კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: მყავს 1 წლის გოგონა, რომელსაც ჯერ არც ერთი კბილი არ ამოსვლია. ექიმმა სამჯერ გამოუწერა კალციუმის გლუკონატი და კალცინოვა. დავალევინეთ D3 ვიტამინიც. მირჩიეთ რამე, რამ შეიძლება უშველოს ჩემს გოგონას, რომ კბილები ამოეჭრას?

პასუხი: საინტერესოა, აქვს თუ არა პატარას რაქიტის სხვა ნიშნები. თუ კბილების ამოუსვლელობა რაქიტის ბრალია, მაშინ ინტენსიური მკურნალობაა საჭირო, მაგრამ თუ მას რაქიტის ნიშნები არ აქვს, შეიძლება, კბილების ამოსვლის დაგვიანება სხვა პათოლოგიურ მდგომარეობას – სარძევე კბილების თანდაყოლილ განუვითარებლობას უკავშირდებოდეს. თუ ასეა, სტომატოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.

კითხვა: შეიძლება თუ არა თირკმლის ანთება შარდის ბუშტის ანთებამ გამოიწვიოს?

პასუხი: ეს სრულიად შესაძლებელია. ძალიან ხშირად პიელონეფრიტი სწორედ მწვავე ან ქრონიკული ცისტიტის გართულება გახლავთ. შარდის ბუშტის ანთების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმები აღმავალი გზით ხვდება თირკმელებში და ანთებით პროცესს იწვევს.

კითხვა: მაქვს უცნაური ჩვევა: ღამღამობით მეღვიძება და სამზარეულოში გავრბივარ საჭმელად. რატომ მემართება ასეთი რამ?

პასუხი: ღამღამობით მადის აღძვრას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, თუ ადამიანს წყლულოვანი დაავადება ან გასტრიტი აწუხებს, მას ჭარბად გამოუმუშავდება კუჭის წვენი, რომლის ნეიტრალიზებისთვის ორგანიზმს საკვები სჭირდება. თუ ღამით ამის გამო გრძნობთ შიმშილს, შეგიძლიათ, რამდენიმე ლუკმა მიირთვათ, მაგრამ დანაყრებას არ გირჩევთ. ასეთივე რამ ემართებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. თუ არავითარი დაავადება არ გაწუხებთ, მაშინ უნდა ეცადოთ, კუჭი თანდათანობით გადააჩვიოთ ღამით გააქტიურებას. საღამოს 7 საათზე კარგად ივახშმეთ – ეს ერთგვარ ღამის მარაგს შეგიქმნით.

კითხვა: ჩემს ვაჟს ტემპერატურა ხშირად 35 გრადუსამდე უვარდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: დაბალი ტემპერატურა უმეტესად სუსტ ბავშვებს აღენიშნებათ, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. შესაძლოა, თქვენს შვილს ანემია ჰქონდეს, რაც მკურნალობას მოითხოვს. ამიტომ, გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს. საკმაოდ ხშირად დაბალი ტემპერატურა უკავშირდება ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას, რომელიც გამოწვეულია ემოციური ლაბილურობით, ძილის დარღვევით და ორგანიზმის გადაღლით სხვადასხვა დაავადების გამო.

კითხვა: რით განსხვავდება ასთმა ობსტრუქციული ბრონქიტისგან?

პასუხი: ობსტრუქციული ბრონქიტი ანთებითი ხასიათის დაავადებაა, რომელიც ხშირად ვირუსული რესპირატორული ინფექციითაა გამოწვეული. ამ მდგომარეობის საფუძველი არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება და მეორეულად განვითარებული ბრონქოსპაზმი. ასთმის დროს ობსტრუქციული სინდრომი – ხიხინი, ხველა ტემპერატურის მატების გარეშე ვითარდება და გაივლის ეუფილინისა და ბრონქოსპაზმის მომხსნელი სხვა პრეპარატების დანიშვნისას.

კითხვა: ვარ 14 წლის გოგონა. დედაჩემის თქმით, ბავშვობაში ეგრეთ წოდებული „ბატონების„ არც ერთი სახეობა არ მომიხდია. ხომ არ არის საშიში მათი მოხდა მოწიფულ ასაკში და რაიმე გართულება ხომ არ მელის?

პასუხი: „ბატონებად„ წოდებული ინფექციები უპირატესად მართლაც ბავშვობის ასაკში გვხვდება, მაგრამ, თუ ეს ინფექციები ბავშვობაში არ გქონიათ, ამაში ცუდი არაფერია. მათი გადატანა ზრდასრულ ორგანიზმს უფრო გაუადვილდება, თუ, რა თქმა უნდა, იმუნიტეტი წესრიგში გექნებათ. შეიძლება, ეს დაავადებები არც კი შეგხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო საფრთხეს გოგონებისთვის, ყველაზე საშიში ინფექცია წითურაა, რომელიც, თუ ორსულს შეეყარა, ნაყოფის სიმახინჯეებს იწვევს. ამიტომ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ წითურას საწინააღმდეგო აცრა.

კითხვა: ერთ ხალხურ რეცეპტში შემხვდა მცენარე ონტკოფა, რომელიც აფთიაქებში ვერ ვიპოვე. იქნებ სხვა სახელიც აქვს ამ მცენარეს? გთხოვთ მიპასუხოთ, რა სამედიცინო მოქმედება აქვს მას?

პასუხი: ონტკოფა, ანუ ფიზალისი, პომიდვრის ოჯახის მცენარეა. იგი ყველგანაა გავრცელებული, სითბოს მოყვარულია. ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე გამოიყენება ფილტვების სამკურნალოდ. შარდმდენი ეფექტის გამო ნიშნავენ შარდკენჭოვანი დაავადების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის დროს. უხვად შეიცავს ცილებს, შაქარს, პექტინებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს.

კითხვა: ვარ 68 წლის ქალი. დიდი ხანია, წელიწადში ორჯერ მემართება ინფექცია და თვეობით ვიტანჯები. ამბობენ, ამ დროს ბიცილინი კარგიაო. გთხოვთ, მიპასუხოთ, რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება ამ პრეპარატის გაკეთება. ვარ ალერგიული საპნისა და ყვავილების მიმართ.

პასუხი: ბიცილინი, არსებითად გახანგრძლივებული მოქმედების პენიცილინია. არსებობს ამ პრეპარატის სხვადასხვა ფორმა. თითოეულ მათგანს სხვადასხვა პერიოდულობით უნიშნავენ. ასეთი სერიოზული მკურნალობის თვითნებურად ჩატარება არამც და არამც არ შეიძლება, მეტადრე, დიაგნოზის დაუზუსტებლად. კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3