კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სმა-ჭამა დიდად შესარგი“

დიდებიდან და მწვადამდე

იმ მარტივი მიზეზით, რომ წინასაარჩევნო მარათონია, ყველა თავისებურად ცდილობს და, თუკი ქართველი ლეიბორისტები არსენას არშინით გვპირდებიან სამართლისთვის პურის ჭმევას, სხვა გზა არჩიეს ქრისტიან-დემოკრატებმა – ის, რომელიც კუჭზე გადის.
ქდმ გასულ კვირას ამომრჩეველს კახეთში შეხვდა, „დიდების მემორიალთან“. პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა (მაგალითად, ასეთი: „ჩვენ ქართული პოლიტიკის ჯვაროსნები ვართო“, რაც, სავარაუდოდ, იმას მიანიშნებდა, რომ „წმიდა მიწა“ ქუთაისის პარლამენტის შენობაა), დაპირებებიც გაისმა და, რა თქმა უნდა, სუფრაც გაიშალა.
ხოლო, რაკი სუფრის პათოსი მხოლოდ „ყველი, პური და კეთილი გული“ არ ყოფილა, ის კიტრ-პომიდვრითაც იყო გაჯერებული და აშიშხინებული მწვადებითაც, ოპონენტებმა აწ უკვე აუდიტის სამსახურად გადანათლულ კონტროლის პალატას ფაქტის შესწავლა სთხოვეს. ბუნებრივია, იმის გასარკვევად, ქდმ-მ გაიღო სუფრის ხარჯი თუ, როგორც თავად აცხადებენ, პური, ყველი, ზედაც – მწვადი, პოტენციურმა ამომრჩეველმა წამოიმძღვანია წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
თავის მხრივ, აუდიტის სამსახურმაც დაამშვიდა მწვადების გამოჩენით აფორიაქებული საზოგადოება და დაჰპირდა, რომ დაადგენდა, იკვეთება თუ არა ქდმ-ის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, თუმცა, თავად ქდმ-ეელები ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში უბრალონი არიან და სამწვადის ამომრჩევლის ინიციატივით მიტანის ვერსიაზე მტკიცედ დგანან!
ჩვენ არ ვიცით, რას დაადგენს აუდიტის სამსახური, ანუ, სად მიგვიყვანს მწვადის კვალი, თუმცა, თუ სუფრის გაშლის ადგილს გავიხსენებთ („დიდების მემორიალს“), დიდებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აი, მწვადს კი კვლავაც გამოჩინებული ადგილი უჭირავს ჩვენს ყოფაცხოვრებაში!

скачать dle 11.3