კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

როგორ აღნიშნეს დაბადების დღე ტალინში მორიგეობის დროს პაატა გურასპაულმა და ცნობილმა კალათბურთელმა ხოსე ბირიუკოვმა

1981 წელს მე და ბესიკ ლიპარტელიანი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგვიძახეს. კანდიდატებს არჩევდნენ.
ტალინში ჩვენთვის განკუთვნილ სასტუმროში მოგვათავსეს. მაშინ ასე იყო – ერთი რიგითი კალათბურთელი, რომელიც იმ დღეს მორიგეობდა, ვალდებული იყო, თვალი ედევნებინა ყველასა და ყველაფრისთვის. მას უნდა უზრუნველეყო დისციპლინა, დროზე გაღვიძება, დროზე დაძინება, სადილი და ასე შემდეგ. ასევე, ევალებოდა სისუფთავის დაცვა შენობაში. კედელზე ჩამოკიდებულ სპეციალურ დაფაზე თავში იწერებოდა მორიგის გვარი და სახელი.
3 თებერვლის დილა გათენდა. 3 თებერვალი ჩემი დაბადების დღეა და წინა ღამიდან თადარიგი დავიჭირე, რომ როგორმე მალულად მაინც აღმენიშნა მეგობრებთან ერთად, თუნდაც ორიოდ ჭიქით, მაგრამ, ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო – ავხედე დილით სტენდს და... „მორიგეს“ გასწვრივ მსხვილი ასოებით წერია – „პაატა გურასპაული“.
შემომეყარა გულზე. ეს მინდა ახლა?! წელიწადში ერთხელ მაქვს დაბადების დღე და ისიც მორიგეობაში უნდა გავატარო?! ჩემს სიცოცხლეში პირველად გამიფუჭდა ხასიათი დაბადების დღეზე.
„ოჰ, მე ამის დამწერის! ოჰ, ამ გრაფიკის შემდგენლის!!!“ – ვიგინები გულში და ვილანძღები ხმამაღლა.
მაგრამ, ღმერთმა ბოლომდე მაინც არ გამწირა – ჩემთან ერთად მორიგეობა (ალბათ, არ მენდობოდნენ) „მიუსაჯეს“ ცნობილ კალათბურთელს, ხოსე ბირიუკოვს.
როგორც იქნა, ბედს შევურიგდი და ლანძღვა-გინებას მოვრჩი, რომ დერეფანში ატყდა ხმაური, – ეს  ხოსე ბირიუკოვი იგინება და ილანძღება სუფთა რუსულით.
– ჩტო ს ტაბოი, ხოსე? – ვეკითხები.
– კაკ ჩტო! – ჭკუაზე არაა საწყალი, – სევოდნია ია დოლჟენ დეჟურიტ! სვოლოჩი!
– ნუ ი ჩტო?
– კაკ ნუ ი ჩტო, დიავოლ!.. სევოდნია მოი დენ როჟდენია! სვოლოჩი, ნუ!
ამიტყდა ხარხარი.
საღამოს თბილისიდან ხორაგი ჩამოვიდა, ჩიტის რძე არ აკლია. შამპანურ-კონიაკებიც არ დავიწყებიათ ჩემებს. ხაჭაპურები ჯერ კიდევ თბილი იყო და, მაგის ჩიტები ვიყავით, რომ მორიგეობისთვის შეგვეწირა თავი. იმ საღამოს გავიგე, რომ ხოსე და მე, თურმე, ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს, საღამოს 8 საათზე ვყოფილვართ დაბადებულები. რაღა ბევრი გავაგრძელო და, იმ საღამოს გვარიანად მოვილხინეთ. იმდენად „გვარიანად“, რომ მწვრთნელებიც „გავიყვანეთ საქმეში“, რომლებმაც სუფრაზე გაგვიმხილეს, თურმე, სპეციალურად მოუწყვიათ ეს ამბავი, რომ დისციპლინა არ დაგვერღვია. ჩვენი საბუთები ხომ მათ ხელში იყო და, ამიტომ იცოდნენ თარიღები. არადა, მათი ეშმაკობა ქართველზე და ნახევრად ესპანელზე გაჭრიდა (ხოსეს დედა ჰყავდა ესპანელი)?!
ასე მოვილიე ერთ დღეს დაბადების დღეც და მორიგეობაც.
პაატა გურასპაულის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3