კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო „დაიბლოკა” ქართველი მომღერალი იურმალაში გამართულ „ახალი ტალღის” კონკურსზე და რას ეუბნებიან ამაზე ჟიურის წევრები კულისებში ბრენდონ სტოუნს

იურმალაში უკვე დაიწყო „ახალი ტალღის” კონკურსი, სადაც წლების წინ ქართველმა მომღერლებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ჟიური ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდა ჩვენი თანამემამულეების სცენაზე გამოსვლას, რადგან იცოდნენ, რომ აუცილებლად სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ძლიერი დიაპაზონის ხმა და კარგი სანახაობა ელოდათ წინ. სამწუხაროდ, წელს კონკურსი ქართველი კონკურსანტის გარეშე მიმდინარეობს, რადგან, როგორც ამბობენ, ჩვენი მომღერლები არ დაუშვეს. რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო სწყდება გული „ახალი ტალღის” საუნდ-პროდიუსერს, ქართველ ბრენდონ სტოუნს, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

 – ბრენდონ, რამდენიმე დღეა, რაც იურმალაში „ახალი ტალღის” კონკურსი დაიწყო. სამწუხაროდ, ამ კონკურსში ქართველი მომღერალი მონაწილეობას არ იღებს. ამბობენ, თითქოს ქართველების დაბლოკვა სპეციალურად მოხდა და ერთ-ერთ კონკურსანტს ვიზა განგებ არ მისცეს. შენ თუ გაქვს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით?
– მე იურმალაში რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვედი, რადგან კონკურს „ახალი ტალღის” საუნდ-პროდიუსერი ვარ. რამდენიმე წელია, ქართველ მომღერალს მონაწილეობა აღარ მიუღია ამ კონკურსში და ძალიან მწყდება გული. არადა, ქართველი კონკურსანტი რომ გამოდიოდა სცენაზე, ჟიურიზე რომ აღარაფერი ვთქვა, დარბაზი ინგრეოდა, მაყურებელი ოვაციას ისე გამოხატავდა. ვფიქრობდი, ამ სიამოვნებას კიდევ მოგვანიჭებენ ჩვენი თანამემამულეები და ყველას დავუმტკიცებთ, რა მაგრები ვართ-მეთქი, მაგრამ, გაირკვა, რომ წელს საქართველო მონაწილეობას არ იღებს „ახალ ტალღაში” და ძალიან დამწყდა გული. ვერ გეტყვით, რა ხდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენები პრიზის გარეშე იურმალიდან არ წასულან და, ეტყობა, ეს აღიზიანებდა ვიღაც-ვიღაცეებს. მართალია, კარგად არ ვიცნობ ქართველ მომღერლებს, რადგან, წლებია, უცხოეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, მაგრამ, გენის ამბავი ხომ ვიცი? თან, ვისაც მოვუსმინე, ყველა გადასარევად მღერის, რაღაც ზებუნებრივი ხმა აქვს და მუსიკალურია.
– მაგალითად, ვის გულისხმობ?
– ვის და, მიშა სულუხიას! ბათუმში მოვუსმინე და იქვე გავიფიქრე, ნეტავ ეს ბიჭი იურმალაში მომცა-მეთქი (იცინის). მართლა მაღალი შანსები ექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ვერ მოხვდა, ვერ აჩვენა რუსებს კლასი და ვერ აგრძნობინა ის, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და, ჩვენი ნიჭის წყალობით, „გრან-პრის“ არავის დავუთმობთ. