კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიმკვიდრა თავი გიგა კვენეტაძემ რუსულ შოუ-ბიზნესში და ვის და რატომ ეშინოდა თამრო დუდუნიასი საქართველოში

ავტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე უკვე წლებია, მოსკოვში განაგრძობს მოღვაწეობას და რუსულ შოუ-ბიზნესში თავი კომპოზიტორის რანგში დაიმკვიდრა. მის სიმღერებს დღეს ბევრი ცნობილი რუსი თუ ქართველი მომღერალი ასრულებს. გიგა საქართველოს ესტუმრა და ახალ სიმღერაზე, რომელსაც დუეტში თამრო დუდუნიასთან ერთად მღერის, ბათუმში კლიპი გადაიღო. ჩვენი რესპონდენტები სწორედ გიგა კვენეტაძე და თამრო დუდუნია არიან. თამრო 1992 წელს თბილისში დაიბადა, 1994 წლიდან კი ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ბავშვობიდან მღერის, სიმღერის პარალელურად კი, სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი და მომავალი პედიატრია.

– დიდი ხანია, საქართველოში არ გამოჩენილხართ. რას უკავშირდება თქვენი ვიზიტი სამშობლოში?
გიგა კვენეტაძე: თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, თამრო კი ჯერ ბათუმს ეწვია. ამჯერად ჩვენი ვიზიტი კლიპის გადაღებებს უკავშირდება. საქართველოში ჩამოსვლამდე მე და თამრომ მოსკოვში დუეტი ჩავწერეთ ჩემს სიმღერაზე, რომელსაც ჰქვია „მე მინდა შენთან.” ძალიან მელოდიური სიმღერაა, ასე ვთქვათ, საცეკვაო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამროს კარგი პარტნიორობისთვის, ძალიან კარგი დუეტი გამოგვივიდა. მოსკოვშივე დავგეგმეთ კლიპის გადაღებები და მერე ჩამოვედით. კლიპის რეჟისორია გოჩა ლომთაძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი ადამიანი და დამწყები რეჟისორია. პროექტის დირექტორია შოთა ქასრაძე.
– სიმღერა ქართულენოვანია?
– კი, რა თქმა უნდა. ქართულ ბაზარზე სიმღერის ქართული ვერსია გაიჟღერებს, რუსული ბაზრისთვის კი ვგეგმავთ, ეს სიმღერა რუსულ ენაზე ჩავწეროთ. როგორც კი ჩავალთ მოსკოვში, აუცილებლად ჩავწერთ.
– რაც შეეხება კლიპის გადაღების პროცესს?
თამრო: კლიპში შაჰიდ ქალს ვასახიერებ. ძალიან საინტერესო იყო კლიპის გადაღების პროცესი, რომელმაც კარგად ჩაიარა. ბოლოს და ბოლოს, პირველად ვიყავი შაჰიდი ქალის როლში. ჩემი ყველას ეშინოდა და გაკვირვებულები მიყურებდნენ.
– ცხოვრებაშიც ეშინიათ შენი?
– ცხოვრებაში ჩემი არავის არ ეშინია, რადგან ძალიან კეთილი ადამიანი ვარ.
გიგა: ცხოვრებაში თამრო კეთილი კი არა, ძალიან კეთილი ადამიანია, თუმცა, ხანდახან...
თამრო: ხანდახან ყველას ჰყავს თავისი „ოფოფები“.
– სიმღერას საკმაოდ რომანტიკული სახელწოდება აქვს – „მე მინდა შენთან.” არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ რამე იფიქროს ორ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს ასეთ სიმღერას უმღერიან.
გიგა: არა უშავს, თუ უნდათ, იფიქრონ, მაგრამ, რეალურად მე და თამრო როგორც და და ძმა ისე ვართ ერთმანეთთან. შოუ-ბიზნესია და, რაც უნდათ, ის იფიქრონ.
– კომფორტული იყო თქვენთვის ერთად მუშაობა?
