კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ანსამბლთან ერთად შემოიარა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ინგლისურენოვანი სიმღერებით ნოდარ ოსტატიშვილმა და სად გაიცნო მან ჯონ ლენონის ბიძა

ქართველი მელომანების უფროს თაობას ემახსოვრება „კონტრასტი”, „ზი ბლითს”, „ბლიქ”, „ბედ ფეშენ” და, განსაკუთრებით – „ვია-75”.  ეს იმ მუსიკალური ანსამბლების მცირე ჩამონათვალია, სადაც სხვადასხვა დროს ნოდარ ოსტატიშვილს დაუკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბოლო ათი წელია, ის თავის მეუღლესთან, „ვია-75-ის“ ყოფილ სოლისტთან, ჯუთი ხელაშვილთან და შვილთან – გიორგისთან ერთად, პორტუგალიაში ცხოვრობს. ბატონ ნოდარს პორტუგალიაში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც მოკლე ისტორიების სახით გთავაზობთ.

საბჭოთა ჯარიდან „ვია-75-მდე“
ნოდარ ოსტატიშვილი: მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. მაშინ, 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში, მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ, უცხოური მუსიკა მაინც ახერხებდა შემოღწევას სისტემაში. ჩვენ მუსიკის მოსმენა რადიოთი გვიწევდა. ჩაკეტილი იყო ყველაფერი, მხოლოდ სპორტული გუნდები ან „სუხიშვილები” ახერხებდნენ უცხოეთში გაღწევას, მათ ჩამოჰქონდათ ჩანაწერები და ამ ჩანაწერების საშუალებით ვუსმენდით ჩვენთვის საინტერესო მუსიკას – ჯაზს, ბლუზს, როკ-ენ-როლს, სოულს... 70-იან წლებში როკ-მუსიკაც შემოვიდა და, ჩვენც, ის თაობა, ამ მუსიკასთან ერთად ვიზრდებოდით. მე პირადად პირველი როკ-ენ-როლი მოვისმინე 1966 წელს, ეს იყო „ბითლზის” კომპოზიცია – „ქანთ ბაი მი ლოვ”. აღფრთოვანებული ვიყავი მათი შესრულებით. იმ პერიოდში, ახლა ამ თემაზე აღარ საუბრობენ ალბათ, განვითარებული იყო საკუთარი რადიოსადგურები: ჩვენი ხელით ვაწყობდით, მიკროფონებით, გამაძლიერებლებით და საკუთარ ტალღაზე, „სრედნიე ვოლნაზე,” ანუ, „საშუალო ტალღაზე” (საბჭოთა დროს „სვ”-ს ვუწოდებდით) გავდიოდით; ყველას გვქონდა საკუთარი „პაზივნოი” და ამ ტალღების საშუალებით ერთმანეთს ვასმენინებდით აკრძალულ მუსიკას. ასეთ პირობებში იზრდებოდა ჩემი თაობის ახალგაზრდობა. პირველად სცენაზე სკოლის დამთავრების ბანკეტზე დავუკარი – ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა. 1973 წელს ჩავაბარე ხელოვნების სასწავლებელში, სადაც ჩემი მეუღლე, ჯუთი ხელაშვილი გავიცანი, რომელიც ერთი პერიოდი „ვია 75-ში“ სოლისტი გახლდათ. 1975 წელს წავედი ჯარში და მოვხვდი ტოლიატიში, სადაც ორკესტრის წევრი გავხდი. დიდი ორკესტრი იყო და ეს ჯარში ყოფნა ძალიან დამეხმარა კლასის დახვეწაში. დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი და, ასევე, ჯარის ანსამბლში დაკვრა სცენასთან შეგუებაში დამეხმარა, უამრავი კონცერტი გვქონდა, გამოვდიოდით ფესტივალებზე. ჯარის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და იმ დროს ჯუთი უკვე „ვიას” წევრი იყო. სოსო ბარდანაშვილს დაწერილი ჰქონდა პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა” და ჯუთი იქ იყო სოლისტი. იმ პერიოდში ვცდილობდი, რომ საკუთარი ჯგუფი მყოლოდა. ვოვა მოგელაძეს ჰქონდა საკუთარი ჯგუფი – „არტ როკ ჯგუფი”, დიდი ორკესტრი იყო, მაგრამ მისი  ეს ორკესტრი არ ფინანსდებოდა, ამიტომაც, დაიცალა წევრებისგან და ჯგუფში დავრჩით 4 წევრი: ვოვა მოგელაძე, კოკა ცქიტიშვილი, ზაურ შავგულიძე და მე. ამ ანსამბლს ვოვამ „კონტრასტი” დაარქვა. პირველი სერიოზული მუშაობა ამ ანსამბლთან ერთად დავიწყე და მაშინ ექსპერიმენტებს მივმართეთ, უფრო ღრმად გვინდოდა გვესწავლა როკის ფესვები და ამან მიგვიყვანა ბლუზამდე. ეს იყო 1979-1980 წლები. გასტროლები გვქონდა საქართველოს მასშტაბით, მაგარი