კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 18 სექტემბერს, დილის საათებში. არის თუ არა უცხოეთი ჩემთვის მისაღები და რომელი ქვეყნებია ამ მხრივ უფრო მეტი წარმატების მომტანი?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. თუმცა, არც ცუდია. ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მეტად მისაღები: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; პერუ, ავსტრია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია და ფინეთი.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 5 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ არა აგრესიული და დეპრესიული, არამედ, მშვიდი და დაეყრდნოთ დიპლომატიას. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და დაუნდობელი ურთიერთობების დროს. დაიცავით თანასწორუფლებიანობის პრინციპი და იყავით კომუნიკაბელური, ოპტიმისტური. დაეყრდენით ცოდნის ბაზას.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს. რომელი ქვა ვატარო წარმატებების მისაღწევად?
პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია: ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 19 იანვარს, ღამით. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღები და წარმატების მომტანია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნიკა, აუდიო-ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ასევე, პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 5 ივნისს. მაინტერესებს, რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-პარტნიორულ-რომანტიკული ურთიერთობა?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის კარგია და მისაღები ურთიერთობა ტყუპების, კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის ან ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 22 ნოემბერს, დილის 8 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო ცხოვრებაში, რომ წარმატებული ვიყო?
პასუხი: თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, საგამოძიებო საქმე, მედიცინიდან – რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, პედაგოგიკა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.

скачать dle 11.3