კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროცენტდავიწყებული იუბილარი

ძღვნაგაგრძელებული

„თი ბი სი ბანკი“ აგერ უკვე 20 წლისაც მოყრილა, ჰოდა, რაკი მოყრილა, როგორც ზრდასრულს შეეფერება, საკუთარი თავისთვის მრგვალ თარიღზე უამრავი საჩუქარი მიუძღვნია (ხოლო, რადგან საიუბილეო წელი ჯერ არ გასრულებულა, ეჭვგარეშეა, ძღვნა გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება).
გასულ კვირას ბანკის გენდირექტორმა ჟურნალისტებს გასულ შვიდ თვეში განხორციელებული პროექტებიც გააცნო და, ზედაც, დარჩენილ ხუთ თვეში განსახორციელებელიც.
პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ხელოვნებასთანაა გადაფსკვნილი: ნოველებისა და ფოტოილუსტრაციებისგან წიგნი-დღიურების ქმნითა და კედლის გაზეთებით დაწყებული, მეტიც, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებით დამთავრებული. ასე განსაჯეთ: ძველი ქართული 4 ფილმიც აღუდგენიათ და „თი ბი სი არტ გალერეაში“ ხელოვნების ნიმუშებიც გამოუფენიათ (გვპირდებიან, რომ წელიწადში 4-ჯერ ახალ-ახლებსაც გამოგვიფენენ).
ხოლო, რადგან იუბილე არ დასრულებულა, დანარჩენი ღონისძიებების შესახებ თანდათან, პროცესში, შევიტყობთ. რაც მთავარია, 11 აგვისტოს ბათუმში საზოგადოებას მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების“ თანამედროვე ვერსიასაც წარუდგენენ (იმედია, „ქეთო და კოტესავით“ ერთჯერადი არ იქნება).
ბუნებრივია, ხელოვნებისადმი ასეთი ლტოლვა ხსენებულ ბანკს მხოლოდ პლუსში თუ ჩაეთვლება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში სესხებს ცეცხლი უკიდია (თვით სტუდენტურსაც კი), მათ შორის, რა თქმა უნდა, „თი ბი სი ბანკშიც“, ხელოვნებისადმი ტრფიალი ტრფიალად, მაგრამ, ამ ჩვენს სესხებდავიწყებულ იუბილარს საჩუქარი მოსახლეობისთვისაც რომ მიეძღვნა და საპროცენტო განაკვეთები თუნდაც სტუდენტებისთვის ცოტათი მაინც შეემცირებინა, იუბილეს ნაკლებ გემოს ჩაატანდა?!

 

скачать dle 11.3