კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გამდლიშვილი
გვარის ფუძეა გამეზარდა. მისგანაა გამზრდელი, გამდელი და ამათგან კი გვარი – გამდლიშვილი.
გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები.
„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს 1696 წელს“.
გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა მოიხსენიებიან, სახუნდარაში მცხოვრებლები, მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კახეთში, კერძოდ კი, ანთოქში, მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები.
საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43.
ყარაგვეზაშვილი-ყარაგოზაშვილი-ყარანგოზაშვილი 
ყარაგვეზაშვილის ფუძეა თურქული საკუთარი სახელი ყარაგვეზ. იგივე სახელი დაედო ფუძედ გვარებს: ყარაგოზაშვილი და ყარანგოზაშვილი.
ანალოგიური წესითაა ნაწარმოები რიგი ქართული გვარები: ყარაშვილი, ყარალაშვილი, ყარაბუდახაშვილი, ყარაჯაშვილი, ყარყარაშვილი. გვარები – ყარაშვილი, ყარალაშვილი კახეთის თავად-აზნაურთა საგვარეულო გახლდათ. ყარაბუდახაშვილები, ბუდახაშვილები და ბუდაღაშვილები კი ქვემო ქართლელი მემამულეების გვარებია; ყარაჯაშვილს ფუძედ აქვს გამოყენებული თურქული მეტსახელი ყარაჯა ანუ,  შავი, შავგვრემანი.
გვარი ყარაბუდახაშვილი იგივეა, რაც შავტოტაშვილის (ბუდახა იგივეა, რაც ტოტი, რტო).
გადმოცემით, ყარყარაშვილთა ძველი გვარი ნაკაშაშვილი იყო. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია, თან ერთი ყარყარა ლიტრით ოქრო წამოუღია. ამის გამო ყარყარა შეურქმევიათ.
საუკუნეების განმავლობაში არაბები, მონღოლები, თურქები თუ სპარსელები ხშირად „ესტუმრებოდნენ“ ხოლმე ქართულ მიწა-წყალს და თავს გვახვევდნენ საკუთარ სახელებს და ტერმინებს. უცხოურ სიტყვათა წყვდიადშია გახვეული მამაკაცთა თუ ქალთა სახელები, ასობით გვარს უცხოური სიტყვები უდევს ფუძედ. ამ საკითხზე ბევრ მეცნიერს აქვს გამახვილებული ყურადღება. სულხან-საბა ორბელიანი კი წერს: „საკუთარზე ხელი აუღიათ და სხვათა სიტყვები მიუღიათ“.
საერთოდ, ყარანგოზაშვილები დუშეთიდან არიან, იქ მიწა-წყალსა და ყმა-გლეხებს ფლობდნენ. იქვე იყო მათი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ისინი დიდი სახელითა და გავლენით სარგებლობდნენ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დუშეთის თავკაცი – ერთეოს ყარანგოზაშვილი.
გვარი ყარანგოზაშვილი არაგვის ერისთავთა ერთ-ერთი ლამაზი ასულიდან მომდინარეობს: თათართა შემოსევისას მათ წინ შემოხვედრიათ ლამაზი გოგონა და გაკვირვებულებს უკითხავთ, ვინაა ეს გოგო და რა ჰქვიაო, მერე კი თავადვე გაუციათ პასუხი – ყარანგოზია, ანუ, შავთვალა, შავგვრემანიო. სწორედ ეს გამხდარა საბაბი იმისა, რომ ერისთავიდან გვარი ყარანგოზაშვილი გაჩენილიყო.
საქართველოში 26 ყარაგოზაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 19, თბილისში – 6, ახალციხეში – 1.
სერგია
გვარი სერგია მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სერგი. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი – სერგია.
არსებობს სასერგიო – ანუ, უბნები ზემო საფარცვანოსა და ციზეთში.
1569 წელს შედგენილ შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ ხოფის ღვთისმშობლისთვის შეუწირავთ კაკულიაი სერგია.