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ქართველ მომღერალს უნდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ, ვიზა არ მისცეს. აი, მიშა სულუხიას კი თავად გავუგზავნე მოწვევა, მაგრამ საელჩომ არ მისცა აქ ჩამოსასვლელი ვიზა. მერე დავურეკე და ვუთხარი, არ დაგწყდეს გული, მომავალ წელს კიდევ ვცადოთ-მეთქი. იმედია, ყველაფერი დალაგდება მომავალში. მიშა ჯერ ახალგაზრდაა, თუ არ ვცდები 21 წლის და წინ დიდი დრო აქვს – დაახლოებით ცხრა წელი, გული არ დასწყდეს, ამ კონკურსზე გრან-პრის აღებას მოასწრებს (იცინის). ნინი შერმადინიც მომწონს ამ კონკურსისთვის, მაგრამ, ის უკვე იღებდა მონაწილეობას და, ამიტომ, სამწუხაროდ, ვეღარ გამოვა. კიდევ ვამბობ, მე ქართულ ესტრადას არ ვიცნობ და, ვინც კარგად იმღერებს და ასახელებს საქართველოს, იმან აუცილებლად უნდა სცადოს აქ ბედი მომავალში. ჩემი კონკურსანტობაც მორჩა, თორემ დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი იურმალაში საქართველოს სახელით (იცინის). ადრე  მეც გამოვდიოდი ამ კონკურსზე ესტონეთის სახელით და სპეციალური პრიზი და მეოთხე ადგილი ავიღე. ახლა აქ, არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ. მე ნაპირზე გადავედი და ახალ ტალანტებს ვუთმობ, ბატონო, გზას (იცინის).
– ზოგადად, რას ამბობენ ჟიურის წევრები ქართველებზე? მაგალითად, ძმები – ვალერი და კონსტანტინე მელაძეები?
– ყველა კითხულობს, რატომ არ არიან ქართველი კონკურსანტები წელსო. ძმები მელაძეებიც მეუბნებოდნენ სინანულით – „ოჩენ სტრანნო,” საქართველო რომ არ იღებს მონაწილეობას „ახალ ტალღაშიო”. ვალერი მელაძე სულ მეუბნება, მენატრება საქართველო, ბათუმზე გადავირიე, რა ლამაზი ქალაქია, ეს რა მიღება იციან ქართველებმაო. თუ არ ვცდები, ვალერის კიდევ აქვს დაგეგმილი კონცერტი ბათუმში – ეს თავად მითხრა და უხარია, კვლავ რომ ჩამოვა საქართველოში.
– მერე, მიზეზი თავად არ იციან?
– რა გითხრათ? პრობლემის დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ, თავად ასე ამბობენ, არ ვიცით, რატომ არ იღებენ ქართველები მონაწილეობასო. სამი წლის წინ ბევრს არ უნდოდა, ქართველები რომ ყოფილიყვნენ აქ, ახლა კი, პირიქით, ყველა კითხულობს მიზეზს. ეტყობა, მოენატრათ საუკეთესო შესრულება (იცინის).
– ყოველ წელს „ახალ ტალღაზე” თავად არჩევ ერთ კონკურსანტს. ბოლო ინტერვიუში გვითხარი, „ევროვიზიის“ კონკურსის შემდეგ, არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ჩემი კონკურსანტითა და სიმღერით „ახალ ტალღაზეო”. არადა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი კონკურსანტი შენს სიმღერას გააჟღერებს.
– მართალია, ყოველ წელს ჩამყავდა ჩემი შერჩეული კონკურსანტი იურმალაში, მაგრამ, წელს „ევროვიზიაზე” ვიყავი და არ მქონდა დრო, კონკურსანტი შემერჩია. აქ რომ ჩამოვედი სამუშაოდ, რევზინმა ყველა სიმღერა შეცვალა და, მოხდა ისე, რომ სომეხი კონკურსანტი შეასრულებს ჩემს დაწერილ სიმღერას და, ასევე, კონკურსანტი გოგონა ლიტვიდან იმღერებს ჩემს ორ სიმღერას. ძალიან მწყდება გული, რომ ქართველები არ არიან აქ და მათ ვერ დავეხმარები.
– წელს რამე სიახლე თუ არის დაგეგმილი კონკურსზე?
– რასაკვირველია, უამრავი სიახლეა. ბევრი ცნობილი უცხოელი ვარსკვლავი მომღერალი ჩამოვა და გახსნის დღეს იმღერებს. მაგალითად, ნელი ფურტადო, ტონ ჯონსი, ლარა ფაბიანი და ასე შემდეგ. მართალია, წელს ქართველები არ არიან აქ, მაგრამ, ყველანაირად ვეცდები, რომ მომავალ წელს კარგი მომღერალი შევარჩიო, მოვამზადო, დავუწერო ლამაზი სიმღერები და ჩვენმა გაიმარჯვოს. ამის დიდი იმედი მაქვს და თავად მე ვიზრუნებ.

скачать dle 11.3