კონცერტები ჩავატარეთ სპორტის სასახლეში, ფილარმონიის დარბაზში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ანსამბლი, რომელმაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი ბლუზს მთელ საბჭოთა კავშირში. დიდ სცენაზე კი მაშინდელი ცენზურა არ გვიშვებდა, ინგლისურენოვან სიმღერებს ვუკრავდით და მოსმენებს გვიტარებდნენ კომისიები, თუმცა, მუდამ უარს გვეუბნებოდნენ. შემდეგ ეს ჯგუფი დაიშალა და შეიქმნა ანსამბლი „ბლითსი”, ვალერი კაჩაროვის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი ფილარმონიის საშტატო ანსამბლი იყო, კონცერტების უფლებით და, 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი რამდენჯერმე შემოვიარეთ გასტროლებით. „ბლითსი” იყო პირველი ჯგუფი, რომელიც ინგლისურენოვანი სიმღერებით დიდ სცენაზე გაუშვეს და ეს იყო შოკი მაშინდელი მსმენელისთვის, 1983 წელს, ერთხანს, „ბლითსის” წევრებმა ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი „ბლიქ”, ოღონდ, ამჯერად ვალერის გარეშე. ამ ანსამბლმა ერთი წელი იარსება. როდესაც „ვია 75-დან“ წავიდა დრამერი, რობერტ ბარძიმაშვილმა მოიკითხა ბიჭებში და ანსამბლის წევრებმა ჩემი თავი ურჩიეს. რობერტმა დამირეკა, მეც დავთანხმდი და ასე გავხდი „ვია 75-ის“ წევრი. ძალიან პოპულარული იყო „ვია 75”, მაგრამ, ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა მათი მუსიკა, არ შეეფერებოდა და, მომიწია ანსამბლის დატოვება და ისევ „კონტრასტში” დაბრუნება ვოვა მოგელაძესთან, რომელსაც იმ დროისთვის „ზი ბლიუზ მობილ ბენდ” ერქვა. ამის შემდეგ ისევ კაჩაროვთან გადავედი და დავიწყეთ მუშაობა უცხოეთის ქვეყნებში, ძირითადად – ინგლისში, თუმცა, კონცერტები გვქონდა ჰოლანდიაში, გერმანიაში... ეს არის უკვე 90-იანი წლების დასაწყისი. ამის შემდგომ საქართველოში სიტუაცია აირია და, გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი სამუშაოდ.
ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ აფრიკა, პორტუგალია
1994 წელს წავედი ჰოლანდიაში, რომელმაც არ მიგვიღო და ჩავედით ბელგიაში. იქ დევნილების სტატუსით გარკვეული პერიოდი გაგვაჩერეს – წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ იქ, მერე კი ბელგიის დატოვებაც მოგვიხდა, რადგან, გარკვეული დრო გვქონდა მოცემული, რომ დამემტკიცებინა პოლიტიკური დევნილობა, მე კი, მუსიკოსი კაცი, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიყავი. სწორედ ბელგიაში გვეყოლა მეორე შვილი – გიორგი. ამის შემდეგ შვეიცარიაში გადავედით, სადაც ოთხი წელი ვიცხოვრეთ და დავბრუნდით თბილისში, სადაც ისევ ვერაფერი შევძელი და 2002 წელს პორტუგალიაში წავედით. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობდი. ანსამბლ „რეროში” მუშაობდა ნოდარ ლალიაშვილი, ხმის ინჟინერი, რომელიც, 80-იანი წლების ბოლოს სამხრეთ აფრიკაში წასულა საცხოვრებლად. უკვე პორტუგალიაში ვცხოვრობდით, როდესაც ნოდარს დავუკავშირდი ინტერნეტის საშუალებით. ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ სამუშაო არ მქონდა და ნოდარმა სამუშაოდ სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა შემომთავაზა. სამხრეთ აფრიკაში ძველი, ანტიკვარული კედლის საათების რესტავრატორად ვმუშაობდი – იქ შევისწავლე ეგ საქმე. იოჰანესბურგში ვცხოვრობდი, იქ თეთრი მოსახლეობა ძალიან მდიდარია. წარმოშობით ჰოლანდიელებისთვის და ინგლისელებისთვის მამაპაპისეული ძველი საათები რელიკვია იყო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ბიზნესი ისე არ აეწყო, როგორც ვფიქრობდით და პორტუგალიაში დაბრუნება გადავწყვიტე. ამჟამად პატარა ქალაქ ლეირიაში ვცხოვრობთ, ლამაზი ქალაქია. ლისაბონში ვმუშაობ, ლეირიიდან 150  კილომეტრია.