– კი, რა თქმა უნდა. თამროს უკვე მესამე წელია, ვიცნობ და ძალიან დავმეგობრდით. ვმეგობრობთ და, რაც მთავარია, ტყუილი და თამაში არასდროს გვჭირდება ურთიერთობაში. ასე რომ, ძალიან მარტივად შედგა თამროსა და ჩემი ტანდემი.
– ერთმანეთი სად იპოვეთ?
თამრო: ერთმანეთი ჩვენი ოჯახის მეგობარმა გაგვაცნო. თავდაპირველად მე და გიგას მხოლოდ საქმე გვაკავშირებდა, მაგრამ, მერე ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ დავმეგობრდით. დღეს გიგა ჩვენი ოჯახის მეგობარია.
– თამრო, როგორც ვიცი, სიმღერის პარალელურად უმაღლესშიც სწავლობ.
– სამედიცინო აკადემიაში ვსწავლობ, უკვე მეოთხე კურსზე ვარ და, პრინციპში, შემიძლია, მედიცინის დარგში ვიმუშაო კიდეც.
– მაგრამ, არ მუშაობ.
– თავისუფალი დრო ჯერჯერობით არ მაქვს და, ამიტომ, სწავლისა და სიმღერის პარალელურად მუშაობას ვერ ვახერხებ.
– გიგა, ვიცი, რომ რუსულ შოუ-ბიზნესში თავი დაიმკვიდრე როგორც კომპოზიტორმა და დროებით გვერდზე გადადე მომღერლის პროფესია. ისიც გავიგე, რომ შენს სიმღერებს უკვე ბევრი ცნობილი მომღერალი მღერის, რაც ძალიან სასიამოვნოა...
გიგა: დიახ, ასეა. ჯერჯერობით დაკავებული ვარ, როგორც კომპოზიტორი. ჩემს სიმღერებს უკვე ასრულებენ ცნობილი ადამიანები და ჯგუფები: „ა სტუდიო,” „დისკოთეკა ავარია,” ჟასმინი, დიანა ღურწკაია, დათო ხუჯაძე, ბასკოვი, აბრაამ რუსო და სხვები.
– გიგა ორი წელია, საქართველოში  არ ყოფილა, შენ ბოლოს როდის იყავი, თამრო, აქ?
თამრო: ბოლოს 2008 წელს ვიყავი, ანუ, ოთხი წლის წინ.
– და რას იტყვით, ამდენი ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ქართველები?
– თბილისში ოთხი წელია, არ ვყოფილვარ და ძალიან მომეწონა აქაურობა. თბილისი ძალიან გალამაზებულია, განსაკუთრებით – საღამოს. მართალია, ჯერ ვერ მოვასწარი ბევრგან წასვლა და დათვალიერება, რადგან გუშინ საღამოს ჩამოვედი, მაგრამ, წასვლამდე ვეცდები, გავისეირნო თბილისის ქუჩებში. გუშინ მხოლოდ შარდენზე გასვლა მოვახერხე და ძალიან მომეწონა. თბილისი ყოველთვის ლამაზი ქალაქი იყო და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო და უფრო გალამაზდება.
გიგა: რაც შეეხება შოუ-ბიზნესს, სიმართლე გითხრათ, იქ უფრო საინტერესოა მუშაობა, რადგან, გაცილებით მეტ პერსპექტივას ხედავ. მართალია, ქართულ შოუ-ბიზნესს ცოტა რთული დღეები უდგას, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება. საქართველოში ისეთი მსმენელი გვყავს, კიდევ ერთხელ მოგვცემს დიდ მუხტს საქმის კეთებაში. საქართველოში რომ ჩამოვედი, იმდენი სიყვარული მივიღე უცნობი ადამიანებისგან, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათ ძალაში. ქუჩაში რომ მხვდებიან, მიღიმიან, მესალმებიან, მეფერებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. მინდა მოვუწოდო ყველა იმ მომღერალს, რომელიც დღეს ჩრდილშია და მუსიკალურ კარიერაში პაუზა აქვს, რომ იქნებ კიდევ ერთხელ შევეცადოთ ქართული შოუ-ბიზნესის აღორძინებას ერთიანი ძალებით და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი მოღვაწეობა, რომელიც ჩვენი გულებიდან და სულებიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, ხალხს ნამდვილად მოენატრა გადავსებული დარბაზები, კონცერტები თბილისში, ასევე, ტურნეები საქართველოს რეგიონებში და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ისევ იმ ჩარჩოებში ჩადგება, რომელიც ადრე იყო.