1616-1621 წლებში „საცაიშო დავთარში” დასახელებული არიან ცაიშის მცხოვრებლები: მასხულია სერგია, ხუხული სერგია, ჯგევშია სერგია, გეგელია სერგია, ხუხულია სერგია, გვანობა სერგია და ასე შემდეგ.
„სერგი – ლათინურიდან ნასესხები სახელია. მისი კნინობითი ფორმაა სერგია და ის გვარადაც გვხვდება”, – წერს ზურაბ ჭუმბურიძე.
საქართველოში 365 სერგია ცხოვრობს: თბილისში – 44, სენაკში – 37, ზუგდიდში – 20. ცხოვრობენ სხვაგანაც.
არდიშვილი
არდიშვილის ფუძეა საკუთარი სახელი არდი, რაც ურარტუს ქვეყანაში მზის ღვთაების სახელია. მზეს ქართულად ოდესღაც „არდი” უნდა რქმეოდა. სიტყვა „არდადეგი” კი მზის დგომის დღეს აღნიშნავდა.
1886 წლიდან, სოფელ წინწყაროში, არდიაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და არუდოვის გვარს ატარებენ.
არდიაშვილები მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 29 არდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, ქუთაისში – 14.
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. ვახუშტი წიგნში „მთავართა გვართათვის” წერს: „... ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრია ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი, მოიხსენიება 1741 წელს პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთს, 1756 წელს, დაფიქსირებული არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
შინგაზრდილაშვილი
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შინგაზრდილაშვილების წინაპრები მელიქიშვილები არიან. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, მელიქიშვილთაგან აღებული მეტსახელი – შინგაზრდილა – გაუგვარდათ. შემდეგ კი, მიზეზთა გამო, შინგაზრდილოვებად ჩაუწერიათ. შინგაზრდილოვი გარუსებული გვარია. მკითხველმა იცის, რომ რუსულ საბუთებში შეტანილი გვარები, რომლებიც სუფიქსი შვილით იყო დამთავრებული, ქართული დაბოლოება მოაშორეს და ის ფორმატი ოვით შეცვალეს, ანუ, რუსულად გააფორმეს. ასეთივე ბედი გაიზიარეს როგორც ქართულმა, ისე სომხურმა, ოსურმა და აფხაზურმა გვარებმა.
ასევე, მელიქიშვილიდან ნაწარმოები გვარებია: მირიმანაშვილი, მირიმანიძე, იავანგულაშვილი, მელქუაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში – 48 შინგაზრდილაშვილი ცხოვრობს: თელავში – 23, თბილისში – 11, გურჯაანში – 4. არიან სხვაგანაც.
ჭყოიძე
ილია მაისურაძე წერს: „ჭყოიძე, ზესტაფონსა და ხარაგაულის რაიონებში, აღიარებულია, როგორც ჭყონიძისგან მომდინარე”. სხვა მკვლევრები და ავტორებიც მიანიშნებენ, რომ ჭყოიძეთა გვარი ჭყონიძიდან მომდინარეობს – ადრე ასე იყვნენ ჩაწერილნი, შემდგომ კი ასო ნ დაიკარგა და მივიღეთ ჭყოიძე. ასეთი მაგალითები მრავლადაა ისტორიულ წყაროებში.
საქართველოში 45 ჭყოიძე ცხოვრობს: დმანისში – 18, თბილისში – 16, ბოლნისში – 11.
ამბროსაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ამბროსი. ეს სახელი ნიშნავს „უკვდავთა წილხვედრს“, „ღვთაებრივს“.
ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ ამილღაბარ (გოსტაბაშვილის) ყმების ნუსხაში.
ამბროსაშვილთა განაყოფია გვარი ამირანაშვილი.
 1721 წელს მოიხსენიება ამბროსაშვილი შერმაზანა.
ასევე, გვხვდება გვარი ამბროსიშვილი.
საქართველოში 44 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3