კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ყვავილი უნდა იქონიოთ სახლში, რომ ბედ-იღბალი სასიკეთოდ შეცვალოთ

თუ ბინაში თქვენ გვერდით მცენარეებიც იცხოვრებენ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან, ისინი წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან. შეიძინეთ ქოთნის ყვავილები და თქვენს ბინაში მიუჩინეთ ადგილი. თუმცა, ყვავილმა რომ გაიხაროს და თქვენც წარმატება მოგიტანოთ, მხოლოდ ყიდვა და მორწყვა როდი კმარა, ისინი უნდა შეიყვაროთ, მოეფეროთ, ესაუბროთ, აუხსნათ, რომ მათი დახმარება გჭირდებათ და ასეთ შემთხვევაში, ისინიც ადეკვატურად გიპასუხებენ.
მცენარეები, ასევე, სახლის საცხოვრებლის ატმოსფეროს ასუფთავებენ. ეს გამოიხატება არა მარტო ნახშირორჟანგის შთანთქმაში, არამედ, უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაში.
ზოგჯერ ბინაში ისეთი სიტუაციაა, რომ ყვავილი ვერ ხარობს, რადგან, ის აგრესიული ადამიანების სახლში ვერ უძლებს ემოციურ დატვირთვას და იღუპება. სადაც ბევრი ყვავილი ხარობს, იმ სახლის ბინადართ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ნაკლებადაც ავადმყოფობენ. ასევე, ყვავილს პატრონის „ხასიათის შეწყობაც“ შეუძლია და, სხვათა შორის, მცენარეები, ადამიანების მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან.
თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე ხარობს, ის თქვენს წარმატებებზეც აგებს პასუხს – შეუმჩნევლად და სიძნელეების გარეშე გააძლიერებს თქვენში დადებით ენერგიას, უარყოფით ენერგიას კი ჩამოგაშორებთ. ხოლო, სხვა ზოდიაქოს ნიშნის მცენარეები იმ თვისებებს შეგძენთ, რომლებიც არ გაგაჩნიათ. მაგალითად: გერანი, ბეგონია და იელი,  ვერძის ძლიერი პიროვნების სიმბოლოა. ამიტომ მას ეს მცენარეები პირად საქმეში წარმატების მიღწევასა და ხასიათის სიმტკიცეში ეხმარება. ეს მცენარეები ვერძებს განწყობას გაუუმჯობესებს, მოუხსნის სტრესს, საკუთარ თავში პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებს, საზრიანობასა და სისხარტეს შესძენს.
ყოჩივარდა და ია კუროს ყვავილებია. ეს მცენარეები ხელს უწყობს მატერიალური სახსრების მოზიდვაში, ეხმარება ძალის მობილიზაციაში, სახლის უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდაში; ავითარებს შემოქმედებით უნარს და, ასევე, დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.
გვიმრა და სურო ტყუპებს ეხმარება ურთიერთობების შენარჩუნებაში. ეს მცენარეები ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ავითარებს ზომიერებისა და ტაქტის შეგრძნებას. თუ სულიერად გიჭირთ, აუცილებლად შეიძინეთ ეს მცენარეები და მალე იგრძნობთ სიმშვიდეს.
აგავა და ალოე კირჩხიბებს აუცილებლად ესაჭიროებათ სახლში. ალოე მომავლის რწმენას გაგიმტკიცებთ, აგავა კი ოჯახის წევრებს საერთო ენის გამონახვაში დაეხმარება. ეს მცენარეები სიმშვიდეს ამკვიდრებს სახლში. კირჩხიბებს კი, ინტუიციის განვითარებაშიც ეხმარება.
 ვარდი, კალა და უკადრისა ლომების ერთგვარი თილისმაა. ანეიტრალებს ოჯახში უარყოფით ენერგიას, აძლიერებს ლომების დამოუკიდებლობის გრძნობას, თვითრწმენას და სახლში მყუდრო, თბილ, სასურველ ატმოსფეროს ქმნის. ლომები შემოქმედებითი ადამიანები არიან და ეს მცენარეები მათ ამ უნარის გამოვლენაში ეხმარებათ.
 მონსტერას მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ქალწულის ჯანმრთელობა. ეს მცენარე ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ეხმარება ინტელექტუალურ საქმიანობაში, ხელს უწყობს სწორად აზროვნებას.
 ქრიზანთემა სასწორებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტანი და თილისმა მცენარეა. ის წმენდს ატმოსფეროს, ასუფთავებს სასწორის გონებას ეჭვებისგან, ანიჭებს სიმშვიდეს. ასევე, ჰმატებს პატრონს სიმტკიცეს, საკუთარი თავის რწმენას.
კაქტუსი მორიელის დამცავი მცენარეა. მას შეუძლია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ადვილად დაამშვიდოს, ასწავლოს ემოციების კონტროლი, თავის ხელში აყვანა, დაიცვას შეცდომების ჩადენისგან. კაქტუსი მორიელებს მეხსიერების გაუმჯობესებაშიც ეხმარება და მის შემოსავლებზეც აგებს პასუხს.
მოგზაურობის მოყვარული მშვილდოსნების მცენარეა ლიმონი. ის აძლიერებს ახლის შეცნობისკენ ლტოლვას, ავითარებს ცნობისმოყვარეობას. ეს მცენარე პატრონს დამოუკიდებლად მოქმედებაში ეხმარება.
ფიკუსი თხის რქის თილისმა და დამცველია. ეს მცენარე მას წარმატების მოპოვებაში ეხმარება, ოჯახში ქმნის მყუდრო გარემოს; აგაცილებთ ჩხუბსა და სკანდალს, მოგგვრით ძალას კრიტიკულ დღეებში. ფიკუსი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ენთუზიაზმს ავითარებს.
მარანთა და რძიანა ორიგინალობასა და სისპეტაკეს სძენს მერწყულებს, უბიძგებს სიახლეებისკენ და უზრუნველყოფს მის კარიერულ წინსვლას. ამ მცენარეებს საკმაოდ სწრაფად მოაქვთ წარმატება, დადებითი მუხტი და სიმშვიდე ოჯახში.
 სიბრძნისა და შთაგონების ნიშნის, ანუ, თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის ორქიდეა ნამდვილი მხსნელია. ის მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, იწვევს შთაგონებას, აძლევს სტიმულს და დეპრესიისგან იხსნის თევზების ნიშნით დაბადებულებს. ეს მცენარე, ასევე, ავითარებს მათ ინტუიციას. თუ ოჯახში ყველაფერი რიგზე არ გაქვთ, გირჩევთ, ქოთნის ორქიდეა შეიძინოთ.

скачать dle 11.3