– რამდენ ხანს რჩებით საქართველოში?
– თამრო ორ-სამ დღეში მიფრინავს, მე კი 2 აგვისტომდე აქ ვიქნები. ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები მსაყვედურობენ, რადგან, რაც ჩამოვედი, სულ სამჯერ ვნახე. ალბათ, ახლა, ქუთაისში რომ ჩავალ, სახლში ჩამკეტავენ ჩემები და გარეთ აღარც გამომიშვებენ.
– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?
– თამრო საქმის მოყვარული და პირდაპირი ადამიანია. აქვს ძალიან კარგი ხმა. ურთიერთობაში ძალიან უბრალოა და მასთან ურთიერთობის დამყარება რთული სულაც არ არის. ძალიან საყვარელი გოგოა.
თამრო: გიგაზე შემიძლია, დაუსრულებლად ვილაპარაკო. მასთან ძალიან მხიარულად ვარ და ასაკის სხვაობის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა საერთოდ არ მიჭირს. ის ყველაფერში მეხმარება და მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ისეთი ადამიანები, როგორიც გიგაა, ბევრნი არ არიან.
– თამრო, მართალია, ქართველი ხარ, მაგრამ მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობ.
– ქართული მესმის, მაგრამ, ვერ ვლაპარაკობ, სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი ქართულად.
გიგა: ამ საკითხზე ვმუშაობ და აუცილებლად ერთიანი ძალებით გამოვასწორებთ ყველაფერს.
თამრო: გიგა ხშირად მელაპარაკება ქართულად, რომ ვისწავლო.
– გიგა, ამასობაში, შენ ხომ არ გავიწყდება  ქართული?
გიგა: დავიწყებით არა, მაგრამ, მეუბნებიან, რომ ცოტა რუსული აქცენტი შეეპარა ჩემს ქართულს.
– რა გეგმები გაქვთ?
თამრო: ახლახან დავასრულეთ ჩემს ალბომზე მუშაობა, რომელშიც 12 სიმღერაა შესული და ამ 12 სიმღერიდან 2 ქართულენოვანია.
– დუეტში სიმღერას კიდევ გეგმავთ?
გიგა: დუეტში აუცილებლად ვიმღერებთ, რადგან, კარგი ტანდემი გვაქვს და ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის.
თამრო: დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალი დუეტი, რომელზეც კლიპი გადავიღეთ, მსმენელს მოეწონება. ალბათ, ძალიან კრიტიკულები არ იქნებიან ჩვენ მიმართ, თუმცა, ნორმის ფარგლებში ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქება-დიდების მოსმენა.
გიგა: ჩვენ კრიტიკის არ გვეშინია.
– კლიპის პრეზენტაცია როდის არის დაგეგმილი?
– ვგეგმავთ, რომ სექტემბერში, თბილისში, კლიპის ძალიან სერიოზული პრეზენტაცია გავაკეთოთ. იმედი მაქვს, ყველა ჩვენი მეგობარი და მასმედიის წარმომადგენლები მოხვალთ და შეგვიფასებთ ნამუშევარს. ჩემს მსმენელს ვპირდები, რომ მომავალშიც ძალიან ლამაზ სიმღერებს ვაჩუქებ და უფრო აქტიური გავხდები ჩემს მეგობრებთან ერთად. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გიგა კვენეტაძე ახსოვს.

скачать dle 11.3