ამ ბრენდის სახელის გამოყენება გადაწყვიტა მან ახალი, შვილობილი კომპანიის შექმნის დროს. 2003 წელი ინდური ეკომონიკისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და საავიაციო სფეროში ახალი მოთამაშის გამოჩენამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მის მიმართ. ამბობენ, რომ ავიაკომპანია დაარსდა ვიჯაე მალიას წინდახედულობის წყალობით, რადგან მან ზუსტად გამოიცნო დრო, თუ როდის უნდა გაეხსნა ახალი ავიაგადამზიდავი. არსებობის პირველივე წელს „კინგფიშერ ეარლაინსი” მილიონამდე მგზავრს მოემსახურა და თავისი ავიაპარკი 11 თვითმფრინავით გაზარდა. მათ შორის ყველაზე პოპულარული რეისი მუმბაი-დელი გახდა, რომელსაც „ბოინგის” ტიპის თვითმფრინავი ემსახურება. 2007 წელს ვიჯაე მალიას ავიაკომპანიამ კონკურენტი – „ეირ დეკანი” განდევნა ბაზრიდან და თავისი კომპანიის ერთ-ერთ ქვედანაყოფად აქცია. მოგვიანებით, მალიამ სრულად გამოისყიდა „ეირ დეკანის” წილი და მას „კინგფიშერ რედ” უწოდა. მალიას გადაწყვეტილებით, „კინგფიშერ რედი” კლიენტებს იაფ პირობებს სთავაზობდა და ამ კომპანიის ყიდვით, მალიამ ერთბაშად ორი საქმე გააკეთა. საქმე ისაა, რომ ინდური კანონმდებლობის თანახმად, ავიაკომპანიას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის შიდა რეისებზე ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება სჭირდება. რადგან „კინგფიშერ ეირლაინსი” ახალი შექმნილი კომპანია იყო, მას არ ჰქონდა უფლება გასულიყო უცხოეთის ბაზარზე. ამიტომაც, მალიამ ერთგვარ ხრიკს მიმართა, „კინგფიშერ რედის” სახელით იყიდა „კინგფიშერ ეირლაინსი” და კომპანიას ისევ „კინგფიშერ ეირლაინსი” უწოდა, ხოლო მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება კომპანიას ავტომატურად გადმოჰყვა „ეირ დეკანიდან”. მალიამ კი ასე მოიპოვა უცხოეთში ფრენების უფლება. ამჟამად „კინგფიშერ ეირლაინსი” ინდოეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა და მას შიდა გადაზიდვების ბაზრის 19,8 პროცენტი უკავია.
ბიზნესის და სპორტის გარდა, ვიჯაე მალია აქტიურად არის ჩართული ინდურ პოლიტიკაში. ის ორჯერ იყო არჩეული ინდოეთის პარლამენტის წევრად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მშობლიური კარნატაკას შტატიდან 2002 და 2010 წლებში. ასევე ვიჯაე მალია ცნობილია, როგორც აუქციონების ხშირი სტუმარი, სადაც ძირითადად, ინდური კულტურის საგნებით ინტერესდება. მაგალითად, ლონდონში გამართულ აუქციონზე მან სულთან მისორა ტიპუს ხმალი 175 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა და ინდოეთის ნაციონალურ მუზეუმს საჩუქრის სახით გადასცა. 2009 წელს კი, ნიუ-იორკში მაჰათმა განდის ნაქონი ნივთები: სათვალე, ჯიბის საათი, თეფში, ტყავის სანდლები 1,8 მილიონ დოლარად შეიძინა და ინდოეთს დაუბრუნა. მალიას საკუთრებაშია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იახტა – „ინდიან ემპრესი”. რაც შეეხება მის ოჯახურ მდგომარეობას, ვიჯაე  მალია ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან, სამეერასთან მას ვაჟი, სიდჰართჰუ მალია ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, ლეანა და ტანია მალიები.

скачать dle 11.3