კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

სიცხეგამძლეები

არც წყალში ვიძირებით?!

გასულ კვირას სამწუხარო ფაქტი მოხდა: საქართველოში სამხედრო სწავლების დროს მიღებული დასიცხვის შედეგად ლატვიელი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ლატვიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ლატვიის შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის კაპრალის, იანის ვოიტკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გაუარესდა, მაშინ, როდესაც ის საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას.
სწავლების მიზანი მთიან ადგილებში ახალი ქმედებების დაგეგმვა, ევაკუაციისა და სხვა ნორმების შემუშავება იყო.
შეუძლოდ მყოფ კაპრალს თავდაპირველად გორის საავადმყოფოში უმკურნალეს, შემდეგ კი გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და, ბუნებრივია, ლატვიის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაღუპული კაპრალის ოჯახს თანაგრძნობაც გამოუცხადა, რასაც, ბუნებრივია, ჩვენც ვუერთდებით.
მეორე მხრივ, ლატვია „ნატოს“ წევრიცაა და მისი, მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ, მაინც სამხედრო დანაყოფი ავღანეთის „აისაფის“ ოპერაციაშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა, საკმაოდ უსაფრთხო ადგილას (განსხვავებით ავღანეთის ქართველი მონაწილეებისგან).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი (არათუ სამხედროები, თვით ყველაზე მოკვდავი) მოქალაქეები არც მზეში ვისიცხებით, არც ყინვაში ვიყინებით (ასე განსაჯეთ, წყალშიც კი ნაკლებად ვიძირებით), მხოლოდ ამ გამძლეობისთვის მაინც არ ვიმსახურებთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას?!

скачать dle 11.3