კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მარიკო ებრალიძის ახალმა მუსიკალურმა პროექტმა დიდი წარმატებით ჩაიარა

17 ივლისს „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე” მარიკო ებრალიძე თავის ჯგუფთან „ფინგერთან” ერთად, მსმენელის წინაშე ახალი პროექტით წარდგა, რომელსაც „იორ ფინგერს” ჰქვია. ჯგუფი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული: ვოკალისტი – მარიკო  ებრალიძე, პიანო – დავით ჯღარკავა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელია და ასევე, წერს მუსიკას პროექტისთვის,  დრამი – დათო თუთარაშვილი, გიტარისტი – ზვიად თინიკაშვილი, ბასი – ლევან რუსია.
მარიკო ებრალიძე: ამ პროექტისთვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით, თუმცა, ინტენსიური მუშაობა, რეპეტიციები, დაახლოებით ნახევარი წლის წინ დავიწყეთ: ვარჩევდით თემატიკას, ვწერდით მუსიკას, ვრეპეტიციობდით. ჩვენ ძირითადად ეთნო-ჯაზს ვმღერით, ქართულ რიტმიკაზე, ქართული ელემენტებით, მაგრამ, დასავლური ხასიათითა და ჟინით. „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალამდე” ცოტა ადრე ვიმღერეთ „კავკაზ-ჯაზ ფესტივალზე”, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. შემდეგ „ისთეფრომოუშენისგან” წამოვიდა შემოთავაზება, რომ მონაწილეობა მიგვეღო ბათუმის „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე”. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშნველოვანი იყო, თან, ორი კონცერტი გვქონდა: ერთი – კოლონებთან, ხოლო მეორე – კლუბ „თეიქ ფაივში”, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა. კონცერტს ქართველი მსმენელის გარდა უცხოელი პროდიუსერებიც ესწრებოდნენ. საღამომ იმდენად კარგად ჩაიარა, რომ ხალხი მოდიოდა და გვილოცავდა. მახსოვს, კოლონებთან რომ ვიმღერე, ერთი ბათუმელი შემხვდა და მკითხა – შენ უკვე იმღერეო? როდესაც გაიგო, რომ ჩემი გამოსვლა უკვე დამთავრდა, გულდაწყვეტილმა მითხრა: ჯერ შენი ნახვა რად ღირდა და, წარმომიდგენია, სიმღერა რა იქნებოდაო, – აი, ასეთი კომპლიმენტი მივიღე. მიხარია, რომ ასეთი კარგი გუნდი შევიკრიბეთ. რაც მთავარია, ბიჭები ხელისგულზე მატარებენ. ახლო მომავალშიც ბევრი გეგმა გვაქვს, ნოემბერში კი თბილისის ჯაზ-ფესტივალშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჯერჯერობით  თბილისში ვარ და, ვცდილობ, თბილისურ სიცხეებს გავუძლო.

скачать dle 11.3