შვილები: ლაშა და გიორგი
უფროსი შვილი, ლაშა, ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. სანამ  თბილისში ვცხოვრობდით მთელი ჩემი შემოქმედება ზეპირად იცოდა, ნიჭიერია.  ერთი პერიოდი ბასისტი არ გვყავდა და სპონტანურად დადგა სცენაზე და დაუკრა, მაშინ 15 წლის იყო. როდესაც ჩვენ ბელგია-ჰოლანდიაში წავედით, ისრაელი მთელი საბჭოთა კავშირის მიხედვით ატარებდა კონკურსს სკოლის მოსწავლეებს შორის. ლაშიკო მე-10 კლასში იყო მაშინ და ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თბილისში საშინელი პერიოდი იყო და არც კი მოველოდით, რომ 220 ბავშვიდან 25 ბავშვში მოხვდებოდა. ასე მოხვდა ისრაელში, გააგრძელა სწავლა და, როდესაც გახდა 18 წლის, ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ამას მოჰყვა ჯარში გაწვევა. სამი წელი იყო ლაშა ისრაელის არმიაში და, ამ ხნის განმავლობაში  მე და ჯუთი სულ დაძაბულები ვიყავით, რადგან  ლაშას თანაკურსელი ნაღმზე აფეთქდა და მისი ფოტოების ნახვის შემდეგ სულ შეშინებულები ვიყავით. ლაშა ამჟამადაც ისრაელში ცხოვრობს, ცოლი შეირთო და შვილი გაუჩნდა. 2 წლის გახდება ჩემი შვილიშვილი და, ვიცი, რომ მუსიკალური ბავშვია. გიორგის რაც შეეხება, ამას წინათ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურ „ნიჭიერში”. გიორგის იმავე ფესვებზე ვზრდი, რომელზეც მე გავიზარდე: ბლუზი, სოული, როკ-ენ-როლი და როკ-მუსიკა. ძალიან მუსიკალურია. როდესაც კონკურსზე მივიდა, რამდენიმე ეტაპი გაიარა, თუმცა, კონკურსი უფრო პოპ-მუსიკაზე იყო გათვლილი და ამის გამო უარი უთხრეს. ახლა კონსერვატორიაში სწავლობს.
თევზაობა, სამზარეულო, ბრიუს გრობელაარი
პორტუგალიური სამზარეულო ბაზით ყველაზე ახლოს არის ქართულ სამზარეულოსთან. მე თვითონაც და ჩემი მეუღლეც კარგი მზარეულები ვართ და, როდესაც ლეირიელი ქართველები ვიკრიბებით, იქნება ეს მარიამობა, გიორგობა, აღდგომა თუ ახალი წელი, ქართულ პურ-მარილს ვშლით. ტყემლის ხეებია პორტუგალიაში, აქაურები საერთოდ არ ეკარებიან, ჩვენ კი გავდივართ ქალაქგარეთ, ვკრეფთ და ქართულ ტყემალს ვამზადებთ. ერთხანს აქ ღვინის სარდაფში ვმუშაობდი, ტურისტულ ქალაქ ფატიმაში. იქ  გავსინჯე უამრავი პორტუგალიური ღვინო და, როგორც კახეთში და კახურ ღვინოზე გაზრდილი, ვიტყვი, რომ კარგი ღვინო აქვთ პორტუგალიელებს. თავისუფალ დროს თევზაობა მიყვარს ძალიან და პორტუგალიელებთან შედარებით კარგ მეთევზედ ვითვლები (იცინის). აქაურები გარკვეული წესების დაცვით თევზაობენ, მე კი ჩვენებურად, ქართულად ვთევზაობ, მათ კანონებს არ ვიცავ და უფრო მეთ თევზს ვიჭერ (იცინის). ლივერპულში ვიყავით „ბლითსთან” ერთად. „ლივერპულის” მეკარე ბრიუს  გრობელაარის თაოსნობით გალა-კონცერტი გაიმართა და იქ დავუკარით. იქ ვნახე ცოცხლად ჯორჯ ბესტი, სხვა ცნობილი პიროვნებებიც. კონცერტის შემდეგ გრობელაარი სცენაზე ამოვიდა და მადლობა გადაგვიხადა, მე კი ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი გამოსვლა. სხვათა შორის, ლივერპულში ყოფნის დროს გავიცანი ჯონ ლენონის ბიძა და იქვე გავიცანი პიტ ბესტი – „ბითლზის” პირველი დრამერი, რინგო სტარის მისვლამდე.

скачать dle 11.3